ფოიერბახ, რა ხარ შენ, რა ხარ?!.
font-large font-small
ფოიერბახ, რა ხარ შენ, რა ხარ?!.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, ფილოსოფოსი, გერმანელი, გვარ-სახელად ლუდვიგ ფოიერბახი. სხვა სიბრძნეებთან ერთად, ერთი ასეთი ფრთიანი ფრაზაც დაგვიტოვა ანდერძად: "ადამიანი არის ის, რასაც ჭამს!"
ფოიერბახი რომ ექიმი ან თუნდაც ბიოლოგი ყოფილიყო, მეც დავიჯერებდი (როგორც არის კიდეც მიღებული), რომ ამ ფრაზაში წმინდა ბიოლოგიურ შინაარსს დებდა: როგორც დამტკიცებულია, ადამიანის ორგანიზმი იწამლება 5% ჰაერით, 10% - სასმლით და 85% - საჭმლით...

მაგრამ ფოიერბახი ფილოსოფოსი იყო და ამიტომ მგონია, რომ ამ "ჭამაში" სხვა რამ იგულისხმა. ყოველ შემთხვევაში დღეს, თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, ასე ჩანს. თანაც ზუსტად ემთხვევა: ზოგიერთი ჩვენი "პოლიტიკოსი", რასაც მიირთმევს დიდი კოვზით (თანც ამას გაპოლიტიკოსებამდეც რომ წარმატებით აკეთებდა), სწორედ ის არის ახლა. საითაც უნდა, იქით გადაივარცხნოს ქოჩორი - კამოს (კამო ხომ იცით? ისიც იმავეს მიირთმევდა, ოღონდ - უკოვზოდ) მემკვიდრეა მაინც.

არ მკითხოთ ახლა, კონკრეტულად რომელ პოლიტიკოსზე გაგახსენდა ეს "კოვზით ჭამაო" - ძალიან ბევრია ამ ამბის ოსტატი ქართულ სინამდვილეში და ნურც იმის ილუზია ექნება ვინმეს, რომ ერთ რომელიმე მხარეს არიან თავმოყრილნი: "აქაც" არიან, "იქაც" და "იმის იქითაც" - ე.წ. "მესამე ძალაში" (იქ არიან, თუ არიან)...

უჰ, რა გამახსენდა (ამ ერთხელაც ვახსენებ "ექსკრემენტულ" ხუმრობას და მერე "გამოვსწორდები"): "ნაცების" დეპუტატი კანდელაკი რომ არის, ევროსაბჭოშიც რომ გახლავთ მაგათი წარმომადგენელი, ოღონდ არაევროპული წარბები რომ აქვს, მაგან "გააბაზრა", "ოცნების" დელეგაციამ რუსეთისთვის ევროსაბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევას ხმა არ მისცაო. უფრო ზუსტად - ეკა ბესელიამ და გუგული მაღრაძემო. ეტყობა იფიქრა, ქალები არიან და "მოვერევიო".

ჰოდა, სწორედ მაშინ გამახსენდა ის ცოტა სკაბრეზული, მაგრამ ძალიან ზუსტად მორგებული ხალხური შედარება: როსდესაც ბესელია გაგანია ევროპაში, სტრასბურგის ევროსაბჭოს შენობის ფოიეში ტუქსავდა კანდელაკს - აზრზე მოდი და ცოტა სერიოზულად მოიქეციო, ეს უკანასკნელი "ნეხვნაჭამი გოჭივით" იდგა და უსმენდა.

გოჭი ბევრი მინახავს, ნეხვსაც ღორები გოჭობიდანვე გეახლებიან, მაგრამ ახლადდანაყრებული გოჭი როგორ იყურება, არ ვიცი. სავარაუდოდ, ზუსტად ისე, როგორც შეგიძლიათ იხილოთ, თუკი ინტერნეტში პირველი არხის სიუჟეტის ამ ფრაგმენტს მოძებნით და ნახავთ.

ამასობაში კანდელაკის თანაპარტიელები თბილისში ევრომაიდნისთვის ემზადებიან და ნახმარ საბურავებს ყიდულობენ. მე არა, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა!

საერთოდ, ამ ამბავში (ჭიკაიძის ნათქვამს ვგულისხმობ) ერთი რამ უდავოდ არის კარგი: მინისტრს ლაპარაკი სცოდნია!

რაც შეეხება საბურავებს... კარგია, რომ ცოტა დარჩა აქ ადგილი და ბევრს ვეღარაფერს ვიტყვი. რა უნდა თქვა ასეთ დროს კაცმა? ბატონო ლექსო, მე გეტყვით და დამიჯერეთ, ათასი გოთვერნობა მაქვს ამ ქვეყანაში ნანახი და ტყუილიც დამეჯერება: არ თქვათ ეგ, - ევრომაიდანს აწყობენო, აღარ თქვათ! თქვით, რომ დესტაბილიზაცია უნდათ, რომ კანონიერი ხელისუფლების გადაგდება უნდათ, რომ ცუდები არაინ, "ხი-ხიები" არიან და რუსეთის ორმაგი აგენტები (მით უმეტეს, რომ არც უმაგისობა იქნება ალბათ), მაგრამ ევრომაიდანს ნუ ამბობთ, თორემ გამოდის, რომ თქვენ (ანუ მთავრობა) იანუკოვიჩის "პონტში გადიხართ" და ვერ გამოვა კაი ამბავი.

მით უმეტეს, რომ აგერ უსუფაშვილი ნიდერლანდების პარლამენტის სპიკერებს შეხვდა და - გვიშველეთ, ევროპის გარეშე რუსეთი გადაგვყლაპავსო. სპიკერებსო, რომ ვამბობ, - ერთი წარმომადგენლობითი პალატის სპიკერია, მეორე - სენატის. ორივე ქალბატონია. ერთს ანუშკა ჰქვია (ანუშკა ვან მილტნბურგი), მეორეს - ანკა (ანკა ბროკერს-ნოლი). ანუ, ჩვენი ბედი ანუშკასა და ანკაზე ჰკიდია... (გვარების სიზუსტეზე თავს არ ვდებ - ქართული ღრმად პროფესიონალი სააგენტოების ნიუსებიდან ავიღე).

P.S. ანეკდოტიც გამახსენდა და აფორიზმიც. ადგილი ცოტაა, რა ვქნა?.. ჯანდაბას, ორივეს მოკლედ ვიტყვი:
კახელი ბავშვი 6 წლისა ისე გახდა, ხმა არ ამოუღია, მუნჯი ჰგონიათ.
ერთ დღესაც, ოჯახში სადილობისას გამართულად თქვა:
- მარილი არ არი სუფრაზედა!
ატყდა ამბავი: "დედა გენაცვალოს, აქამდე რათ იყავი ჩუმადა?"
- აქამდე სუ იყო ხოლმე მარილი და რა უნდა მეთქვა?

P.P.S. აფორიზმი კი უფრო "ბოროტად" ჟღერს: "სჯობს ჩუმად იყო და ყველას უგუნური ეგონო, ვიდრე რამე თქვა და ყველა დარწმუნდეს ამაში".
პროვოკატორი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი