ძმები სიმენსების ეპოქალური მნიშვნელობის ღვაწლი მსოფლიოსა და საქართველოსთვის
font-large font-small
ძმები სიმენსების ეპოქალური მნიშვნელობის ღვაწლი მსოფლიოსა და საქართველოსთვის
"კავკასია კაცობრიობის კულტურის აკვანია" XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს, კავკასიისა და საერთოდ, რუსეთის იმპერიის სამრეწველო-ინდუსტრიული განვითარება დიდწილადაა დაკავშირებული ძმები სიმენსების სახელთან. ფირმა "სიმენს და ჰალსკემ" მთელ კავკასიაში სატელეგრაფო კავშირგაბმულობის ქსელი აამუშავა და ის მოსკოვს დაუკავშირა. ძმებმა თბილისში პირველი სატელეგრაფო ხაზის სადგური გახსნეს და პირველი ქართული ელვადეპეშაც კოჯორში აქედან გაიგზავნა.

ძმებ სიმენსების, ჩვენს ქვეყანაში მათი ღვაწლისა და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ ისტორიკოსს, მკვლევარს, მანანა ნიქაბაძეს გავესაუბრეთ.

- სიმენსების შესახებ 10 წლის წინ შევიტყვე, როცა გერმანიაში მითხრეს, რომ მათგან ორი ძმა საქართველოში იყო დაკრძალული. გერმანიიდან ჩამოსულმა მეცნიერი, ენერგეტიკოსი ანდრე კარბელაშვილი მოვინახულე. ის 90-იან წლებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გახლდათ. სიმენსებით იმდენად იყო დაინტერესებული, მოძებნა და გამოიკვლია ყველაფერი, რაც კი მათთან იყო დაკავშირებული. სამწუხაროდ, ბატონი ანდრე გარდაიცვალა. დღეს ეს მასალები ოჯახის საკუთრებაა. მინდა ფილმის გადაღება, დიდი გამოფენის ორგანიზება, ვერნერ სიმენსის წიგნის, "მოგონებანი ცხოვრების შესახებ", თარგმნა და გამოცემა. ამ საქმის სისრულეში მოყვანას დღემდე ვცდილობ, თუმცა, დაფინანსების პრობლემა ჯერჯერობით, ვერ მოგვარდა. თბილისის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით პრეზენტაციის ორგანიზება მოვახერხეთ, რის შემდეგაც თემით გერმანიაში ჩვენი საელჩო დაინტერესდა და სავარაუდოდ, იგივე პრეზენტაცია მალე გერმანიაშიც გაიმართება. იმედი გვაქვს, გამოხმაურება ნაყოფიერი აღმოჩნდება და წიგნის თარგმნაც მალე მოხერხდება.
GzaPress
ვერნერ სიმენსი
- "სიმენსი და ჰალსკე" ბერლინის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, გამოჩენილმა გამომგონებელმა ვერნერ სიმენსმა მეგობარ იოჰან გეორგ ჰალსკესთან ერთად დააარსა. ჰალსკე ადრე გარდაიცვალა, თუმცა, სიმენსმა მისი გვარი კვლავ სახელწოდების შემადგენელ ნაწილად დატოვა. სიმენსების ოჯახში რვა ძმა იზრდებოდა. ვერნერმა ინერტული რეგულატორი ორთქლის ძრავისთვის ვილჰელმთან ერთად გამოიგონა. მუშაობდა ტელეგრაფის, ელექტრული განათების, ელექტროსადგურების საკითხებზე. შექმნა პირველი "ელექტრული რკინიგზა" - ტრამვაი და პირველი ლიფტი. სიმენსის აღმავლობის საწინდარი ერთსა და იმავე წელს ისრიანი ტელეგრაფისა და სპილენძის სადენებზე რეზინის იზოლაციის ზედსადები მანქანის გამოგონება გახდა. ვერნერმა საკუთარი ტელეფონის აპარატიც შექმნა. ბედის ირონიით, მას საუნივერსიტეტო განათლებაც კი არ ჰქონდა. მთელი თავისი ტექნიკური ცოდნა სამხედრო-საარტილერიო კოლეჯში შეიძინა. მისი პირველი სამუშაო გალვანოპლასტიკასთან - გალვანური მეთოდით მოოქროებასა და მონიკელებასთან იყო დაკავშირებული.
მან გადაწყვიტა, ტელეგრაფის ხაზი ლონდონიდან კალკუტამდე მთელი ევროპის გავლით გაეყვანა. ამ მიზნით კავკასიაში ჩამოვიდა. ამბობდა, რომ ეს მოგზაურობა მისი ცხოვრების ერთ-ერთი სასიამოვნო მოგონება იყო. მოგონებებში აღნიშნავს: "მეუღლის გარდაცვალებამ სულიერად და ფიზიკურად გადამღალა, გამომფიტა... აუცილებელი იყო რაიმე სახის ცვლილება... ვალტერი ფოთში დამხვდა. თბილისამდე მეტად დამქანცველი გზა სურამის მთებში გადიოდა. გზა თვალწარმტაცი იყო მომაჯადოებელი ხედებით. გაყვავილებული როდოდენდრონები და ყვითელი იელები არაჩვეულებრივ სანახაობას ქმნიდნენ, ჰაერში ჭარბად იფრქვეოდა მათი საოცარი სურნელი... ერთმანეთს ენაცვლებოდა ძირიდან წვერომდე სუროთი დაფარული ციცაბო კლდეები".
საქართველოში ვერნერ სიმენსმა პირველი ხელშეკრულება მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ორბელიანთან გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მალე თბილისი-კოჯრის ტელეგრაფის ხაზი გაიყვანეს. სატელეგრაფო ხაზების მშენებლობაზე მიღებული კონტრაქტების გარდა, ფირმას ასევე გადაეცა კონცესია შირაქში ნავთობის დამუშავებაზე. დაიწყო თბილის-მოსკოვის ტელეგრაფის მშენებლობა და მალე პირველი დეპეშები გაიცვალა სტავროპოლთან, ნოვოჩერკასკთან, მოსკოვთან. მოგვიანებით ლონდონი-კალკუტა ამოქმედდა და შედეგად, თბილისი ევროპის ქალაქებს დაუკავშირდა. თბილისის გაზეთებში ფოსტით ჩამოტანილ 3-4 კვირის წინ მიღებულ ცნობებს კი აღარ ბეჭდავდნენ, არამედ უცხოური სააგენტოების მიერ წინადღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ. სხვათა შორის, წელს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 160 წლის იუბილეა.

ვალტერ სიმენსი
ვერნერმა ფირმის წარმომადგენლად საქართველოში ძმა, ვალტერი გამოგზავნა, რომელიც პარალელურად ჩვენს ქვეყანაში ჩრდილოეთ გერმანიის კონსულიც გახლდათ. ვალტერსა და კავკასიისა და ამიერკავკასიის მთიანი მხარის სამმართველოს შორის ნავთობის საბადოების დამუშავების თაობაზე ხელშეკრულება დაიდო. ნავთობისგან ნავთის დამუშავება დაიწყეს. ვალტერს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ სალონურ ელიტასთან, ორბელიანებთან, ბარათაშვილებთან... მეგობრობდა ნიკო ნიკოლაძესთან. მისი სასიამოვნო გარეგნობა და მანერები მის მიმართ ყველა ნაცნობს კეთილად განაწყობდა. მონაწილეობდა საქველმოქმედო აქციებში, თანამშრომლობდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან, დააფინანსა ლუთერანული ეკლესიის მშენებლობა ბაქოში. 35 წლის ტრაგიკულად გარდაიცვალა - სტუმრად მიდიოდა, როცა ცხენი დაფრთხა და გადმოაგდო. დაიტირა სრულიად საქართველომ.
GzaPress
ოტო სიმენსი
ვალტერის შემდეგ საქართველოში მისი ძმა, ოტო ჩამოვიდა. აქვე საზეიმოდ დაქორწინდა ვინმე "მირსკის ქვრივზე". ოტო წლების მანძილზე თბილისში პრუსიის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მეგობრობდა მაშინდელი ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებთან. მონაწილეობდა ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის კავკასიის მონაკვეთის მშენებლობაში. 11 000 კილომეტრის სიგრძის ხაზის გაყვანა ინგლისის მთავრობამ დაუკვეთა, რომელსაც თავის კოლონიასთან, ინდოეთთან კავშირის სწრაფი საშუალებები ესაჭიროებოდა. საქართველოში სატელეგრაფო ხაზმა სოხუმზე, ზუგდიდზე, ქუთაისზე, გორსა და თბილისზე გაიარა. პირველი სახმელეთო ტრანსკონტინენტური ტელეგრაფი 1879 წლის იანვარში გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით ოტომ თბილისში 70 ადამიანზე ბანკეტი გამართა. თუ ევროპიდან ინდოეთში წერილი საშუალოდ 42 დღეში ჩადიოდა, ტელეგრაფის საშუალებით დეპეშებს უკვე ნახევარ საათში იღებდნენ. თბილისის გავლით დეპეშები მსოფლიოს 34 ქვეყანაში იგზავნებოდა.
ოტომ თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა ინჟინერმა და ნავთობის საქმის კარგმა ორგანიზატორმა. მან შემოიღო მოსაპოვებლად ჭაბურღილების ბურღვის მეთოდი მანამდე არსებული რუტინული ხერხის ნაცვლად, როცა ნავთობის მოსაპოვებლად ჭებს თხრიდნენ. მანვე პირველად კავკასიაში, თბილისში დაიწყო ქუჩებისა და ტროტუარების ასფალტით დაფარვა, რაც ნავთობის ნარჩენებისგან მზადდებოდა. ოტოსთან ერთად თბილისში სხვებთან ერთად ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, კონსტანტინე მამაცაშვილი და ინჟინერ-გეოლოგი - გიორგი წულუკიძე მუშაობდნენ. ყველა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო. 1871 წელს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, თბილისში გავრცელებული ქოლერით გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ოტოც და ვალტერიც დღევანდელი ვერის პარკში, სათავადაზნაურო სასაფლაოზე დაკრძალეს. მოგვიანებით, ის საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით გადახნეს და შესაბამისად, საფლავები დაიკარგა. სახელმწიფო არქივში დღემდე ვეძებ რაიმე ცნობას ამის შესახებ. 1871 წელს საქართველოში ჩამოსულმა ვერნერმა ძმების საფლავების მოპირკეთებასა და გალამაზებაზე იზრუნა. სიმენსების საფლავების სანახავად უცნობებიც ხშირად დადიოდნენ. სულ რამდენიმე წლის შემდეგ კი ვერის სასაფლაო საერთოდ გააუქმეს და იქ აღმართული საფლავების ქვები ცირკის მშენებლობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენეს.
GzaPress
უილიამ სიმენსი
მალე თბილისში კიდევ ერთი ძმა - უილიამი ჩამოვიდა. მან ლონდონიდან სოხუმში ინდოევროპული ტელეგრაფისთვის სპეციალური კაბელი ჩამოიტანა, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაეყვანათ. უილიამმა ის ლონდონში დაამზადა, ასევე, მიწისქვეშა კაბელი სატელეგრაფო ხაზისთვის - მოსკოვი-თბილისი. ის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავის გამო ხშირად ზიანდებოდა. ამის გამო ამ მონაკვეთზე სატელეგრაფო ხაზი მიწის ქვეშ გაიყვანეს.
სიმენსების ხელმძღვანელობით, ბაქოდან ბათუმამდე მსოფლიოში ყველაზე გრძელი ნავთობსადენი აშენდა. მათ ბათუმის მხარეში შემავალი ართვინის ოლქში ორი საბადოდან 105 300 ფუთი სპილენძის მადანი მოიპოვეს. მალე ართვინში სპილენის გადამმუშევებელი ქარხანა აშენდა, რამაც დიდი მოგება მოიტანა.
- თუმცა, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდა...
- მიზეზი მარტივი იყო - მწარმოებელი კომპანია რუსეთის იმპერიის მთავარ მეტოქეს, გერმანიას ეკუთვნოდა. საბადოებსა და ქარხნებს პეტერბურგიდან გამოგზავნილი ჩინოვნიკები ზედამხედველობდნენ. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ წარმოება სრულად შეჩერდა. სიმენსებს ქვანახშირისა და მადნის ექსპორტის ნაცვლად ოქროს დიდი რაოდენობით ევროპაში გადაზიდვაში ადანაშაულებდნენ. საბჭოთა ხელისუფლებას არ სურდა, საქართველოში უცხო ძალები ყოფილიყვნენ და როგორც ინგლისელებს, ისე გერმანელებს, ჩვენი ქვეყნიდან წასვლა მოსთხოვეს. პრობლემების მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გრძელდებოდა. ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობაში დახმარებისათვის ბოლშევიკებმა სიმენსებს მიმართეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. რვა ძმიდან სამიღა იყო დარჩენილი. მშენებლობა მათი პროექტით დაიწყო და ქარხნის ელექტროღუმელები "სიმენსის" წარმომადგენელთა უშუალო ხელმძღვანელობით დამონტაჟდა.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი