იქეიფეს ჩვენი კანტორის ბიჭებმა...
font-large font-small
იქეიფეს ჩვენი კანტორის ბიჭებმა...
დიახ, იქეიფეს, მერე რა?! აბა, სულ მუშაობა ვის გაუგონია?! მუშაობა პარლამენტარს კი არა, ვირსაც კლავს.
ჰოდა, "განტვირთვა" გადაწყვიტეს "დატვირთულებმა" - საგანელიძემ თქვა ასე: დავწყდით მუშაობით და გადავწყვიტეთ, არაფორმალურ გარემოში შევხვედროდით და მეუღლეებიც გაგვეცნო ერთმანეთისთვისო. მერე ვიფიქრეთ, ცოლები ბევრნი არიან (ყველას, "კაკ მინიმუმ" ერთი ცოლი ჰყავს), ძვირი დაგვიჯდება და მათ მაგივრად მინისტრები დავპატიჟეთო (დედას გეფიცებით, ასე წერია სააგენტოების ნიუსებში - ცოლების მაგივრად მინისტრებიო) - ჩავეხუტეთ და ვახტანგურადაც დავლიეთ, ბატონი ბიძინას სტუმრობამ ხომ მთლად დააგვირგვინა ჩვენი ბედნიერებაო!..

კარგი, ვისაც რა უნდა, ის მიაჩნდეს ბედნიერებად და იმასაც ვერ დავუშლით, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ გასულ წელს ბევრი იმუშავა, მაგრამ მე დიდი უმადური ვინმე ვარ და რაღაც ვერ ვხედავ ამ ნაშრომის შედეგებს - გარდა იმისა, რომ "ნაციონალები" კიდევ ერთხელ გაიძუყნენ პარლამენტში.

ხუმრობა ხუმრობად და ერთობ უცნაური წელი იყო - რაღაც ძალიან მალე გავიდა. იქნებ მე მომეჩვენა ასე, მაგრამ მგონია, რომ "ცხენის წელმა" მართლაც ცხენივით ჩაიქროლა და თუ 2015-იც ასე დაემსგავსა თავისი ჰოროსკოპის ნიშანს, მაშინ ან "თხასავით ჯიუტი" წელი გველის ან, მით უარესი, "კაზიოლების გაბლატავებისა" (გაგახსენდათ? - "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო!") და მერე ნახეთ გართობა და ჩქარი ტაში.

ისე, გართობაზე გამახსენდა: "პურის" მომატების (თუნდაც, გაიაფებისა) არაფერი ისმის და იქნებ 2015 წელს "სანახაობა" მაინც მოგვემატოს. თანაც, გენერალური რეპეტიცია გაიარეს უკვე ბიჭებმა - პარლამენტის ბოლო სხდომაზე მშვენიერი ჩხუბი ვიხილეთ...

მშვენიერი, რა, პირადად მე ძალიან მომეწონა, მაგრამ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს არ მოსწონებია. ასე ბრძანა, - "ოცნებას" წესიერად ჩხუბის თავიც არ აქვს, ჩვენ რომ პარლამენტში ვყოფილიყავით, "ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთი მამაკაცი წევრი კამერების წინ დაწყობილი სახით ინტერვიუს ვერ მისცემდაო!

ესეც ასე! - სიფათებს მოვუნგრევდითო, ფაქტობრივად, ასე თქვა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა და რას ვფიქრობ, იცით? რას და (ყოველგვარი პროვოკატორობის გარეშე), ამ ადამიანმა იცის, რასაც ამბობს და არა მხოლოდ იცის, არამედ სხვა ადამიანებთან ერთად მსჯელობს, როდის, რა და რამდენი თქვას და მხოლოდ ამ მსჯელობის მერე ამბობს. ამიტომ, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ეს როყიოდ ნათქვამი, აპოლიტიკური ფრაზა იყო, ძალიან ცდება: "ქოცებო", გაიგეთ, ხალხს ჯერ კიდევ "ნაცების" ბოღმა ახრჩობს და "ბურჯანაძე ენდ კომპანიმ" ეს კარგად იცის, ამ ფრაზითაც კი ქულები აგახიათ იმ ნაწილისა, ვინც ხმა მხოლოდ იმისთვის მოგცათ, რომ ძველი ხელისუფლების "ოხტში ამოსულიყავით" და თქვენ ესეც კი ვერ შეუსრულეთ ("პურზე" და დენის ტარიფზე აღარას ვამბობ).

ამიტომ, "კაზიოლების" წლის ფავორიტად ბურჯანაძის პარტია მიმაჩნია და რაც მთავარია, სრული და უეჭველი განცდა მაქვს იმისა, რომ 2015-ში საქმე არ მომაკლდება - კვლავაც დედას უტირებენ ამ ქვეყანას და ჩვენც კვლავ ნერვებს უნდა შევასკდეთ.

ასე რომ, ღრმად ჩაისუნთქეთ და მოემზადეთ მომავალი წლისთვის - ჩვენ ისევ იქ ვიქნებით, სადაც ვართ (ეს "იქ" - ყველამ იმ ადგილად აღიქვით, რასაც ფიქრობთ. მე რასაც ვფიქრობ, იმ სიტყვას არ გაუშვებს რედაქტორი).

P.S. შესავალში ნახსენებ მინისტრებსა და ცოლებზე გამახსენდა: საგანელიძემ რომ ბრძანა, კაი მაგრად ვიქეიფეთ, განსხვავებულებიც ვსვით და მთელი ამბავიო, უცებ უშნო და გარყვნილი აზრი მომივიდა თავში - ცოლების მაგივრად მინისტრები დავპატიჟეთო... რა ვიცი, მთვრალ გონებაზე, ცოლების მაგივრად... არა, ისე კია ზოგიერთი მინისტრი (ზოგიერთი-მეთქი) მაგის ღირსი, მაგრამ უხერხულია მაინც, ამ საახალწლოდ...

მოკლედ, გილოცავთ ახალ წელს და იანვარში შევხვდებით. შემდეგ "პროვოკაციაში" შევაფასოთ 2014 (თან "პახმელიაზეც" გამოვალთ, ისეთები მოხდა გასულ წელს).
პროვოკატორი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2142 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი