"მუშტის ქუხილი" ძველ თბილისში - კრივი საქართველოში, ანუ ქალაქის ქუჩებიდან სპორტდარბაზამდე
font-large font-small
"მუშტის ქუხილი" ძველ თბილისში - კრივი საქართველოში, ანუ ქალაქის ქუჩებიდან სპორტდარბაზამდე
ხშირად დასახიჩრებული მოწინააღმდეგენი რომელიმე დუქანს ან სახლს მიაშურებდნენ, იქ კი ლხინი გათენებამდე გრძელდებოდა

სერიალი "ტიფლისი", რომელიც მაყურებელმა 2014-2015 წლებში იხილა, ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მრავალეპიზოდიანი სატელევიზიო დრამის მოქმედება XIX საუკუნის საქართველოში ვითარდებოდა, ამიტომ შემოქმედებითი ჯგუფი ამ ეპოქისთვის დამახასიათებელ ყველა მოვლენას და ფაქტს უყურადღებოდ არ ტოვებდა და სხვადასხვა ეპიზოდად აქცევდა. ბუნებრივია, შემთხვევითი არ ყოფილა, პირველივე სერიაში კრივის სცენა, სადაც ხის ღობის გარშემო შეკრებილი საზოგადოება, ორი მოკრივეს ჩხუბს ადევნებდა თვალყურს...

იმ დროს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ასეთი შემთხვევა ხშირი იყო. ვინაიდან ძველი თბილისელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და პოპულარული გართობა იყო. ასეთ სცენებს თბილისის რამდენიმე ადგილას ნახავდით. ავქსენტი ცაგარელი მას ერთგან "მუშტის ქუხილს" უწოდებს. მის გასამართად არც განცხადების გამოკვრა არ იყო საჭირო და არც რაიმე შეტყობინების დაგზავნა, თბილისელებმა ისედაც კარგად იცოდნენ კრივის გამართვის ზუსტი თარიღი და ადგილი, სადაც მონაწილეები დიდი ხალისით იკრიბებოდნენ.
ძველად თბილისში კრივი სხვადასხვა ადგილას იმართებოდა. მეტეხი ციხის ქვემოთ, დღევანდელი პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოტანიკურ ბაღთან, სოლოლაკის მთის ფერდობზე, მამადავითის ეკლესიის აღმართთან და ა.შ. კრივი იმართებოდა კვირაობით, ყველიერის ბოლო დღეებში, აგრეთვე, ნათლისღების მეორე დღეს. ყველაზე დიდი კრივი _ ე. წ. ავლაბრის კრივი იმართებოდა კვირაცხოვლობა დღეს, ამავე სახელწოდების ეკლესიის მახლობლად.
თავდაპირველად, კრივი პატარა ბიჭების შეჯიბრებით იწყებოდა. შემდეგ ბრძოლას 18-20 წლისები აგრძელებდნენ, მათ კი 25-30 წლის ახალგაზრდები ცვლიდნენ. ხშირად ბრძოლა 10-15 წუთს გრძელდებოდა, თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა ორი მოკრივის შეტაკება 3 საათამდეც გაგრძელებულა.
თითქმის ყველა მოკრივეს ერთნაირად ეცვა. იბრძოდნენ უქუდოდ და ფეხსაცმლის გარეშე; მკერდგაღეღილები და ჩოხის კალთებდაკეცილები. მოკრივენი ძელოსნებისა და ვაჭართა წრის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთა ბრძოლას წარჩინებული პირები ადევნებდნენ თვალყურს. ისინი თავიანთი შეძახილებით აქეზებდნენ "კარგად დამრტყმელ" მოკრივეებს და ხშირად ფულითაც ასაჩუქრებდნენ.
ყოველ დროს თავისი ცნობილი მოკრივე ჰყავდა. XVIII საუკუნის ფალავან-მოკრივეთა სახელებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ XIX საუკუნის არაერთი მოკრივის სახელი ჩნდება. ისინი ძირითადად ხალხის მიერ შექმნილ მეტსახელს ატარებდნენ, რომელთა ჩაკითხვა ღიმილის მომგვრელიც კია. იმ დროს თბილისში ცნობილი "მუშტის მქუხებლები" ყოფილან: შერმაზანა, ხარფუხელი მკალავი ლეკუა, ოქრომჭედელი თაფანა, ყასაბი გულუაშვილი, ცხრაფეხაანთ გოლა, გამხდარი სიმონა (გოცირიძე), მეჩანგლე ლოპიანა, ჩუღურეთელი თეთრახალუხა, წითელფუფაიკა კოლა, მთაწმინდელი კომშუა, ჭიანუა, პაჭია, ღორუა, გიჟუა და სხვები.
მოკრივეთა ბრძოლისა და ძალის შემსწრე მაყურებელი მათ სიძლიერეზე ლეგენდებს თხზავდა და ათასგვარ ამბავს ჰყვებოდა. მაგალითად, ერთ-ერთ ცნობილ მოკრივეს ქარაფქანდოღა _ კლდის დამცველი შეარქვეს. ამბობდნენ, მას რომ კლდისთვის მუშტი შემოეკრა, ფშვნიდაო. მეორე მოკრივე სოლომონაზე იძახდნენ _ ისეთი ყოჩაღია, ცხენის ნალს ხელით ღუნავს და მეტოქეს დაჩოქილი ებრძვისო. ქაჩალ სტეფანეზე კი ასეთი ლეგენდა შეთხზეს: ერთხელ, კრივის დროს, სიონის ქუჩაზე ბანიდან ჩამოვარდნილი აგური თავზე დაეცა, აგური ოთხად გადატყდა, სტეფანემ კი არაფერი შეიმჩნია. მაღლა აიხედა და თქვა: ვინ ოხერია, რომ მეკენჭავებაო.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად კრივი მშვიდობიანად არ მთავრდებოდა. დამარცხებულები ქვებს, აგურებს, ხის ნაჭრებს იშველიებდნენ. მოკლედ, იბრძოდნენ იმით, რაც ხელში მოხვდებოდათ და ამის გამო, ხშირად შორიახლოს მდებარე კარ-ფანჯრები, აივნები, შუშაბანდები იმსხვრეოდა. პირველ რიგში კი ზიანდებოდნენ მოკრივეები და მათი გულშემატკივრები.
ერთხელ 1851 წლის 4 თებერვალს გამართულ კრივზე ორ მოწინააღმდეგე მხარეს შორის ჩხუბი ატეხილა. იმდენად ფართომასშტაბიანი შეტაკება გაიმართა, რომ ჩხუბის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიჭრა და 5 გარდაიცვალა. ამის გამო დედაქალაქის ცენტრალურ ხელისუფლებას ახსნა-განმარტებები წარუდგინეს. მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის განმარტების შემდეგ, ნიკოლოზ I-მა შემდეგი ბრძანება გასცა: "კრივში შერკინების ნება მიეცეს ქალაქის გარეთ, მაგრამ ისე, რომ მუშტების გარდა, სხვა რამ იარაღი არავინ იხმაროს. კრივს თვალყური უნდა ადევნოს პოლიციამ, რომელსაც ნება ეძლევა, შეაჩეროს კრივი იმ დროს, როდესაც მოპირდაპირენი გახურდებიან".
მიუხედავად იმისა, რომ კრივის ბოლოს მონაწილეები და გულშემატკივრები ცხვირდამტვრეულნი, დასისხლიანებულნი და ქანცგაწყვეტილნი იყვნენ, გულში წყენას არავინ იდებდა. ხშირად დასახიჩრებული მოწინააღმდეგენი რომელიმე დუქანს ან სახლს მიაშურებდნენ, იქ კი ლხინი გათენებამდე გრძელდებოდა.
საინტერესო მოსაზრება ჰქონდა ძველი თბილისის გასართობებზე იოსებ გრიშაშვილს, რომელიც კრივისა და მისი წარმოშობის შესახებ წერდა:
"კრივი, როგორც ფსიქიკური ვარჯიშობა, თავისი ხასიათით და დანიშნულებით არაფრით განსხვავდებოდა ასეთივე ხასიათის ვარჯიშობისგან, რომელიც სხვა ერის ყოფა-ცხოვრებამ წარმოშვა (ბოქსი, წიდაობა და სხვა). საერთო მიზეზები იწვევს საერთო ხასიათის ვვარჯიშობასაც: ერთფეროვანი ფიზიკური შრომით დაღლილი სხეული, მოდუნებული მოძრაობა სისხლის გახალისებას მოითხოვდა და ტფილისელმა ხელოსნებმაც თავიანთი "თავის სიმსხო მკლავების" გასატკაცუნებლად კრივსაც მიმართეს, ისევე, როგორც ინგლისელებმა ბოქსს".
წლები გავიდა და თბილისელთა ერთ-ერთმა თავშესაქცევმა გასართობმა _ კრივმა გაცილებით უფრო სერიოზული სახე და ცივილიზებული ფორმა მიიღო. მოკრივეებმა ქუჩიდან რინგზე გადაინაცვლეს და დღეს ძალზე იშვიათად თუ მოჰყვება ტრაგიკული შედეგები.
XX საუკუნის დასაწყისში შიშველი მუშტით ბრძოლა ხელთათმნებით ბრძოლამ შეცვალა. ცნობილი სპორტსმენის ბორის კვინიხიძის აზრით, საქართველოში თანამედროვე კრივის შემოსვლის თარიღად 1912 წლის 20 დეკემბერი უნდა მივიჩნიოთ, როცა თბილისის პოლიცმაისტერმა ზასიპკინმა პეტრე მაღრაძეს ნება დართო, ბელინსკის ქუჩაზე "ათლეტური არენა" გაეხსნა. II მსოფლიო ომამდე და ომის შემდეგ წლებში საქართველოს მოკრივეებმა მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
1977 წელს საერთაშორისო სარბიელზე პირველი დიდი გამარჯვება დავით კვაჭაძეს ერგო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მოგვიანებით ეს შედეგი გიორგი კანდელაკმა გააორმაგა, შემდეგ კი ის (მძიმე წონაში) მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ქართველ მოკრივეთა შორის პირველი ოლიმპიური მედალი რამაზ ფალიანმა დაისაკუთრა (1992 წელი, ბრინჯაო), ხოლო 2000 წელს იმავე შედეგს ვლადიმერ ჭანტურიამ მიაღწია. სხვადასხვა დროს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები კრივში ასევე იყვნენ: კობა გოგოლაძე, ზურაბ სარნასია, აკაკი კაკაურიძე, პაატა გვასალია, რამაზ გაზაშვილი და ა.შ.

ანა კალადაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
8 კომენტარი