რუსეთის უკანასკნელი გვირგვინოსნები საქართველოში გარდაიცვალნენ?
font-large font-small
რუსეთის უკანასკნელი გვირგვინოსნები საქართველოში გარდაიცვალნენ?

ეს ყველაფერი მე პარასკევა მარკოვამ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე გამანდო



რუსეთის იმპერიის უკანასკნელი გვირგვინოსნის, ნიკოლოზ II-სა და მისი ოჯახის აღსასრულის თაობაზე რუსეთშიც და სხვა ქვეყნებშიც უამრავი რამ დაიწერა, იწერება და კვლავაც დაიწერება. ოფიციალური ვერსია კი, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ასეთია: 1918 წლის 16 ივლისს, 23:30 სააათზე, ეკატერინბურგში, ვოზნესენსკის შესახვევში მდებარე, სამთო ინჟინერ იპატიევის ყოფილ სახლში, რომელიც იმხანად უკვე წითელი "აღმასკომის" საკუთრება გახლდათ, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი, ნიკოლოზ II, მისი ოჯახის ყველა წევრი - დედოფალი ალექსანდრა ჰესენელი, შვილები: ოლგა, ტატიანა, მარია, ანასტასია, ალექსეი; ასევე, პირადი ექიმი, სერგეი ბოტკინი და სამი მსახური - მზარეული ივანე ხარიტონოვი, კამერდინერი ალექსეი ტრუპპი, მოახლე ანა დემიდოვა - კომისარ იაკობ იუროვსკის მეთაურობით, "ჩეკას" საგანგებო რაზმმა დახვრიტა.

საინტერესოა, რომ ამ რაზმის წევრები სამხედრო ტყვეები - ავსტრია-უნგრეთის არმიის ყოფილი მებრძოლები, ლაიოშ ჰორვატი, ანზელმ ფიშერი, ისიდორ ედელშტეინი, ემილ ფეკეტე, იმრე ნადი, ვიქტორ გრინფელდი და ანდრაშ ვარგაზი იყვნენ. მათგან არც ერთი რუსეთის გვირგვინოსანს სახით არ იცნობდა და არც რუსულად ლაპარაკობდა. კომისარი იუროვსკი მათ ბრძანებებს გერმანულ ენაზე აძლევდა. რა თქმა უნდა, "ჩეკას" მესვეურებს ეშინოდათ, რომ რუსი ჯარისკაცები მეფეს სროლას ვერ გაუბედავდნენ და უცხოელები, თანაც, მტრის არმიის მებრძოლები ამიტომ შეარჩიეს. სხვათა შორის, რაზმის ერთ-ერთი წევრი, იმრე ნადი, შემდგომში უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას ხელმძღვანელობდა და 1956 წლის ცნობილი ანტისაბჭოთა აჯანყების მეთაურიც იყო.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ტყვეების რაზმთან ერთად, იპატიევის ყოფილ სახლში ასევე საოლქო კომისრები, ვაგანოვი, კაბანოვი და მედვედევი იმყოფებოდნენ, რომლებიც დახვრეტიდან რამდენიმე დღის შემდეგ უკვალოდ გაქრნენ. ზოგი მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ რაზმის წევრთა სია იაკობ იუროვსკის მიერაა გაყალბებული და სინამდვილეში, რომანოვები ლატვიელმა მსროლელებმა დახვრიტეს; თავად იუროვსკი, ვისაც ამ ვერსიის უარყოფა ან დადასტურება შეეძლო, 1937 წლის ცნობილ რეპრესიებს ემსხვერპლა და კოლიმის ერთ-ერთ ბანაკში, კუჭის წყლულით გამოწვეული გართულების გამო გარდაიცვალა.

GzaPress

გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან უცხოურ მასმედიაში ხშირად ჩნდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ რუსეთის სამეფო ოჯახის ზოგიერთი წევრი, მაგალითად, პრინცესა ანასტასია ან უფლისწული ალექსეი ბოლშევიკთა რისხვას გადაურჩა, საზღვარგარეთ გაპარვაც მოახერხა და იქ ინკოგნიტოდ ცხოვრობდა. თავად რუსეთში ამგვარი ინფორმაციები საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ გახშირდა და ისტორიკოსებს გვარიანადაც აუბნია თავგზა.
ჩემს სტატიას - "რომანოვთა განძეულის საიდუმლო საქმე" - მალევე მოჰყვა საკმაოდ სენსაციური გამოხმაურება: რედაქციაში გვეწვივნენ დები, ნათელა და ლეილა სონიშვილები, რომელთა მტკიცებით, რუსეთის სამეფო ოჯახი ბოლშევიკებს არ დაუხვრეტიათ. მეფე-დედოფალმა და მათმა შვილებმა რევოლუციის შემდეგ საქართველოში ინკოგნიტოდ ჩამოსვლა მოახერხეს, აქ დასახლდნენ და აღესრულნენ კიდევაც. აღსანიშნავია, რომ მათ მოგვიტანეს რომანოვთა სულიერი მოძღვრის - წმ. იოანე კრონშტადტელის აქამდე უცნობი ფოტო, რომლის ნამდვილობაც ეჭვს არ იწვევს. ფოტოს ზედვე აქვს რუსეთის უკანასკნელი დედოფლისადმი მიძღვნილი სამახსოვრო წარწერა, რომელიც შესრულებულია რუსულად, ორთოგრაფიის ძველი (რევოლუციამდელი) წესების დაცვით.
ქალბატონ ლეილა სონიშვილის ნაამბობმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩვენც რომანოვების თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდით; კარგად გვესმის, რომ ზოგიერთი ფაქტი, რომელზეც ქალბატონმა ლეილამ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა, შესაძლოა, ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერდეს, ამიტომ ყველაფერს მკითხველთა სამსჯავროს ვანდობთ და სიტყვას რესპოდენტს გადავცემთ.

ლეილა სონიშვილი:

- 1946 წელს, რუსეთიდან საქართველოში, თბილისში ჩამოვიდა რუსი გოგონა, პარასკევა მარკოვა. ის იმთავითვე მორწმუნე იყო და წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიაში დაიწყო სიარული, სადაც მაშინ დეკანოზი, მამა გიორგი მსახურობდა. სწორედ მისი მორჩილი გამხდარა და მერე თავად მიამბობდა - რასაც დამავალებდა, ყველაფერს უსიტყვოდ ვასრულებდიო; მამა გიორგის ერთხელ უთქვამს: ჩემს ახლობელ მოხუც ქალს მომვლელი სჭირდება და ხომ არ შეგიძლია, რომ ეს სამადლო საქმე შენ იტვირთოო? მამა გიორგი თვითონ ნაძალადევში ცხოვრობდა და პარასკევა მარკოვას თქმით, შეკედლებული ჰყავდა რუსეთის უკანასკნელი დედოფალი, ალექსანდრა, რომელიც მოძღვრის სახლის ეზოში აგებულ პატარა ქოხში ცხოვრობდა.
- ნიკოლოზ II-ის მეუღლე, ალექსანდრა ჰესენელი?!
- დიახ, ოღონდ ცხადია, არავინ იცოდა, სინამდვილეში ვინ იყო იგი. როგორც პარასკევამ მითხრა, მამა გიორგი არავის უმხელდა ამ ამბავს; მის ცოლსაც კი არ სცოდნია, თუ ვინ ჰყავდათ შეფარებული და ეგონა, რომ გოგონა მოძღვარს თავისი ოჯახის დამხმარედ ჰყავდა მოწვეული. პარასკევა მიამბობდა: როცა მამა გიორგის ცოლი ალექსანდრასთან შესვლისას თვალს მომკრავდა, ხშირად მიყვიროდა, მანდ რა გინდა, მე მომეხმარეო. მამა გიორგიმ ალექსანდრას ვინაობა პარასკევას მხოლოდ მოგვიანებით გაუმხილა - როცა დარწმუნდა, რომ გოგონას ნდობა შეიძლებოდა. აი, ეს სურათები პარასკევას დედოფალმა უსახსოვრა (მაჩვენებს სურათებს); ორივეზე რომანოვების სულიერი მოძღვარი, წმიდა იოანე კრონშტადტელია გამოსახული და, როგორც ხედავთ, სამახსოვრო წარწერაც კი აქვს.
- დიახ, ეს მართლაც წმიდა იოანე კრონშტადტელის ფოტოებია... როგორც თქვენი მონათხრობიდან ჩანს, იმის თქმა გსურთ, რომ 1918 წელს მეფის ოჯახი არ დაუხვრეტიათ?
- რასაკვირველია, არ დაუხვრეტიათ! პარასკევა მარკოვა ისეთი მორწმუნე იყო, რომ ტყუილს არ იტყოდა... მე ამ ადამიანს 13 წლის განმავლობაში ვუვლიდი და ძალიან კარგად ვიცნობდი. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ რასაც ამბობდა, ყველაფერი მართალია. თვით ნიკოლოზ II, პარასკევას თქმით, საქართველოში ცხოვრობდა, ოღონდ სოხუმში, სადაც "სტარჩიკ მიხაილის" სახელით იყო ცნობილი და მგონი, ბერადაც კი იყო აღკვეცილი. ქალიშვილები თბილისში იყვნენ, თუმცა სახელები შეცვლილი ჰქონდათ - ლიუბოვ, ნადეჟდა და ვერა. ეს ყველაფერი მე პარასკევა მარკოვამ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე გამანდო. ადრე იმიტომ არ ვამბობდი, რომ საიდუმლოს გამხელა ცოდვაში ჩამეთვლებოდაო.

GzaPress

- ისიც ხომ არ უთქვამს, როგორ მოხვდა ნიკოლოზ II სოხუმში?
- ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. დედოფალ ალექსანდრას პარასკევა მარკოვასთვის ერთხელ უთქვამს, საქართველოში იმიტომ ჩამოვედით, რომ თქვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრიაო. სოხუმში ნიკოლოზ II ანუ "სტარჩიკ მიხაილი" ცხადია, ინკოგნიტოდ, მორჩილ ქალთან, შურასთან ერთად ცხოვრობდა...
- წეღან ახსენეთ, ნიკოლოზ II-ის გოგონები თბილისში ცხოვრობდნენო... მის სხვა შვილებზე პარასკევა მარკოვას არაფერი სმენოდა?
- გოგონების გარდა, მეფე-დედოფალს ბიჭიც ჰყავდა, სახელად ალექსანდრე (უფლისწული ალექსეი - ავტ.); ის მოსკოვში იყო და თბილისში არ ჩამოდიოდა ხოლმეო - მიყვებოდა პარასკევა მარკოვა. დედოფალი ალექსანდრა რომ გარდაიცვალა, პარასკევამ და მამა გიორგიმ წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მაშინ ჩამოსულა მოსკოვიდან უფლისწული ალექსანდრე; მას თურმე, ფეხი სტკიოდა და ჯოხით დადიოდა. ალექსანდრეს დედა დაუტირებია და პარასკევასათვის წითელი თუმნიანი უჩუქებია, ლოცვებში მოიხსენიეთ და ხანდახან სანთლები დაუნთეთო. პარასკევას შეუთავაზებია, თუ გინდა, ჩემთან დარჩიო, მაგრამ უფლისწულს უარი უთქვამს: ჩემი აქ ყოფნა საშიშიაო და ისევ მოსკოვში გაბრუნებულა.

- ხომ არ იცით, პეტრე-პავლეს ეკლესიის ეზოში, სახელდობრ რა ადგილასაა დედოფალ ალექსანდრას საფლავი?
- პარასკევა მარკოვას თქმით, დედოფალი ალექსანდრა დასაფლავებულია წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიის წინა ეზოში; კერძოდ, ეკლესიამდე მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. პატარა, მოკრძალებული საფლავი გავუკეთეთო, მიყვებოდა მერე პარასკევა. მისგანვე გამიგონია, რომ საფლავის ღობე თავისი ხელით ცისფრად შეუღებავს.
- ვიდრე დედოფალი ცოცხალი იყო, თბილისში მცხოვრები გოგონები არ აკითხავდნენ?
- როგორ არა, ხშირად აკითხავდნენო, ჰყვებოდა პარასკევა; თუმცა, მას ასეთ დროს დედოფლის შეწუხება ერიდებოდა. როგორც გითხარით, დიდად მორწმუნე ადამიანი იყო და ზედმეტ ცნობისმოყვარეობას არ იჩენდა: არასოდეს მიკითხავს, სად ცხოვრობდნენ მისი გოგონები, ვიცოდი მხოლოდ ის, რომ აქვე, თბილისში იყვნენო.

GzaPress

- ამ პარასკევა მარკოვას კი, მოხუცებულობის ჟამს, თქვენ უვლიდით?
- დიახ. როცა მოხუცდა, პარასკევამ წმ. ბარბარეს ეკლესიაში დაიწყო სიარული, სადაც დედაჩემი მუშაობდა. ის 17 წლის განმავლობაში იკონომოსის მოვალეობას ასრულებდა. სწორედ მას სთხოვა პარასკევამ, მომვლელი მჭირდება და იქნებ ვინმე ახალგაზრდა გოგონა მომინახოო. დედამ მასთან მე გამგზავნა და მას მერე, სიკვდილამდე, სულ მე ვუვლიდი. პარასკევა მარკოვა ხუთი წლის წინ, 2005 წელში გარდაიცვალა. ყველაფერი, რაც მე რომანოვების ოჯახის შესახებ ვიცი, როგორც გითხარით, მისი ნაამბობია. რა თქმა უნდა, ეს ამბები ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ თუ ჩავეძიებოდი, პარასკევას ლაპარაკის ხალისი ეკარგებოდა:
- Хватит! - მეტყოდა და ხელს ამიქნევდა ხოლმე...

- თქვენ გარდა, პარასკევას სამეფო ოჯახის ამბები სხვისთვის არ უამბნია?
- სანამ გარდაიცვლებოდა, პარასკევა მოძღვართანაც იყო, რათა საიდუმლოს გაცემის ცოდვა მოენანიებინა. აღსარების მოსმენის მერე, მოძღვარს დაუმშვიდებია, რომანოვთა წინაშე შენ ცოდვა არ მიგიძღვისო.
- იმ მოძღვარის გვარი ხომ არ იცით, ვინც დედოფალი შეიკედლა?
- სამწუხაროდ - არა... ვიცი მხოლოდ ის, რომ დეკანოზი იყო, წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიაში მსახურობდა და ნაძალადევში ცხოვრობდა. აი, სურათზე წარწერაცაა (მაჩვენებს სურათს, რომლის მეორე მხარეზე რუსულად წერია: დეკანოზი გიორგი), საიდანაც მტკიცდება, რომ მამა გიორგის დეკანოზის ხარისხი ჰქონდა... შესაძლოა, იგი წმ. პეტრე-პავლეს ტაძრის მრევლის ზოგიერთ მოხუც წევრს ახსოვდეს კიდეც; მეტს, სამწუხაროდ, მის შესახებ ვერაფერს გეტყვით.
- დავუბრუნდეთ სოხუმში ბერად აღკვეცილ ნიკოლოზ II-ს. პარასკევამ მისი ბერული ცხოვრების დეტალების, ან გარდაცვალების შესახებაც იცოდა რამე?
- მხოლოდ ის მიამბო, რომ ნიკოლოზ II ზამთარში გარდაცვლილა. მორჩილმა შურამ მისი ცხედარი ხალიჩაში გაახვია, ზემოდან ფიჩხი და ფოთლები დააყარა და შუაღამისას, ციგით წაასვენა სასაფლაოზე. მეფის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ პარასკევამ აღარაფერი იცოდა; მისივე თქმით, დედოფალ ალექსანდრას ადრე სხვა მომვლელიც ჰყოლია, ვინმე ანუშკა, რომელიც შემდეგ გარდაცვლილა. პარასკევა ამბობდა ხოლმე, იმან ჩემზე უფრო მეტი იცოდა რომანოვების შესახებ, რადგანაც საქართველოში ჩამოსვლამდეც და მის მერეც, კარგა ხანს, დედოფალს ერთგულად ემსახურებოდაო. გარდა ამისა, როგორც გითხარით, პარასკევა ძალიან სიტყვაძვირი ქალი იყო და მხოლოდ იმას ჰყვებოდა, რაც თვითონ მოესურვებოდა, რადგან ეშინოდა, საიდუმლოს გათქმა ცოდვაში არ ჩამეთვალოსო.

- კავკასიის მთებში ჩამარხულ რომანოვთა განძზე, ან მეფის ოჯახის სხვა წევრებზე - მაგალითად, მის ძმაზე - დიდ თავად მიხაილზე, ანდა შვილზე - ანასტასიაზე, ხომ არ სმენოდა რამე?
- არა, არც განძეულის და არც დიდი თავადის თაობაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს. როგორც გითხარით, პარასკევა მხოლოდ მეფის სამი გოგონას იცნობდა - ლიუბოვს, ნადეჟდას და ვერას. მას ანასტასია არასოდეს უხსენებია. სხვათა შორის, იმასაც ამბობდა, რომ დედოფალს ნიკოლოზ II-ც აკითხავდა ხოლმე - რა თქმა უნდა, ისე ხშირად არა, როგორც შვილები, მაგრამ მაინც ნახულობდა.

GzaPress

- ქალბატონო ლილი, ძალიან საინტერესო დეტალებზე საუბრობთ. როგორც ოფიციალურადაა ცნობილი, ნიკოლოზ II, დედოფალი ალექსანდრა, მათი შვილები, პირადი ექიმი და მსახურები 1918 წელს, ეკატერინბურგში დახვრიტეს; თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლშევიკებმა სამეფო ოჯახის დახვრეტის საქმე იმთავითვე მკაცრად გაასაიდუმლოეს... თქვენი აზრით, სინამდვილეში ვინ უნდა დაეხვრიტათ?
- ნამდვილად ვერ გეტყვით; თუმცაღა, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ მე დარწმუნებული ვარ, პარასკევა მარკოვა არ ტყუოდა, რადგან დიდად მორწმუნე იყო და ცდილობდა, ქრისტიანულად ეცხოვრა. წმ. ბარბარეს ეკლესიაში, 5 დეკემბრის ქუჩაზე რომ მდებარეობს, ეს ქალბატონი დღესაც კარგად ეხსომებათ, რადგან როცა გარდაიცვალა, მისივე ანდერძის თანახმად, იქაურმა მონაზვნებმა მთელი ღამე ფსალმუნები უკითხეს...
- ასეა თუ ისე, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. საქმე ისაა, რომ რომანოვთა დინასტიასთან დაკავშირებით, ბევრი რამ დღესაც უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთშიც და სხვა ქვეყნებშიც ისტორიკოსები გამოწვლილვით იკვლევენ მათ ცხოვრებას. ვიმედოვნებ, რომ თქვენს ინტერვიუს მალე მოჰყვება გამოხმაურება და შესაძლოა, ამ თემაზე კიდევ რამე შევიტყოთ.









მიხეილ ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
09.12.2014
ნიკოლოს მეორე რომ სოხუმში ცხოვრობდა და მეეზოვედ მუშაობდა,ამის შესახებ ქართულ პრესაში წამიკითხავს რამდენიმე წლის წინათ.თუმცა საეჭვოა,რადგან ეკატერინობურგის მახლობლად ტყეში მათი საფლავები აღმოაჩინეს დნკ-ას ანალიზიც ჩაუტარეს და დაამტკიცეს რომანოვებთან იდენტურობა.
ჯ.ჩ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი