რომის პაპი საქართველოს ეწვევა - საინტერესო ფაქტები ფრანცისკეს შესახებ
font-large font-small
რომის პაპი საქართველოს ეწვევა - საინტერესო ფაქტები ფრანცისკეს შესახებ
პაპმა მოწვევა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო. საქართველოს რომის პაპი ფრანცისკე სექტემბრის ბოლოს ეწვევა. რომის პაპმა მოწვევა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო.

რომის 266-ე პაპის არჩევნებში 48 ქვეყნიდან 115 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 28 კარდინალი იტალიას ჰყავდა, 11 კი – აშშ-ს.

ხორხე მარიო ბერგოლიო არგენტინაში 1936 წელს დაიბადა. მისი მამა რკინიგზის მუშაკი იყო იტალიიდან.
1969 წლის 13 დეკემბერს ხორხე მარიო ბერგოლიო არქიეპისკოპოსმა რამონ ხოსე კასტელიანომ აღკვეცა ბერ–მონაზვნად.
1998 წლის 28 თებერვალს კარდინალ ანტონიო კარასინოს მემკვიდრედ დასახელდა. სტატუსი ოფიციალურად 2001 წლის 21 თებერვალს, ვატიკანში, პაპმა იოანე პავლე II-მ უბოძა.

რომის პაპი საუბრობს ესპანურ და იტალიურ ენებზე. პაპის არჩევნებზე 2005 წელს, ხორხე ბერგოლიო ბენედიქტ მეთექვსმეტეს კონკურენტი იყო. ფრანცისი არის პირველი არაევროპული პაპი რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში.
GzaPress(რომის პაპმა ატირებული პატარა დაამშვიდა)

რომის პაპ ფრანცისკეზე დასავლური მედია ხშირად წერს, რომ ის არის მეგობრული (იხ. რომის პაპის გულთბილი ჩახუტება მძიმედ დაავადებულ მამაკაცთან) , მხიარული და აქვს იუმორი.

აღსანიშნავია, რომ პაპის ხუმრობები და მრევლთან განსაკუთრებული დამოკიდებულება არაერთხელ გავრცელდა ვირუსულად სხვადსხვა ინტერნეტსაიტებზე. (იხ. რომის პაპთან ერთად, მესა პატარა ბიჭმა "ჩაატარა")

ერთერთ შეხვედრაზე პაპის სიდედრზე ხუმრობამ საზოგადოება აღაფრთოვანა. პაპმა ფრანცისკემ ფილადელფიაში მის სანახავად შეკრებილი ხალხი გაამხიარულა ფრაზით: "ოჯახები, კამათი... ზოგჯერ თეფშები იწყებენ ფრენას და ბავშვები თავის ტკივილს იწვევენ. საერთოდ ჯობს არაფერი ვთქვა სიდედრების შესახებ..." - იხუმრა პაპმა.
GzaPress(პაპის განცახდებით ცხოველები სამოთხეში ხვდებიან)
ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე პაპის ირგვლივ კიდევ ერთი კურიოზული ისტორია გავრცელდა. ამერიკის კონგრესში პენსილვანიის შტატის პალატის წევრმა რომის პაპის გამოსვლის შემდეგ მისი დატოვებული ჭიქა წყალი მოიპარა. ბობ ბრედიმ ტრიბუნიდან კაბინეტში წაიღო პაპის მიერ ნახევრად დალეული წყალი.

კაბინეტში ბრედიმ, მისმა მეუღლემ და ორმა თანამშრომელმა თითო ყლუპი მოსვეს პაპის ჭიქიდან და ეს ფაქტი სამახსოვროდ გადაიღეს. დარჩენილი წყალი კონგრესმენმა ბოთლში გადაასხა და საშვილიშვილოდ შეინახა.

რომის პაპი ფრანცისი პირველია, რომელმაც ოფიციალურად მისცა მღვდლებს უფლება, აბორტის ცოდვა მიუტევონ ქალებს, რომლებიც ჩადენილს ინანიებენ. 78 წლის პაპმა თავის გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ წირვების დროს ბევრ ქალს შეხვდა, რომელსაც გულზე ჭრილობად ჰქონდა ეს მტკივნეული გადაწყვეტილება. აქამდე აბორტის ცოდვა, რომელსაც ეკლესია მკვლელობასთან აიგივებს მხოლოდ ეპარქიულ ეპისკოპოსებს შეეძლოთ მიეტევებინათ.
GzaPress(პაპის ჩახუტება მძიმედ დაავადებულ მამაკაცთან)

ფრანცისი ყოველთვის გულახდილობით გამოირჩევა. პაპმა განაცხადა, რომ სტუდენტობის პერიოდში ღამის კლუბში დაცვაში მუშაობდა და ე.წ. "ფეის-კონტროლიორი" იყო. ფრანცისკი წესრიგის დამრღვევ სტუმრებს ბარიდან ქუჩაში ისტუმრებდა; მოგვიანებით ლიტერატურითა და ფსიქოლოგიით დაინტერესდა და გააცნობიერა, როგორ დააბრუნოს ხალხი ეკლესიაში. (რომის პაპი ინსტაგრამს "იპყრობს" )GzaPress

დასავლურ გამოცემებში წერენ, რომ ფრანცისკი ყოველ ღამე ქუჩაში შენიღბული გადის და მათხოვრებს ეხმარება.

ნანა ჩხაიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

"ვიწვით, შესაძლოა, ეს დასასრულია, მშვიდობით", - ეს არის უკანასკნელი მესიჯი 13 წლის მაშასგან, რომელიც საგაზაფხულო არდადეგების დაწყებას მეგობრებთან ერთად კინოთეატრში აღნიშნავდა, ალბათ იყო ბევრი ხალისი, მოზარდების მხიარული შეძახილები, ერთად ყოფნის სიხარული, მაგრამ...
კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული გვარის მასწავლებელი ტატიანა დარსალიაა.
რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა განაცხადა.
პრინცი ჰარის და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილის მოსაწვევი 600 იღბლიან სტუმარს გაუგზავნეს
დღევანდელ ეპოქაში ადამიანები მეტისმეტად შეეგუვნენ ვალებს, კრედიტებს, განვადებებს და პრაქტიკულად ყველაფრისთვის იღებენ კრედიტს: სახლის საყიდლად, მანქანის, ბიტკოინების, ოპერაციის გასაკეთებლად... ქორწილის კრედიტით გადახდაც არაა ახალი და უცნაური. თუმცა ზოგიერთები უკიდურეს ნაბიჯებსაც დგამენ.
სასიკვდილო ნივთიერება, რომლითაც რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი მოწამლეს, სავარაუდოდ, სწორედ მისი ქალიშვილის - იულიას ჩანთაში ინახებოდა.
შუ­შის პი­რა­მი­და უკ­ვე უც­ვ­ლელ ატ­რი­ბუ­ტად იქ­ცა ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის­თ­ვის

ტერეზა მეის თქმით, ისლამური ექსტრემიზმის ბოროტი იდეოლოგია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს.

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.