"პასკალზნულსია, უპალ..."
font-large font-small
"პასკალზნულსია, უპალ..."
ახლა არც მათარგმნინოთ და არც პუტინის აგენტობა დამწამოთ, რუსულად უნდა დავწერო (ჯანდაბას - ქართული ასოებით) და ვინც არ იცით რუსული ("ნუ, როგორ შეიძლება, დასტაევსკის ენა არ ისწავლო, ბოჟე მოი!.."), მშობლებს ჰკითხეთ და გითარგმნიან.
მოკლედ, რა გამახსენდა და აი, რა: "პასკალზნულსია, უპალ, პატერიალ საზნანიე, ზაკრიტი პერელომ, აჩნულსია - გიპს!"

დიახ, ბატონო, ნუგზარ წიკლაურის ცემის ან "ცემის" ამბავზე გამახსენდა და იდიოტი უნდა ვიყო, ამ საქმის გამოძიება არ მინდოდეს, ზოგადად, მაგრამ კატეგორიულად მოვითხოვ, საგამოძიებო ორგანოებმა ცოცხალი რიგი დაიცვან და ჯერ ვალერი გელაშვილის, შემდეგ - კობა დავითაშვილის, მერე ზურაბ აბაშიძის ცემის ფაქტები გამოიძიონ, დამნაშავეები დასაჯონ და მხოლოდ ამის შემდეგ მიხედონ წიკლაურის ეგზეკუტორებს.
აი, ასე! და სხვათა შორის, ამას სულაც არ ვამბობ იმიტომ, რომ დღეს პირველი აპრილია.

დიახ, "ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ..." პირველი აპრილია. რა კარგი იქნებოდა, სახუმაროდ რომ გვქონდეს საქმე?!

ვაჰ, კარგი იდეაა: მოდი (იმის მიუხედავად, რომ თქვენ უკვე 3 აპრილს კითხულობთ ამას) ჩამოვთვალოთ რაღაც ამბები (თუნდაც ბოლოდროინდელი), რომლებზეც წარმოვიდგენთ, რომ ესენი მხოლოდ საპირველაპრილო ხუმრობებია, მერე კი (თუკი ფანტაზია გვეყოფა) წარმოვიდგინოთ, რომ რეალურად ყველაფერი სრულიად საპირისპიროდაა (რადგან ეს ხუმრობა იყო) და სანამ ეს ილუზია გაგწვდებათ, გარწმუნებთ, რომ უბედნიერესები იქნებით. მაშ, ასე:

ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ არც საქართველო და არც უკრაინა ნატოს გზაზე არ დგანან;

საქართველოს მთავარი მაგისტრალიდან, ე.წ. "გორის ავტობანიდან" 200 მეტრის მოშორებით (გზიდან კარგად ჩანს), სოფელ ორჭოსანთან, ოსმა სეპარატისტებმა და რუსებმა საზაზღვრო ბოძი დაგვირჭეს (თუ გაგვირჭეს, სულერთია ამ შემთხვევაში). საქართველოს ხელისუფლება "მსუბუქად შეშფოთდა", ფაქტობრივად, მხოლოდ "შეიშმუშნა";

"რუსეთი ყირიმს ალბათ აღარასოდეს დათმობს", - ესეც ბიძია თომას... უკაცრავად, ბარაქ ობამას განცხადებაა. ანუ უკრაინას ამერიკამ ღრმად და საფუძვლიანად "დაადო" და ჩვენც, იმ ანდაზისა არ იყოს - "ქათამივით წაგვაკლა".

შიდა ქართლში, კახეთსა და ზემო აჭარაში გაზაფხულის ყინვამ ხეხილისა და ყურძნის მოსავალს დედა უტირა;

ნუგზარ წიკლაურს რვა კაცი დახვდა სადარბაზოსთან, ორი ელექტროშოკით აწამეს, გატაცება უნდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს და მიიმალნენ.

"აიარაის" კვლევებით ("რაია აი? აი იია?") საქართველოში ყველაზე პოპულარული (შესაბამისად - სანდოც) საინფორმაციო ტელეგამოშვება "კურიერია".

კიდევ შეიძლებოდა რაღაცების დამატება, მაგრამ ამჯერად ეს ვიკმაროთ. ხომ კარგი საპირველაპრილო ხუმრობებია?!

ახლა კი დავბრუნდეთ რეალობაში, ჩამოვფრინდეთ, კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ და ერთხმად ვთქვათ, რასაც ყველანი ვფიქრობთ! აბა, ერთხმად: "ვაი ჩვენს პატრონს!" სწორია.


P.S. ისე, მაინც არ არის სწორი, უბრალოდ, გამოთქმაა ასეთი, თორემ, სად გვყავს ჩვენ პატრონი?..

P.P.S. ისევ წიკლაურის ამბავზე მინდა ვთქვა: ალბათ ბევრმა იცით, რომ "ნაცები" არასოდეს მეხატებოდნენ გულზე, მაგრამ როდესაც ჩიორა თაქთაქიშვილს ბიბლიოთეკის ინციდენტისას ვიღაც ვირმა დაარტყა, ისე აღვშფოთდი, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი უნდა აღშფოთებულიყო. იმის თქმა მინდა, რომ ასეთ დროს მართლა ობიექტური ვარ ხოლმე.
ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ ბოცო წიკლაურს სტუდენტობიდან ვიცნობ და "კაი გამარჯობაც" არ გვენანება ერთმანეთისთვის, ამჯერად ვერ აღვშფოთდი "შესაბამისად" და რა ვქნა?!

მომკალით, ჩამქოლეთ და ისევ რუსულად უნდა დავამთავრო, ამჯერად სტანისლავსკისეულად: "ნე ვერიუ!!!"
პროვოკატორი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
28.05.2015
უნიჭო რომ არის ეს პროვოკატორი ცხადია, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ გამოსირიებულია
28.05.2015
ვაი შენს პატრონსსსსსსსსსსსსსსს უბედურსსსსსსსსსსსსსსსსსს
მე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი