ნახალოვკა - ავლაბრის სავანე
font-large font-small
ნახალოვკა - ავლაბრის სავანე
ყოველთვის ასე იყო - ჩაწერდნენ ხოლმე ბინაში და ამას, ჩაწერილს, მერე გასვლა აღარ უნდოდა.
ანდა, მოკვდებოდა ვინმე, ვერ მოასწრებდა ანდერძის დატოვებას, პერსპექტიული მემკვიდრეები კი, დაერეოდნენ ერთმანეთს და ყველას დასანახავად გამოჰქონდათ ჭუჭყიანი თუ ნახევრად ჭუჭყიანი საცვლები. პატარა ოთახისთვის მეზობლები წაეკიდებოდნენ ერთმანეთს და იყო ვაი-უშველებელი.

საბოლოოდ საქმე სასამართლომდე მიდიოდა, სასამართლოს კი არ უჩანდა ბოლო.

ვინ იცის, რამდენი ნათსავი, მეზობელი, მეგობარი თუ ახლობელი გადაეკიდა ერთმანეთს "იმავ მიწისთვის, დღეს თუ ხვალ თვითონ რომ არიან". ძმა აღარ ელაპარაკებოდა ძმას, და - ძმას, ბიძაშვილი - ბიძაშვილს, მამიდაშვილს, დეიდაშვილს, მძახალს, დაქალს, მულს, სულსა და გულს.

ეს ძველ, საბჭოთა დროს ხდებოდა, ბნელი რომ იყო ხალხი, წლობით რომ იდგნენ ბინისა თუ ტელეფონის რიგში და ბოლოს ის "დვადვაცატიანი კალბასიც" სანატრელი რომ გახდა.

როგორც იტყვიან - ძველი უმჯობეს არს. ჩვენ, ქართველები, არ ვივიწყებთ სიძველეებს, მივტირით კარგ, ძველებურ ადამიანურ ურთიერთობებს, რომლებიც დავივიწყეთ და ვერაფრით აღვადგინეთ, მაგრამ სამაგიეროდ, არის ერთი რამ, რასაც არ ვივიწყებთ და ამდენად, აღსადგენიც არაფერი სჭირს. ეს არის ის, თუ როგორ უნდა გადავეკიდოთ ერთმანეთს მიწისთვის, ბინისთვის, წილისთვის ანდა, საერთოდ, ბებიის დანატოვარი ბიჟუტერიის გამო.

თუმცა, პრეზიდენტის რეზიდენცია არც ბინაა და არც ბებიის ბიჟუტერია. რეზიდენცია სასახლეა, ქოხმახებით გარსშემორტყმული სასახლე. როგორც ამბობენ, მისი მშენებლობა, მოწყობა და აღჭურვა 800 მილიონი ლარი დაჯდა - ნაწილი ჩვენი ჯიბიდან ამოიღეს, ნაწილი ჩვენი ქონების გაყიდვიდან დარჩათ, ნაწილი კი ვალად აიღეს და ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელია.

მივიღეთ რეზიდენცია, რომელსაც ყველა სააკაშვილის რეზიდენციას ვეძახდით, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ იქ სუფევდა სააკაშვილი, ხოლო როდესაც სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურებოდა, იგი გახდებოდა განუსაზღვრელი უფლებებით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებებშეკვეცილ პრეზიდენტს, სავარაუდოდ - ბაქრაძეს, ეტყოდა, - რისი მაქნის-გამკეთებელი ხარ, ეს რეზიდენცია ჩემთვის მინდაო.

ამიტომაც ეძახდა ხალხი ავლაბრის სასახლეს სააკაშვილის რეზიდენციას. სააკაშვილის შემცვლელმა, გიორგი მარგველაშვილმა კი მას გარყვნილების ბუდე უწოდა არჩევნების წინ და იქვე დააყოლა: - მე ვიყო მაგათნაირი გარყვნილი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში მანდ თუ გადავიდეო! და პრეზიდენტი რომ გავხდები, ამის გარანტი ბატონი ბიძინა და ჩემი... ნუ, ხო, ბატონი ბიძინააო!

ცხადია, არჩევნები მოიგო მარგველაშვილმა, რადგან ამის გარანტი ბატონი ბიძინა და თვითონ მარგველაშვილის... ნუ, ხო ბატონი ბიძინა იყო, მაგრამ უცნაური თვისება ჰქონია ამ პრეზიდენტობას (ადრეც მქონდა ეჭვი, სხვათა შორის): გულმავიწყები ხდებიან! თანაც ისეთი რამეები ავიწყდებათ...

ჰოდა მარგველაშვილსაც დაავიწყდა და გაუდგა გზას ავლაბრისაკენ. - რაო, მე ვთქვი, გარყვნილების ბუდეო? რა კანცელარიის შენობაო? ააა, ჰოოო... მაგ კანცელარიის შენობაში პირობები ვერ შემიქმნესო. მეო, პრეზიდენტი ვაარო, ის კი არაო... მერე, სულ ცოტა ხნის მერე, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ დაავიწყდა, ალაგ-ალაგ ახსოვდა მხოლოდ: - ააა, ეგ ის არისო? ჰო, პრემიერ-მინისტრი რომ იყოო... ესაო, ისაო... ბოლოს პირდაპირ რომ უთხრეს, - დაახვიე აქედან, არ გჭირდება ამხელა სასახლეო, შეიკეტა, კარში "პოლის ჯოხი" გააკვეხა და - არ მომეკაროთ, შიშველი ვარო, - დაიძახა!

P.S. ნახალოვკა რა შუაშია ავლაბართან და, ბევრი მიხვდებოდა ალბათ: ნახალოვკა (ნაძალადევი) იმიტომ დაერქვა, ძალით, "ნახალნად" რომ სახლდებოდა ხალხი.

დღესდღეობით ნაძალადევი სრულიად ლეგალური დასახლებაა და ამ სახელის დელეგირება, შეიძლება, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიისთვის მოუხდეს.

ისე კი, სასახლისა არ ვიცი და ზოგადად, პრეზიდენტი რაში გვჭირდება, ვინმე ზუსტად თუ ამიხსნის, მადლობელი ვიქნები.
პროვოკატორი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
25.04.2015
გენაცვალე ბოლო სიტყვების ტქმასჰი პრეზიდენტი რასი გვცირდება
ლელა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2255 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი