მე მიყვარს საქართველოს პატრიარქი
font-large font-small
მე მიყვარს საქართველოს პატრიარქი
დიდი ამბები გველის წინ: რამდენიმე წუთის წინ, "პალიტრა ტვ"-სა და რადიო "პალიტრაში" ჩემი "პროვოკატორის" პირდაპირი ეთერი დასრულდა, სადაც სტუმრად არჩილ ჭყოიძე მყავდა.
კი გეცოდინებათ ვინც არის, მაგრამ ოფიციალურადაც წარმოგიდგენთ: "ერეკლე II-ს საზოგადოებისა" და "საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიცია - ევრაზიული არჩევანის" თავმჯდომარე! აი, ასე!

ჰოდა, დიდ ამბებში კი ის ვიგულისხმე, რომ ამ კაცმა განაცხადა, რაღა დროს საზოგადოებრივი ორგანიზაციობაა, ევროპა და ამერიკა "გვაპიდარასტებს" და რუსეთში კი დუგინ-ჟირინოვსკები გველოდებიან "ხლებ-სოლით" და ამ საქმის თავის დამდგმელი საქართველოში ჩემს მეტი არავინ ჩანს, ამიტომ პოლიტიკურ ორგანიზაცაიას ვაყალიბებთ და არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობასო!

აიტ! მაგარია ერეკლე II-ს საზოგადოება! ეეეჰ, ესენი რომ ჰყოლოდა ნანახი ერეკლეს, ხომ დაუჯერებდა სოლომონ ლიონიძეს, ისედაც ცოტა დააკლდა!

ისე, ძალიან პოლიტიზებურები ვართ ქართველები. არ ვარგა ასე... ეს საკითხი ხომ, საერთოდ მტრად ჰკიდებს ხალხს ერთმანეთს. საგარეო ორიენტაციის საკითხს ვგულისხმობ. აგერ "აირაის" კვლევების შედეგები გამოქვეყნდა - 31 პროცენტს რუსეთი ენატრებაო და კი ამბობს ბევრი, არ ვენდობი მაგ კვლევებსო, მაგრამ მე, რა დაგიმალოთ და მართლა ეგრე მგონია და ვერ არის ჩვენი საქმე კარგად...

ამიტომ გამოსავალი ადამიანების, საზოგადაოების დეპოლიტიზაციაშია: აგერ, "ფეისბუკზე" გამოკითხვა დაიდო ასეთი ფორმით:
ამ სამიდან რომელ კავშირს უჭერთ მხარს:
ა) ევრაზიულ კავშირს
ბ) ევროკავშირს
გ) ინტიმურ კავშირს

კიდევ კარგი, აქ მაინც ადამიანური შედეგი დაფიქსირდა და "გ" პასუხმა 80 პროცენტს გადააჭარბა! დანარჩენებშიც ნორმალურად გადანაწილდა პასუხები ანუ "ბ"-მ "ა"-ს სამჯერ აჯობა, მაგრამ ეს რეალობას ვერანაირად ვერ ასახავს, რადგან ჩრდილოური ორიენტაციის მომხრეები "ფეისბუკში" ნაკლებად არიან, ისინი სოცილურ ქსელებსა და ზოგადად, კომპიუტერს, ნაკლებად სწყალობენ - ეგ ხომ ეშმაკის მოგონილია და მართლმადიდებლობასაც მაქედან ებრძვიან სოროსი და ბზეჟინსკი...

ისე, მართლა რა გვეშველება?!. ჯერ "ნაციონალები" ვერ გადაშენდნენ კარგად და ბოლომდე და ახლა გაურკვეველი პოლიტიკური თუ სხვა წარსულის (სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში ძალიან კარგადაც გარკვეულის) ტიპების მიერ "დიდი რუსობის" პროპაგანდა უნამუსოდ იკიდებს ფეხს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს სასაცილოა, ძალიან ცდება. სასაცილო კი არა, საშიშია და თან ორმაგად საშიში: ჯერ ერთი იმიტომ, რატომაც თავისთავად არის და მეორეც - ვიღაცებს უკურეაქცია ექნებათ და მიშა მოენატრებათ, არ გვარუსებდა მაინცო.

(რომ ვთქვა: ეგ გვარუსებდა, თუ გვარუსებდა და იმათი მთავარი რეზიდენტიც ეგ იყო-მეთქი, დამცინებენ. ამიტომ არ ვიტყვი. დაველოდები ერთი-ორი წელი და მერე ვნახოთ. ისე, ჯორდანო ბრუნომ არ გააჩერა ენა - გინდა თუ არა, ბრუნავსო და შეაწკიპინეს კოხტად. მერე კი აღმოჩნდა მართალი და ძეგლიც დაუდგეს, მაგრამ მე ძეგლი არ მინდა, მე დალაგებულ საქართველოში ცხოვრება მინდა ჯერ. მერე ძეგლიც სეიძლება, თავის დროზე...)

რაც შეეხება "აირაის" კვლევებსა და მის შედეგებს, არ ვაპირებ, დაწვრილებით მიმოვიხილო თქვენთან ისინი. დამღალეს "ნავაროებმა"! ამოვიდნენ ყელში! მე არ მჯერა საქართველოში არანაირი კვლევის, რადგან არ მჯერა რესპონდენტების გულწრფელობის!

ამიტომ ჯობს, ლარის კურსზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ცხადია, ბევრ კარგს ვერც ამჯერად ვიტყვით და ზეგ, როდესაც მკითხველი ამ "პროვოკაციას" წაიკითხავს, რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ კვირის პირველ ორ დღეში რომ გამყარება დაიწყო და 2,38-დან 2,32-ზე ჩამოვიდა, ურიგო არ არის. ოღონდ ეს იქით იყოს, მე სხვა რამ მაინტერესებს: "რუსთავი"-"ტაბულები" დღეში ნახევარ-თეთრიან დევალვაციაზე რომ ყიჟინას ტეხდნენ, ამაზე რატომ დუმან? აგერ, ბოლო "კურიერსაც" ამაოდ ვუყურე... თქვე დალოცვილებო, თქვით, შეაქეთ, ეგებ გაჭრას ხადურზე, სხვებზეც - ხომ იცით, მაგათ თქვენი შექება პრემიებსაც კი ურჩევნიათ!

P.S. ისევ რუსეთუმეებით მინდა დავამთავრო: ხშირად მიხდება მათთან კამათი და ძალიან სასაცილოები არიან ხოლმე, როდესაც რაიმე "რკინის" არგუმენტს გაუბიაბრუებენ.
ერთ-ერთი ასეთი "საბუთი" ხომ ერთმორწმუნეობაა და საქართველოს პატრიარქი რომ "რუსეთისკენ არის".

ჰოდა, ერთი იმის სიფათი უნდა გენახათ, ვისთან ერთადაც ვუსმენდი ამბავს პატრიარქისა და ავსტრიის პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ, სადაც უწმინდესმა განაცხადა: ჩვენი ევროპული არჩევანი ძალიან მტკიცეა და აუცილებლად გავხდებით ევროპული სტრუქტურების წევრი, ხოლო რუსეთის ეკლესიასთანაც კი, ძალიან რთული ურთიერთობა გვაქვსო!

მიყვარს ჩვენი პატრიარქი! თუნდაც ამ დებილის დაბნეული თავლები რომ ვნახე დღეს, ამისთვის მეყვარებოდა, სხვა რომ არაფერი იყოს...
პროვოკატორი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2189 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი