სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
font-large font-small
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
საქართველო-სომხეთის ერთთვიან ომზე არაერთხელ დაწერილა და ალბათ კიდევ ბევრჯერ დაიწერება.
ამ ომში სხვებთან ერთად ხაშურის გვარდიაც იბრძოდა, რომლის წევრებმაც ტრაგიკულად დაასრულეს სიცოცხლე. ამ ამბავს ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველი, ისტორიკოსი თამაზ ლაცაბიძე იხსენებს:

- ხაშურის გვარდია 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოულუციის შემდეგ შეიქმნა და მოქმედებდა არა მარტო ხაშურში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მათი დახმარებით აღდგა წესრიგი ხაშურ-ბორჯომის რკინიგზაზე. იმდროინდელი პრესა წერდა: "დღეს გულისამრევი სურათები აღარ ხდება რკინიგზაზე".

"ახალციხელების მოწოდებისას ყველაზე უწინ ხაშურის გვარდია გაემგზავრა დასახმარებლად. ისინი ჩავიდნენ თუ არა ბორჯომის რაიონში, ახალციხეში წესიერება აღდგა, რადგან ამ ძალას ანგარიში გაუწიეს თათრებმა და მაშინვე სამშვიდობო მოლპარაკებას შეუდგნენ. გვარდიელებს ბორჯომს იქით არც დასჭირვებიათ წასვლა, მაგრამ მათი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ რამდენიმე დღეში ახალციხეში სასურველი სიწყნარე ჩამოვარდა".

ხაშურის გვარდიამ სახელი სიმამაცის წყალობით გაითქვა. გარდა ზემოთ აღნიშნული ქალაქებისა, მათ დახმარება გაუწიეს თბილისსა და ქუთაისსაც, მაგრამ როგორც ჩანს, გვარდიის საქციელი ყოველთვის არ იდგა სათანდო სიმაღლეზე. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის იყო, რომ იგი ნებაყოფლობით გაერთიანებას წარმოადგენდა, რაც დისციპლინის შესუსტების მიზეზი იყო. ეს კი თავის მხრივ, გარკვეულ წინააღმდეგობებს ქმნიდა, თავად გვარდიასა და მის ხელმძღვანელებს შორის.

GzaPress- მას შემდეგ, რაც 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხაშურის გვარდია თუ იბრძოდა ქართული არმიის რიგებში?
- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921 წწ.) ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სახალხო გვარდია და მისი ერთი ნაწილი - ხაშურის გვარდიაც. 9 დეკემბერს სომხეთის შეიარღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვრები და ბორჩალოს მაზრაში დაიწყეს საომარი მოქმედება. ომის პირველსავე დღეებში ხაშურელთა გვარდია, სამტერედიის სახალხო გვარდიის ქვედანაყოფებთან ერთად ჩაება საბრძოლო ოპერაციებში. სახელდახელოდ გამართულ სახალხო კრებაზე მიღებულ რეზოლუციაში დაგმეს სომხეთის მიერ საზღვრების უკანონოდ გადმოლახვა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ რეზოლუციას ხელს აწერდნენ ადგილობრივი სომხებიც.

- ამ ომში დაიღუპნენ ხაშურის გვარდიის წევრები...
- 31 დეკემბერს "ერთობის" პირველ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება: "ხაშურის ორგანიზაცია "სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტია" დამწუხრებული აუწყებს ამხანაგებს, რომ 26 დეკემბერს, სომხებთან შეტაკების დროს, შულავერთან გამართულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ ხაშურის მკვიდრნი - ლეონტი მეტრეველი და ალექსანდრე სირაძე".

1919 წლის 5 თებერვალს გაზეთმა "ერთობამ" გამოაქვეყნა საქ. სდმპ ხაშურის ორგანიზაციის განცხადება: "სომხებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული ხშურის რაიონის მკვიდრნი დაკრძალული იქნენ ქ. ხაშურში, ძმათა სასაფლაოზე. ხუთშაბათს, 6 თებერვალს გადახდილი იქნება სამოქალაქო პანაშვიდი". გაზეთის ამავე ნომერში არის გარდაცვლილი გვარდიელების სრული ჩამონათვალი.

- როგორც ცნობილია, გვარდია ხშირად არ ემორჩილებოდა ბრძანებებს, რაც არეულობას იწვევდა ხოლმე.
- სახალხო გვარდია, რომლის შემადგენლობაშიც იბრძოდნენ ხაშურელი გვარდიელები, ბრძოლის ველზე მხედრული სიმამაცისა და გმირობის მაგალითებს იძელოდა, მაგრამ მათი ქმედება, როგორც წესი, უსისტემო და არაორგანიზებული იყო. სახალხო გვარდიის ქვედანაყოფმა, რომელსაც გენერალ-მაიორი ქრისტეფორე ჩხეტიანი ხელმძღვანელობდა, ფრონტის ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება: 25 დეკემბერს დაეწყო შეტევა მტრის მიერ დაკავებული, სტრატეგიული სიმაღლეების ხელში ჩასაგდებად, რითაც გაიხსნებოდა შულავერისკენ მიმავალი გზა და სხვა ქართულ ნაწილებს მიეცემოდათ საშუალება, გაეშალათ საბრძოლო მოქმედება, შულავერის დასაკავებლად. გიორგი კვინიტაძე იგონებს: "25-ში ჩვენებმა შემოუარეს სომხეთის ფლანგებს და შულავერის თავზე აიღეს უმნიშვნელოვანესი მაღლობები. აღებული მაღლობები გენერალ ჩხეტიანის სამტრედიის გვარდიამ (რომლის შემადგენლობაშიც იყო ხაშურის გვარდია) დატოვა ღამით. 26-ში გვარდიამ ხელახლა აიღო მაღლობი და ალაფის სახით 2 ტყვიამფრქვევიც ჩაიგდო ხელში, მაგრამ ღამით ისევ დატოვა პოზიციები". მკვლევარი არჩილ ჩაჩხიანი ამასთან დაკავშირებით წერს: "სამტრედიისა და ხაშურის გვარდიის მიერ სტრატეგიული სიმაღლეების აღება, მართლაც გმირობის ტოლფასი იყო, რადგან ეს იყო ურთულესი ამოცანა, ხოლო მათ მიერ ამავე სიმაღლის დატოვების მიზეზი გამაოგნებელია - ღამის სიცივისგან თავის დასაცავად და ჩაის დასალევად, რაზმი დისლოკაციის ადგილზე, სოფელ სარაჩლოში დაბრუნდა.

- როგორ დაიღუპნენ გვარდიელები?
- გაზეთმა "სახალხო საქმემ", ამ ფაქტთან დაკავშირებით 1919 წლის 14 იანვარს შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა: "26 დეკემბერს ჩვენებს საგრძნობი მარცხი მოუვიდათ, გათენებისას ბურუსიან ამინდში ხაშურისა და სამტრედიის სახალხო გვარდიამ პირდაპირი შეტევით გასწია მაღლობებისკენ და განიზრახა ამ მაღლობების გაწმენდა. სომხები, რომელთა უმეტესობა ქართველებთან ერთად იყვნენ ნაცხოვრები და ქართულად გამართულად საუბრობდნენ, თავისებური ხერხით დახვდნენ. ქართულად გადმოსძახეს: - კაცო, თქვენები ვართ, არ გვესროლოთო. თანაც, საფარში გამაგრებულები ახლოს უშვებდნენ ქართულ გვარდიას. ამის შედეგად 55 კაცი დაიჭრეს, ხოლო ათეული ადამიანი მოგვიკლეს". გვარდილების ასეთმა მიამიტურმა საქციელმა არა მარტო დიდი მსხვერპლი გამოიწვია, არამედ დაკარგა ძვირფასი დროც, რამაც სხვა ქართული შენაერთების შეფერხება გამოიწვია.

- გენერალიტეტმა ასეთ უდისციპლინობაზე არავითარი ზომები არ მიიღო?
- გიორგი კვინიტაძე წერს: "გენერალმა ჩაჩხიანმა მოგვახსენა, სამტრედიელებმა ისევ მიატოვეს პოზიციები და უკან ჩამობრუნდნენ, მე კი გთხოვთ გამიწვიოთ, რადგან არ მსურს ასეთი უდისციპლინო ნაწილის მეთაურობა". საბოლოოდ, გენერალმა მაზნიაშვილმა გადაწყვიტა, თვითონვე გასძღოლოდა სამტრედიისა და ხაშურის გვარდიის ქვედანაყოფს და გაერღვია სომხური პოზიციები, მაგრამ საუბედუროდ, წარუმატებლად. გვარდიას სრულიად შიშველ ადგილას მოუსწრო შეტევამ, არტილერიას კი ნისლი უშლიდა ხელს, რათა მიზანში ზუსტად ესროლა. ამიტომ ამ შეტევას რაიმე არსებითი შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა, 25-27 დეკემბრის ბრძოლებმა ქართულ მხარეს საშუალება მისცა, აღეკვეთა სომხური სამხედრო ნაწილების წინსვლა და გადასულიყო შეტევაზე.

- რამდენადაც ცნობილია, ხაშურში ჩამოსვენებულ გვარდილებს საზოგადოებამ დიდი პატივი მიაგო.
- დიახ, მართლაც ხაშურის რაიონის და არა მარტო ამ რაიონის თითქმის ყველა მცხოვრებმა სათანადო პატივი მიაგო გარდაცვლილებს. მათ დაკრძალვას დაესწრნენ იმდროინდელი ხელისუფლების უმაღლესი პირები. დაკრძალვის მასშტაბურობაზე იმდროინდელი ქართული პრესა ბევრს წერდა. გვარდიელების ნაწილი გორათის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, ნაწილი კი - თავის სოფლებში. ჩვენს დრომდე მოაღწია და სოფელ ქვიშხეთში ქაშვეთის ეკლესიაში ინახებოდა კოდიწყაროელი გვარდიელების დაკრძალვაზე მიტანილი გვირგვინი. საერთო ჯამში, ხაშურის გვარდიის ბრძოლა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, რადგან მათ შეუპოვრობისა და გმირობის მაგალითი მისცეს მომავალ თაობებს.

ეს მხოლოდ მონაკვეთია ამ მცირე ომისა, მაგრამ ამ პატარა მონაკვეთშიც კარგად ჩანს ქართული ხასიათი: მიამიტობა და დაუდევრობა, რომელმაც სავალალო შედეგი მოიტანა.
ლადო გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (16)
17.11.2016
სომხების ნდობა როგორ შეიძლება?! მოღალატე და გამყიდველი ხალხია!
ლიახვისპირელი
17.11.2016
ასევე ერეკლეს სპარსელებთან ბრძოლის დროს,მეგზურები სომხები ყავდატ
ალეკსანდრე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი