როგორი ურთიერთობა აქვს სოფი ლორენს მუსიკოს ვაჟთან
font-large font-small
როგორი ურთიერთობა აქვს სოფი ლორენს მუსიკოს ვაჟთან
დედაჩემი კონცერტზე ყველაფერს გამიკონტროლებს, ერთ შეცდომასაც ვერ გამოვაპარებო


მსოფლიო კინოვარსკვლავი სოფი ლორენი თბილისს ეწვია და ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში შეუერთდა. მსოფლიო კინოს ლეგენდა და ნინო სურგულაძე პირველად 2007 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და თურმე, სწორედ მაშინ ბრძანა ქალბატონმა სოფიმ, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთში იყო ნამყოფი და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა...
15 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ლა სკალას რეჟისორთან და ქორეოგრაფთან ერთად, მსოფლიო პრემიერა მოეწყო, რომელიც ნინო სურგულაძის, ნინო ანანიაშვილისა და თბილისის ოპერის საბალეტო დასის მონაწილეობით, მთლიანად იტალიურმა სადადგმო ჯგუფმა განახორციელა. სპექტაკლს სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი დირიჟორობდა...

როგორც ნინო სურგულაძემ განაცხადა, სოფი ლორენის ვიზიტის ფარგლებში ბევრი რამ იყო დაგეგმილი, მაგრამ მსახიობმა ორი დღე სასტუმროდან გამოსვლა ვერ შეძლო. ორდღიანი დასვენების შემდეგ უკეთ იგრძნო თავი და საბედნიეროდ, ოპერაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო... თავიანთი შთაბეჭდილებები იმ ადამიანებმა გაგვიზიარეს, რომლებსაც სოფი ლორენთან პირადად შეხვედრის ბედნიერება ხვდათ წილად...
ლელა მჭედლიძე, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის მთავარი კონცერტმაისტერი:
- ჩვენს წარმოდგენას ესწრებოდა მსოფლიო კინოვარსკვლავი, ცოცხალი ლეგენდა და მას რომ ვხედავდით, ეს არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო... პირადად მე, შემოქმედებითად ძალიან დავუახლოვდი მის შვილს - კარლო პონტის. იგი უკვე მეორედ ჩამოვიდა საქართველოში და წინა კონცერტზეც, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა, ერთად ვიმუშავეთ...
- როგორც ვიცი, მას არ უყვარს დედაზე საუბარი...
- ნამდვილად არ უყვარს. თავის დამკვიდრებას ცდილობს მთელი ცხოვრება, როგორც დამოუკიდებელი ხელოვანი. არადა, ხშირ შემთხვევაში მაინც მოიხსენიება, როგორც - სოფი ლორენის ვაჟი... ეს ძალიან რთულია, რადგან ასეთ დროს მისი ყველა მიღწევა ჩრდილში ექცევა. მან მითხრა: დამღასავით დამდევს ეს და რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენად რთულია ამ კლიშეთი ცხოვრებაო... რასაკვირველია, გადასარევი ურთიერთობა აქვთ... მე ძალიან საპასუხისმგებლო, სავიოლინო პარტია მქონდა პრემიერაზე. ერთად ვმუშაობდით და კარლო მეუბნებოდა: დედაჩემი კონცერტზე ყველაფერს გამიკონტროლებს, ერთ შეცდომასაც ვერ გამოვაპარებო. ვკითხე, - ასე კარგად იცის კლასიკური მუსიკა-მეთქი? - ცოტა გადავამეტე. თუმცა, ფორტეპიანოზე უკრავდა, ძალიან ბევრი რამ ესმის და შეცდომას არ შეგარჩენსო... წარმოიდგინეთ, კარლო პონტი 47 წლისაა და რამხელა პატივისცემა და რიდი აქვს დედის მიმართ. ჩანს, სოფი ლორენი როგორი მაქსიმალისტია და ასე გაზარდა შვილებიც. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მინდა, ნინო სურგულაძეზეც ვთქვა ორიოდე სიტყვა: ის არის თავის ქვეყნის დიდი პატრიოტი, რომელმაც ისტორიული დღე აჩუქა მთელ საქართველოს! ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად დღე და ღამე, თავს არ იზოგავს. დიდ პატივს ვცემ, როგორც პიროვნებას და ხელოვანს...
სოფი ლორენს საპატიო ლოჟაში ორი ბალერინა - ლიზა ავსაჯანიშვილი და ნატალია შილაკაძე დაახვედრეს თაიგულის გადასაცემად...
ლიზა ავსაჯანიშვილი:
- სოფი ოპერაში რომ შემოვიდა და შევხედე, გაოცებული დავრჩი! ასაკი არ ეტყობა. იმდენად დახვეწილი და ულამაზესია, რომ მისი ნახვით შოკში ვიყავი. არასოდეს დამავიწყდება ის წუთები, როდესაც ხელი მომხვია და მაკოცა... ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქორეოგრაფიულ სასწავლებელს, პირადად ჩემს პედაგოგს - ქეთი მოწონელიძეს, რადგან მომცა საშუალება, ამ ზღაპარში მოვხვედრილიყავი... სამწუხაროდ, არ ვიცნობდი სოფი ლორენის შემოქმედებას. მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი, რადგან სოფი ლორენს და მარჩელო მასტროიანს ხშირად ახსენებდნენ ჩემი ბებია და პაპა, ასევე - მშობლებიც... აუცილებლად ვნახავ ყველა ფილმს, რომელშიც იგი მონაწილეობს! მე და ნატალიამ მივართვით თაიგული და ისე მოგვექცა, რომ მივხვდი, უთბილესი ქალბატონია... სამწუხაროდ, არ მოგვეცა საშუალება, ავტოგრაფი აგვეღო, რადგან ლოჟიდან მალევე გამოგვიყვანეს.
ნატალია შილაკაძე ვახტანგ ჭაბუკიანის დისშვილის - თამარ რუ­ხაძის შვილია. თამარ რუხაძემ თავისი ემოციები გაგვიზიარა:
- ალბათ, მე კიდევ უფრო მეტად აჟიტირებული ვიყავი ამ ამბით, ვიდრე ნატალია, რადგან მისმა თაობამ არ იცის, თუ ვინ არის სოფი ლორენი... როცა ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან შემატყობინეს, რომ ნატალიას უნდა მიერთმია თაიგული სოფი ლორენისთვის, იმდენად გამიხარდა, წნევამ ამიწია... ნატალიას ვუთხარი: შენ წარმოგიდგენია, რამხელა რამეა, სოფი ლორენს რომ ყვავილები უნდა მიართვა-მეთქი? - ეგ ვინ არისო? - მკითხა... შემდეგ ინტერნეტის საშუალებით ნახა და გაგიჟდა ბავშვი სიხარულით, ამ ქალს უნდა მივართვა თაიგულიო? კონცერტს ვერ დავესწარი. ბავშვები რომ ოპერის წინ ჩამოგვიყვანეს, ნატალიასკენ გავეშურე საკოცნელად, რომ მიმელოცა მისთვის მნიშვნელოვანი დღე... ნატალიამ მითხრა: ფრთხილად შუბლზე არ მაკოცო, ვინახავ, აქ სოფი ლორენმა მაკოცაო (იცინის)...
ნატალია შილაკაძე:
- უბედნიერესი ვარ სოფი ლორენთან შეხვედრით! ყვავილები რომ მივართვით, მოგვეხვია და გვაკოცა. მან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა! საოცრად ლამაზია და ოდნავაც არ ეტყობა, რომ მალე 82 წლის გახდება!
დავით კინწურაშვილი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
- მეტისმეტად სასიხარულოა, სოფი ლორენი თბილისის ოპერას რომ ეწვია! მას პირადად შევხვდით და ყველა ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ! დასაფასებელია, რომ კეთილი მიზნებით ჩამოვიდა და ქველმოქმედებას შეუერთდა... ნინო სურგულაძემ და ნინო ანანიაშვილმა ძალიან საინტერესო კონცერტი შესთავაზეს მსმენელს! მეტად ემოციური საღამო იყო, რადგან ამ შემთხვევაში, საქმე ოთხი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას ეხებოდა! ამ საღამომ ყველანაირად გაამართლა და ეს დიდი ბედნიერებაა! სოფი ლორენმა თეატრში ყოფნისას აღნიშნა: როგორი ლამაზია აქ ყველაფერი, ეს თეატრი განსაკუთრებულად ბრწყინავსო... შეჩვეული ვართ კომპლიმენტებს, მაგრამ სოფი ლორენის ეს სიტყვები ძალიან სასიხარულო იყო!
ოპერის წინ შეკრებილ ადამიანებს შორის, ზოგიერთს განსაკუთრებულად გაუმართლა...
"უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მსოფლიო კინოლეგენდას - სოფი ლორენს პირისპირ შევხვდი, ხელი ჩამოვართვი, მან კი საჩუქრად ავტოგრაფი დამიტოვა ამ ფოტოზე. ყოველივე ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასახელო ქართველს, ულამაზეს ნინო სურგულაძეს. მიყვარხართ!" - წერს სოციალურ ქსელში ვახტანგ ჯიშკარიანი.
ევროპაში მოღვაწე ქართველ რეჟისორს - ლაშა ონიანს ბედნიერი შემთხვევის წყალობით, მეორედ მოუხდა სოფი ლორენთან შეხვედრა:
- კონცერტამდე ოთხი საათით ადრე ვეწვიე თბილისის ოპერას, რადგან საქმიანი შეხვედრა მქონდა დანიშნული თეატრის სადადგმო ნაწილთან... ძალიან მომეწონა სცენა, არაჩვეულებრივად იყო გაფორმებული. ესთეტიკური, საზეიმო და საინტერესო სიტუაცია გახლდათ... რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნო იყო მსოფლიოს ულამაზეს ქალბატონთან შეხვედრა. ათი წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც ის პირველად ვნახე: 2007 წელს შევხვდი გერმანიაში, ცნობილი სატელევიზიო პრიზის - "ოქროს შველის" დაჯილდოებაზე. ამ პრიზს ყოველ წელს გადასცემენ მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს. მე ორჯერ მომიხდა მუშაობა ვარსკვლავების და ცნობილი ადამიანების მისაღები ცერემონიის დასადგმელად. პირველად რომ ვიმუშავე, მაშინ მაიკლ ჯექსონი და მიხეილ გორბაჩოვი დააჯილდოეს "ოქროს შველით" და შემდეგ - სოფი ლორენი და ტომ კრუზი... ბავშვობიდან ვაღმერთებდი სოფი ლორენს, რომელიც ჩემთვის ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული იყო. გავიდა უამრავი წელი და სოფი ლორენისა და ტომ კრუზის დაჯილდოების ცერემონიაზე მომიხდა მუშაობა ანუ ფაქტობრივად, საღამოს მასპინძელი ვიყავი... სოფი ლორენი ახლაც ხომ უმშვენიერესია, მაგრამ ათი წლის წინ კიდევ უფრო შეუდარებელი იყო. თან, პირველად დავინახე! რომ შევხედე, მივატოვე ჩემი საქმე და უნებურად, ბრმად გავყევი. გვერდით ოთახში, ჟურნალისტებთან ჰქონდა შეხვედრა და მეც არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი კამერებთან, მსახიობს კი რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა. ბოლოს მხარზე ხელი დამადეს, ბოდიში მომიხადეს და მითხრეს, რომ იქ დგომა არ შეიძლებოდა... რაც მთავარია, ძალიან მოხიბლული ვიყავი და დიდხანს გამყვა ის დიდი სიხარული...
სოფი ლორენის საქართველოში ვიზიტისას დაგეგმილი იყო მისი პატრიარქთან შეხვედრა, რომელიც ვერ შედგა. მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა უარი თქვა პატრიარქთან შეხვედრაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფონდმა - "ნატვრის ხე" განცხადება გაავრცელა:
"პირველ რიგში, მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად თუნდაც, ერთი ლარი გაიღო. გვსურს, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსოფლიო კინოვარსკვლავმა სოფი ლორენმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატ­რიარქს არ შეხვდებოდა: მსგავსი შინაარსის განცხადება სოფი ლორენს არ გაუკეთებია. უფრო მეტიც, მან ბოდიში მოიხადა დაგეგმილ შეხვედრაზე ვერმისვლის გამო. მსახიობი დილით, გამთენიისას, დაგვიანებით შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, რომელიც თითქმის 2 საათი ტურბონენტულ ზონაში იყო, რის გამოც თავს შეუძლოდ გრძნობდა და მის უწმინდესობასთან შესახვედრად საპატრიარქოში მისვლა ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ მსახიობი 81 წლის არის...
15 ივნისს, სოფი ლორენს ოპერაში, საპატრიარქოს წარმომადგენ­ლები შეხვდნენ და მას პატრიარქის საჩუქარი - თამარ მეფის ჯვრის ანალოგი გადასცეს. მსახიობმა საპატრიარქოს წარმომადგენლებს არშემდგარი შეხვედრის მიზეზი პირადად გააცნო და მის უწმინდესობას ბოდიში მოუხადა. სოფი ლორენის თქმით, ის აუცილებლად შეხვდება პატრიარქს სხვა დროს, რადგან მის შესახებ ბევრი რამ სმენია და სურს, პირადად გაიცნოს. ისიც აღნიშნა, რომ პატრიარქის მიერ ნაჩუქარ ჯვარს დიდი სიყვარულით ატარებს..."


მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

"ვიწვით, შესაძლოა, ეს დასასრულია, მშვიდობით", - ეს არის უკანასკნელი მესიჯი 13 წლის მაშასგან, რომელიც საგაზაფხულო არდადეგების დაწყებას მეგობრებთან ერთად კინოთეატრში აღნიშნავდა, ალბათ იყო ბევრი ხალისი, მოზარდების მხიარული შეძახილები, ერთად ყოფნის სიხარული, მაგრამ...
კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული გვარის მასწავლებელი ტატიანა დარსალიაა.
რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა განაცხადა.
პრინცი ჰარის და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილის მოსაწვევი 600 იღბლიან სტუმარს გაუგზავნეს
დღევანდელ ეპოქაში ადამიანები მეტისმეტად შეეგუვნენ ვალებს, კრედიტებს, განვადებებს და პრაქტიკულად ყველაფრისთვის იღებენ კრედიტს: სახლის საყიდლად, მანქანის, ბიტკოინების, ოპერაციის გასაკეთებლად... ქორწილის კრედიტით გადახდაც არაა ახალი და უცნაური. თუმცა ზოგიერთები უკიდურეს ნაბიჯებსაც დგამენ.
სასიკვდილო ნივთიერება, რომლითაც რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი მოწამლეს, სავარაუდოდ, სწორედ მისი ქალიშვილის - იულიას ჩანთაში ინახებოდა.
შუ­შის პი­რა­მი­და უკ­ვე უც­ვ­ლელ ატ­რი­ბუ­ტად იქ­ცა ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის­თ­ვის

ტერეზა მეის თქმით, ისლამური ექსტრემიზმის ბოროტი იდეოლოგია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს.

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.