ძველი თბილისის "წითელი ფარნების" კვარტალი და "გაფოლორცებული" ქალები
font-large font-small
ძველი თბილისის "წითელი ფარნების" კვარტალი და "გაფოლორცებული" ქალები
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"

ერთ დღეს ყველაფერი ქრება, მის ადგილს კი რაიმე ახალი იმკვიდრებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უძველეს პროფესიას არ ეხება, - ის მუდამ იყო და იქნება. როგორც "სამოსელი პირველში"
დომენიკოს ბებია ამბობს, "სულ დავღუპულვართ, თუ დომენიკო ქალებთან არ დადის!"

ძველ თბილისში, მადათოვიდან ავლაბრამდე, 30 ოფიციალური საროსკიპო ყოფილა, როგორც აკა მორჩილაძე იტყოდა, მადათოვის "გლახა ქალებით" დაწყებული, ორთაჭალისა და ავლაბრის ტურფებით დამთავრებული. მადათოვის კუნძულზე შენობებს მდიდარი მრეწველები აშენებდნენ, მათ კი საროსკიპოების პატრონები ქირაობდნენ. ყველაზე მეტი საროსკიპო ორთაჭალაში ყოფილა. ორთაჭალის ერთ-ერთი ტურფა ფიროსმანმაც დახატა (დღეს მილიონებით შეფასებული საწყალი მეძავის ეს გამოსახულება მოსკოვსა და თბილისს შორის დავის საგნად იქცა. - ავტ.).

თბილისური საროსკიპოები საბჭოთა რევოლუციის შემდეგ დაიხურა. მეძავებს გააფთრებით ებრძოდნენ ბოლშევიკი ქალები.

ხელოვნებათმცოდნე-ისტორიკოსი თამარ­ ესაკია პირველი მეცნიერია, რომე­ლმაც ძველი თბილისის პროსტიტუციის თემა დოკუმენტურად შეისწავლა:

- როცა ჩემს პროფესიასთან ერთად გიდობა გადავწყვიტე, ძველი თბილისის შესწავლა დაწვრილებით მომინდა. ამ თემისკენ ძველმა, სამერცხლეებიანმა სახლმა­ მიბიძგა. ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს.

1849 წელს ამიერკავკასიაში განლაგებული ჯარების მთავარი შტაბის უფროსი გენერალ ბებუთოვს სწერს, სამხედრო ჰოსპიტალში ბევრი ვენერიული დაავადებით შეპყრობილი სამხედრო შემოდის, ხომ არ ინებებთ, ბრძანება გამოსცეთ და მეძავებზე ფხიზელი ზედამხედველობა დაწესდეს, რათა დასნეულებულები საქალაქო საავადმყოფოში გაიგზავნონო. ბებუთოვმა წერილი თბილისის სამხედრო გუბერნატორს გაუგზავნა. ჩანს, ამ მცდელობამ ნაყოფი გამოიღო. ყოველ შემთხვევაში, უკვე 1901 წელს დღევანდელ უზნაძის ქუჩაზე ამ პროფესიის ქალებისთვის უკვე 130-კაციანი საავადმყოფო იყო. ისინი აქ შემოწმებას გადიოდნენ და სამედიცინო ცნობასაც იღებდნენ. ეს საბუთი ჯანმრთელი ქალებისთვის ერთდროულად ვიზაც იყო და სხვა ქალაქში სამუშაოს დაწყების ნებართვაც. 1901 წელს ამ პროფესიაზე დადგენილებაც გამოიცა - საროსკიპოებში მომუშავე ქალების ასაკი განისაზღვრა 21 წლიდან და ზემოთ. ეს შეზღუდვა არ ვრცელდებოდა იმ ქალებზე, რომლებიც საროსკიპოებში დადგენილებამდე ირიცხებოდნენ! გაგრძელება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
0 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
0 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
2 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
0 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
0 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
10 კომენტარი