"მისი სამეფო უდიდებულესობა უელსის პრინცი გიწვევთ..." - ბრიტანეთი პრინცი ჰარის და მეგანის სამეფო ქორწილის სამზადისში
font-large font-small
 "მისი სამეფო უდიდებულესობა უელსის პრინცი გიწვევთ..." - ბრიტანეთი პრინცი ჰარის და მეგანის სამეფო ქორწილის სამზადისში
პრინცი ჰარის და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილის მოსაწვევი 600 იღბლიან სტუმარს გაუგზავნეს

მათგან 200 უახლოესი მეგობარი დაესწრება after party- ის ფროგმორის სახლში.

როგორც ცნობილია, მათი ქორწილი 2018 წლის 19 მაისს უინძორის სასახლეში გაიმართება. ჯვარს სასახლეში მდებარე წმინდა ჯორჯის მე-15 საუკუნის სამლოცველოში დაიწერენ.

დაახლოებით 600 ადამიანი, მათ შორის სამეფო ოჯახი, ქალბატონი მარკლის მშობლები და წყვილის მეგობრები დაესწრებიან საეკლესო მსახურებას, შემდეგ სამეფო ქორწილის სუფრას, რომელსაც დედოფალი უმასპინძლებს.

გასულ კვირაში გაცემული მოსაწვევები დაამზადა კომპანია Barnard&Westwood-მ.

ამერიკული მელნის გამოყენებით ინგლისურ სქელ, თეთრ ბარათზე მხატვრული წერილობითი ფორმის ტექსტით იწვევენ სტუმრებს. გაიცემა ჩარლზის სახელით და ატარებს ჰერალდიკურ ოქროს ბუმბულის გამოსახულებას ზედა ნაწილში. მოსაწვევები ჰგავს პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის 2011 წლის ქორწილის მოსაწვევებს, თუმცა შრიფტი სხვადასხვაა.
GzaPress
მოსაწვევში ვკითხულობთ: "მისი სამეფო უდიდებულესობა უელსის პრინცი KG KT სიამოვნებით გიწვევთ მისი სამეფო უდიდებულესობის პრინც ჰარისა და ქალბატონ მეგან მარკლის ჯვრისწერაზე წმინდა ჯორჯის სამლოცველოში. ქორწილი გაიმართება უინძორის სასახლეში შაბათს, 2018 წლის 19 მაისს, შუადღის 12 საათზე".
GzaPress
ღონისძიებაზე დასაწრები დრესკოდი მკაცრია. მამაკაცები სამხედრო უნიფორმით უნდა შეიმოსონ, ქალბატონები კი კაბებსა და ქუდებში.

შეგახსენებთ, რომ პრინცი ჰარი და მეგანი 2016 წლიდან ერთად არიან. მას შემდეგ რაც, დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ მათ ქორწინებაზე თანხმობა განაცხადა, მათი ნიშნობაც შედგა. მარკლისთვის ეს მეორე ქორწინებაა, 2011-2013 წლებში მსახიობი ტელერეჟისორ ტრევორ ენგელსონის მეუღლე იყო.
წყარო
ბეჭდვა