"გურამმა თმები მდინარესთან შეიღება, მე წვერები ტყეში შევიჭერი და ჯიბეში ვინახავდი" - საუკუნის გაქცევის სკანდალური დეტალები
font-large font-small
"გურამმა თმები მდინარესთან შეიღება, მე წვერები ტყეში შევიჭერი და ჯიბეში ვინახავდი" - საუკუნის გაქცევის სკანდალური დეტალები
"უნდა გენახათ პატარა ბიჭივით როგორ დახტოდა 200-კილოიანი კაცი"
გისოსებს მიღმა მყოფები თავისუფლებაზე მუდმივად ოცნებობენ, თუმცა ყველამ იცის, რომ ადვილი არ არის თავის დაღწევა რამდენჯერმე ჩარაზული რკინის კარიდან...

შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ციხეებიდან პატიმრები გაქცევას სხვადასხვა გზით მაინც ახერხებდნენ.

ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო ორთაჭალაში იყო, იქ შესვლამდე რამდენიმე რკინის კარი უნდა გაგევლო, შემოწმების შემდეგ ეზოში ხვდებოდი, სადაც პატიმრების კორპუსი იდგა, იქ პატიმრები მკურნალობდნენ. მათთვის საგანგებოდ იყო შემოღობილი პატარა ეზო, სადაც ეკლესიაც იდგა, ლოცულობდნენ და დღისით ეზოში სეირნობის უფლებაც ჰქონდათ. დაწესებულების მთელ პერიმეტრზე, ბეტონის სქელ კედლებზე, ზევიდან ეკლიანი მავთული იყო შემოვლებული და ყველა კუთხეში, კოშკურებზე იარაღმომარჯვებული გუშაგები მუდმივად მორიგეობდნენ, მათ მთელი პერიმეტრი უნდა ეკონტროლებინათ, თუმცა ამ ბარიერების მიუხედავად, ე.წ რეზბალნიციდან 2000 წლის 2 ოქტომბერს, სკანდალური გაქცევა მოხდა.

ციხიდან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, სამუდამოპატიმრობა მისჯილი ვახტანგ (ლოთი) ქობალია და მათი თანამოაზრეები, სულ 12 ადამიანი გაიქცა.

დაწესებულებაში განგაში დილის 12 საათზე ატყდა, როცა აღმოაჩინეს, რომ 12 ადამიანი დაწესებულებაში აღარ იყო და იქ გათხრილი გვირაბიც იპოვეს. ყველას უკვირდა, გურამ აბსანძის აღნაგობის ადამიანმა იმ გვირაბიდან გასვლა როგორ მოახერხა, მაგრამ ფაქტი რეალური იყო. მთელი ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები შეუდგნენ გაქცეულების ძებნას.

გზები ყველა მიმართულებით გადაიკეტა. მალე ხმა დაირხა, რომ მათ რაჭაში ეძებდნენ. მაშინ მეც მივლინებით გავეშურე რაჭაში, მეტი ინფორმაცია რომ მომეპოვებინა. პირველად ვიყავი ამ კუთხეში, ტრანსპორტში ყველა ამ გაქცევაზე საუბრობდა. ამბროლაურში ჩასულმა პირველად პოლიციას მივაკითხე, იმ იმედით, რომ მეტ ინფორმაციას შევიტყობდი, პოლიციის უფროსის კაბინეტში გენერალი გია შერვაშიძე დამხვდა, რომელიც შს სამინისტროდან სპეციალურად მივლინებული იყო, თავის კოლეგებთან ერთად. არ ესიამოვნა ჟურნალისტის დანახვა და ამბროლაურის პოლიციის უფროსს ჩემთან საუბრის საშუალება არ მისცა. პოლიციის შენობიდან ხელმოცარული გამოვედი, უკვე ღამდებოდა, რაჭის მოსახლეობა შეშინებული იყო, აბსოლუტურად ყველა ოჯახს ჩხრეკდნენ. ყველგან ნიღბიანი სპეცრაზმელები იყვნენ ჩასაფრებულები, ამიტომ ჟურნალისტთან ურთიერთობას ხალხი გაურბოდა.

არც სასტუმრო იყო მაშინ ამბროლაურში, ვხედავდი ქუჩაში ვრჩებოდი, ნაცნობთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ერთ ოჯახში მივედი და გამიმართლა, აღმოჩნდა, რომ გაქცეული პატიმრები სწორედ იმ სახლში რამდენიმე საათით მისულიყვნენ, ოჯახის დიასახლისს მათთვის დასვრილი ტანსაცმელიც კი გაერეცხა, თავიანთი თავგადასავლის მოყოლაც მოესწროთ და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაადგილებაც. (გაგრძელება)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი