მუშთაიდის ბაღის ლეგენდები...
font-large font-small
მუშთაიდის ბაღის ლეგენდები...
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!



ევროპაში მოგზაურობისას ან ევროპულ-ამერიკული ფილმების ყურებისას, ალბათ ყველას თვალში გვხვდება ფართო მასშტაბზე გაშენებული პარკები. მწვანე ბალახზე გაშლილ ფერად პლედებზე, ახალგაზრდა წყვილები წვანან და ცას ასცქერიან, ზოგიერთები წიგნებს კითხულობენ, ზოგი კი _ მშობლები თუ ძიძები პატარებს აძინებენ და ა.შ. მაღალი ხეები, ულამაზესი ყვავილები და სხვა მცენარეები გულგრილს ვერავის ტოვებს და ალბათ ერთ-ერთი, რაც ევროპის უნდა შეგვშურდეს, დიდი რაოდენობით სიმწვანეა.
სამწუხაროდ, საქართველოში, ჩვენს დედაქალაქში მცენარეებით სავსე, კეთილმოწყობილი სკვერები და ბაღები არცთუ ბევრი გვაქვს, მხოლოდ რამდენიმეს თუ დავასახელებთ, სადაც მეტ-ნაკლებად შეიძლება სუფთა ჰაერზე გასეირნება. ასეთებია: ვაკის პარკი, მუშთაიდის ბაღი, მზიური, მთაწმინდის პარკი, ბოტანიკური ბაღი და დედაქალაქის სხვა პატარ-პატარა სკვერები. ამჯერად XIX საუკუნის 30-იან წლებში გაშენებული მუშთაიდის ბაღის და მისი დაარსების ისტორიას მოგითხრობთ. ლამაზი ლეგენდები და სინამდვილე ერთმანეთშია არეული, ამიტომ თავად გადაწყვიტეთ, რომელი ვერსია უფრო სარწმუნოა.

მუშთაიდი, ირანელი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ, რომელსაც ცოლად ქართველი ქალი _ ნინო ჰყავდა. მას მეუღლე სტამბოლში ტყვეთა ბაზარში უყიდია. როგორც ჩანს, თავრიზელ მირ ფერტე აღასეიდ მუშთაიდს მეუღლე იმდენად შეჰყვარებია, რომ როცა მან თბილისში საცხოვრებლად გადასვლა უთხოვია, კაცი დასთანხმებია. თუმცა, ამ წყვილის თბილისში დასახლების შესახებ არის მეორე და ბევრად უფრო სარწმუნო ვერსიაც, რომლის მიხედვითაც მუშთაიდი რუსეთის მთავრობისთვის მუშაობდა და ამის გამო ირანის შაჰმა მას სამშობლოში ჩასვლა აუკრძალა. GzaPress

მუშთაიდს მდიდარ, განათლებულ, ორატორული ნიჭით დაჯილდოებულ, საკმაოდ გავლენიან ადამიანად ახასიათებდნენ. მისი ეს თვისებები მხედველობიდან არ გამოჰპარვია კავკასიის მაშინდელ მთავარმართებელ გენერალ ალექსანდრე პასკევიჩს. სწორად მან, რუსეთის მაშინდელი ელჩის ალექსანდრე გრიბოედოვის რჩევით, მუშთაიდი გადაიბირა და რუსეთის სამსახურში ჩააყენა. მუშთაიდმა სამხრეთ აზერბაიჯანის მმართველის, ირანის უფლისწულის აბაზ-მირზასა და თავრიზის სარდლის ალაიარ-ხანის ქვეყნიდან გაძევება შეძლო, რითიც ხელი შეუწყო ამ მხარის რუსეთთან შეერთებას. ხოლო თურქმანჩაის ზავის შემდეგ, როცა სამხრეთ აზერბაიჯანი ირანს დაუბრუნდა, მუშთაიდს, როგორც ქვეყნის მოღალატეს, იქ აღარ დაედგომებოდა და იძულებული გამხდარა, სამშობლოდან გადახვეწილიყო. მუშთაიდმა ირანში დიდძალი ქონება დატოვა, მაგრამ ალექსანდრე პასკევიჩმა მას შესაფერისად დაუფასა გაწეული სამსახური. გენერლის შუამდგომლობით მუშთაიდს დაუნიშნეს მაღალი პენსია, დააჯილდოეს იმპერიის უმაღლესი ორდენებით, მედლებით და შირვანში 15 სოფელიც კი უბოძეს. მუშთაიდი მთელი კავკასიის შიიტების უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად დაინიშნა. რეზიდენცია თბილისში გამოუყვეს და ასევე, 50 დესეტინა მიწის ნაკვეთი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
GzaPress
ნინო საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. კაცმა საყვარელი ცოლი სახლის წინ, ეზოში დაკრძალა და მის საფლავზე ბევრი წითელი ვარდი დარგო. მალე, ბაღის გაშენების იდეა გაუჩნდა და როცა ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა, მტკვრიდან 12-კილომეტრიანი სარწყავი არხიც გაიყვანა. გადმოცემის თანახმად, როცა ირანის შაჰმა მუშთაიდი შეიწყალა, 1845 წელს მან თავის სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა, გამგზავრებამდე ბაღი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. შემდეგ ეს ტერიტორია ქალაქის მმართველობაში გადავიდა. მთავარმართებელმა მუშთაიდის ბაღი გაადიდა და კეთილმოაწყო. ის ქალაქის ერთ-ერთ სასეირნო და მოსალხენ ადგილად გახადა. იმ დროს ბაღში მრავალი გასართობი ადგილი იყო: რესტორანი, ბუფეტი, საგამოფენო სივრცე და საზაფხულო თეატრი. სწორედ აქედან აუშვეს ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი 1882 წელს, 1935 წელს კი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა.
მოკლედ, ეს ადგილი ძველი თბილისის ძალიან პრესტიჟულ ადგილად ითვლებოდა, სადაც უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ქართველი მასპინძლები აუცილებლად გაატარებდნენ. როგორც ამბობდნენ, სწორედ მუშთაიდის ბაღის ღია სცენაზე ნახა პირველად ნიკო ფიროსმანმა ფრანგი მომღერალი მარგარიტა დე სევრი, რომლისგანაც შთაგონებულმა მხატვარმა შექმნა ტილო `აქტრისა მარგარიტა~, თუმცა, ფიროსმანის შემოქმედების მკვლევრების აზრით, ეს მხოლოდ ლამაზი ზღაპარია და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
ბაღი სხვადასხვა დროს ხან რკინიგზელთა, ხან ორჯონიკიძის სახელობის იყო, მაგრამ საბოლოოდ დამაარსებლის სახელი დაიბრუნა და დღეს მას ყველა სპარსი მუშთაიდის ბაღად მოიხსენიებს.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2441 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1205 კომენტარი