ქართულ-უკრაინული გრამატიკა
font-large font-small
ქართულ-უკრაინული გრამატიკა
დიდი ამბებია ჩვენთან! "პალიტრა ტვ"-ს ვგულისხმობ - ხარისხი, ახალი სტუდია, უკეთესი საეთერო დრო "პროვოკატორისთვის"... ჰო, ახალი პერანგებიც კი მიყიდეს და პიჯაკსაც დამპირდნენ!
ჰოდა, დღეს (სამშაბათია ახლა) ვიჯექი ასე - ცირკის ლეკვივით გამოწყობილი ვრცელ და გაწკრიალებულ სტუდიაში, ყველა და ყველაფერი კარგი და კარგად მეგონა და ძალიან მეუხერხულებოდა ისევ პროვოკატორობა და ვიღაცების გაკილვა რომ უნდა განმეგრძო, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ძებნილი სააკაშვილი თავის მრჩეველთუხუცესად დანიშნა და ყოველგვარი უხერხულობა მომეხსნა; მერე ისიც გამახსენდა, უკრაინის ელჩმა საქართველოში რა განცხადება გააკეთა, როდესაც, როგორც იქნა, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს განმარტებისათვის (ამაზე ქვემოთ) და საბოლოოდ, ყველაფერი დალაგდა - გასაკრიტიკებელი უნდა აკრიტიკო, დასაცინს უნდა დასცინო და, სხვათა შორის, საგინებელსაც უნდა აგინო, როდესაც სხვაგვარად ვერ აგებინებ...

ახლა მართლა კარგი ამბავი: დიდი ხანია, ისეთი კმაყოფილი არ ვყოფილვარ პრეზიდენტის, პარლამენტისა თუ ზოგადად - ხელისუფლების გადაწყვეტილებით, როგორც ახლა ვარ, როდესაც მარგველაშვილმა ნინო გვენეტაძე წარადგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად. და ძალიან უკმაყოფილო ვიქნები, თუ პარლამენტი ამ კანდიდატურას ჩააგდებს. არადა: "ნაცები" არიან და მაგათ ხომ მხოლოდ კუბლაშვილი მოსწონთ და გვენეტაძეს სამი სერიოზული "ნაკლი" უპოვეს - "ადამ კუკუს დროს" რესპუბლიკელი იყოო; "დენიკინის დროს" შევარდნაძის სასამართლოში მუშაობდაო და ბოლოს - კვალიფიკაცია აკლია, საერთაშორისო ინსტიტუტების სერთიფიკატები არა აქვსო!

გენაცვალეთ ლოგიკაში, "ნაცებო"! თქვენ მიხეილ სააკაშვილი თუ გაგიგონიათ?! ეგ რომელია, იცით? აი, ეს გვენეტაძე რომ მოსამართლე იყო, იმ შევარდნაძის დროს რომ იუსტიციის მინისტრი ბრძანდებოდა და სწორედ ეგ შევარდნაძე რომ "შემოულაწუნესავით" დაატარებდა ქუჩა-ქუჩა - ეს არის თქვენი მომავალი პრეზიდენტიო. გაგახსენდათ? ვიდეო ხომ არ გინდათ? დევს "იუთუბიზე", სხვათა შორის... და მიხეილ მაჭავარიანი გახსოვთ? ა, ჰო - ეგ ჯერ კიდევ აქ გიზით პარლამენტში. ეგ ხომ ის არის, შევარდნაძის კორუმპირებულ მთავრობაში ყველაზე "ადვილად კორუმპირებადი" - შემოსავლების მინისტრი რომ იყო?! და ის როა, კიდევ? აი, გოკა კი არა, მამამისი - გაბაშვილი, ყოველგვარი დადგენილი საროტაციო ვადების მიუხედავად, ასი წელი რომ გყავდათ იტალიაში ელჩად, ჰო, კოტე, ბატონი კონსტანტინე! მაგ კაცით ვარ აღფრთოვანებული: როგორ მოახერხა, რომ მთელ საქართველოში კორუფცია ყვაოდა "შევარდნაძისობას" და მხოლოდ დედაქალაქში არ ხდებოდა არც ქრთამის აღება, არც უკანონო პრივატიზაციები და ქუჩებიც დაწკრიალებული იყო, რადგან თბილისის მერი კოტე გაბაშვილი იყო! აი, ვისგან უნდა ისწავლოს ნარმანიამ!

ნაცებო, თქვენ ძალიან უტიფრები ბრძანდებით (აი, როგორი თავშეკავებული ვარ, ახალი სტუდიიდან)!

GzaPressუმრავლესობასაც არა აქვს გარკვეული აზრი გვენეტაძის კანდიდატურაზე, - ჯერ უნდა ვიმსჯელოთო. თუმცა, აქ გასაგებია ყველაფერი: "რესპუბლიკელობის" მიზეზი ნაცებისას ემთხვევა, მეორე და მთავარი ის არის, ბიძინა ბიძიას არ ეწყინოს მარგველაშვილის "კადრისთვის" მხარდაჭერაო.

...ამასობაში პარლამენტის ვიცე-სპიკერის ადგილი თავისუფლდება (ალასანიას პარტიელი ზურაბ აბაშიძე "შერისხეს") და გუბაზ სანიკიძეს "გავიცე-სპიკერებას" აპირებენო. ბ-ნმა გუბაზმა შეიღვიძა, - მაცალე ერთი, თუ ძმა ხარო და ყველაზე კარგ საქმეს - ძილს დაუბრუნდა (კარგი საქმეა ძილი, აბა რა - ასე ვერაფერს დააშავებ).

დაბოლოს, ერთი "ჩვენებური ამბავი": ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის სტომატოლოგიური კლინიკები შეამოწმა. უმეტესობა დაკეტილი დახვდათ, რადგან წინასწარ შეატყობინეს, მოვდივართო(?!), ხოლო 20 კლინიკაში თავმომწონედ აჩვენეს გაწკრიალებულ-გარეცხილი ერთჯერადი ინსტრუმენტები, რომლებიც... მრავალჯერადი ეგონათ!!! ჩემი ძმის მონათხრობი გამახსენდა: რუსის ჯარში მსახურობდა 80-იანებში და "პერესტროიკის" ამბავში ტუალეტში "პისუარები" და უნიტაზები დაუდგამთ. დილას შესულა და რას ხედავს: ახლადმოყვანილი შუააზიელების ოცეული პისუარებში ხელ-პირს იბანდა, უნიტაზებში კი ფეხებს "იხვანჩალებდა"... ასე რომ, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიანაც ნუ გაბრაზდება, კიდევ კარგი, "პლაცკაგუბცებით" (ვიცი, რომ ბრტყელტუჩა ჰქვია, მაგრამ აქ ასეა საჭირო) არ გვაძრობენ კბილებს.

P.S. შესავალში დავწერე, უკრაინის ელჩის განცხადებაზე სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ქვევით დავწერ-მეთქი, მაგრამ ადგილი აღარ დამრჩა. ამიტომ მოკლედ ვიტყვი მისი განცხადების შინაარსს, თან - რუსულად, მაგრამ ყველასთვის გასაგებად: იდი ნა XXX!!!

ოღონდ ერთი გრამატიკული დაზუსტება მინდა და არ ვიცი, ვის ვკითხო: ამ კაცმა ეს წინადადება მრავლობით რიცხვში თქვა ანუ მთელ საქართველოს მოგვმართა და "ქართულად" რომელი იქნება სწორი: "იდი-თ ნა XXX", თუ "იდი ნა XXX-თ"?

P.P.S. მარგველაშვილი, დანიშნე შენს მრჩევლად იანუკოვიჩი და მერე ვიღადაოთ, რა... ამ მოსამართლის დამტკიცების შემდეგ საქმე მაინც აღარ გექნება და...
პროვოკატორი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2164 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი