"რუსთავი 2"-ის მოწმეები
font-large font-small
"რუსთავი 2"-ის მოწმეები
შესავლის მაგიერ: საერთოდ, ძალიან რბილი ხასიათი მაქვს. ნუ გაგიკვირდებათ, მართლა ასეა.
იმასაც ვაღიარებ, რომ ჩემიანების მიმართ მიკერძოებული ვარ და ობიექტურობას ხშირად ვერ ვინარჩუნებ ხოლმე. ძალიან კი ვცდილობ, რომ წერისას მაინც არ ვიყო ტენდენციური, მაგრამ რამდენად გამომდის, თქვენი განსასჯელია.
"ჩემიანებში" ყველას ვგულისხმობ- ნებისმიერი ნიშნით ჩემიანს: უბნელს, წარმოშობით გურულს, არგენტინის გულშემატკივარს, "ჩემს წელს" დაბადებულსაც კი... ცხადია, ასეთივე და კიდევ უფრო სუბიექტური ვარ, როდესაც საქმე ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს ეხებათ, ამიტომ ერთ-ერთი პირველი უნდა ვიყო "რუსთავი 2"-ის დამცველთა შორის!
ასეც იქნება: აი, ჩავათავებ ამ "პროვოკაციას", რამდენიმე კითხვასაც დავსვამ და გავიქცევი თავისუფალი სიტყვის დამცველთა აქციაზე...

"უნდა ეჩვენებინათ, თუ არ უნდა ეჩვენებინათ?!"
"ხელისუფლებამ მისცა ეს კადრები უკრაინულ საიტს, თუ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წრეებმა (?!- ზუსტად ასე დაისვა კითხვა, განსხვავებას თუ ხედავთ ვინმე, შემატყობინეთ)?"
"რატომ არ არის განადგურებული ეს კადრები, აკი ღარიბაშვილმა საკუთარი ხელით მოსპო დისკეტებიო?"
და ა.შ.
თქვე ჩემ...ო კოლეგებო, ამდენ ბოდიალს, ერთი მარტივი კითხვა რომ დაგესვათ (ან ახლა, ან მაშინ- 3 წლის წინ), არ აჯობებდა? აი, მაგალითად, ასეთი:
"ამის გამკეთებლების უფროსები და "კიდომ იმის უფროსები", დღეს რომ რეალურად თქვენი უფროსები არიან, სირცხვილი არ არის?!"
ან ასეთი: "უკრაინული საიტის დედაც ვატირე, მაგრამ მე რომ ქართული ტელევიზიების ფლაგმანი ვარ, მე რატომ არ ვეძებ და ვამზეურებ ამ ამბებს და არ ვააშკარავებ დამნაშავეებს?!"
ან სულაც ასეთი: "ქიბარ ხალვაში გათახსირებული და ცილისმწამებელია, მაგრამ როდესაც ჩვენი ტელევიზიის წილებს ყიდულობდა, გზად პრეზიდენტთან რატომ შეიარა?! რა შუაში იყო პრეზიდენტი ბიზნესთან?!" სხვანაირადაც შეიძლება: "ქიბარ ხალვაში ბიძინას და რუსების აგენტია, მაგრამ 5 მილიონად ნაყიდი ტელევიზია ცოტა ხანში 250 ათასად რატომ გაყიდა?!"
ანდა მოწოდებები რომ ავიღოთ- აი, ბოლო ხანს რომ მოუწოდებს მოქალაქეებს და განსაკუთრებით, კოლეგებს: გამოგვიცხადეთ სოლიდარობა, გვჩაგრავს "ქოცნებაო"! უფრო ეფექტიანი ხომ ასე იქნებოდა: "ხალხო, გახსოვთ, "ტელე-იმედი" რომ დაარბიეს "ნაცმოძრაობისას", ჩვენ რომ მთელი შემადგენლობით მაშინვე იქ გავჩნდით და სასტიკად გავაპროტესტეთ და მთავრობას რომ ვუთხარით: "თუთ!" და მერე კიდევ "კვირის პალიტრას" რომ მიუსია სააკაშვილმა საგადასახადო, ჟურნალისტებიც კი ტუალეტშიც რომ ვერ შედიოდნენ იმათ უკითხავად რამდენიმე დღე, მთელი ჟურნალისტური კორპუსი რომ "პალიტრის" ეზოში აპროტესტებდა ამ ამბავს და ჩვენ- "ერორელები" რომ პირველები ვიყავით ამ მოპროტესტეთა შორის, მერე "აიტივი.ჯი" და "პრესა.ჯი" რომ წაართვეს მის პატრონებს, სააკაშვილის მონებს რომ აჩუქეს და ჩვენ რომ გადავირიეთ და კინაღამ გავსკდით, იმდენი ვაპროტესტეთ; მერე უდანაშაულო ფოტოკორესპონდენტებს ლამის სამშობლოს ღალატი რომ შეტენეს, უამრავი სიუჟეტი გავუშვით მათი უდანაშაულობის დასამტკიცებელიო; ახლა ჩვენ გვიჭირს და გადაგვიხადეთ სამაგიერო!!!"
აბა, როგორია?! ჰოდა, გიხდით სამაგიეროს: "აქა ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!" არ ძალმიძს, რადგან თქვენს ტელევიზიას რამდენიმე მილიონი აპატია სააკაშვილის ბანდამ და თქვენ ამის ფონზეც არ გაგიტყდათ ჩვენთან საგადასახადოს მიერ სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება; არ ძალმიძს, რადგან აშკარად ჩანს, როგორ გიხარიათ დღევანდელი ხელისუფლების ნებისმიერი იაღლიში და სისულელე, რომელიც ქვეყნისთვისაც საზიანოა და მხოლოდ მის ოპოზიციას აძლევს ხელს; არ ძალმიძს, რადგან უკვე აღარ მალავთ, რომ ერთი პოლიტიკური გუნდის ტელევიზია ხართ და თქვენი "კურიერიც" დიდი ხანია ბრეჟნევის დროინდელ "ვრემიას" დაემსგავსა; არ ძალმიძს, რადგან ისე ვარ შეშინებული, რომ ბრიყვი მოსამართლის მიერ ნათქვამი,- დედაჩემი ჩემი ოჯახის წევრი არ არისო, ვერ გამიპროტესტებია, ვაითუ, ამით თუნდაც მისხალით იმათ დაბრუნებას არ შევუწყო ხელი; არ ძალმიძს, რადგან ნებისმიერი ბრიყვი მირჩევნია იმ თახსირების მობრუნებას, რომლებიც თვითონ თუ არ ბრძანებდნენ იმ საშინელებების ჩადენა-გადაღებას (არც ეს მჯერა), მომხდარიდან ძალიან მალე იცოდნენ მაინც და გული არ გაუსკდათ მაშინვე!
და რაზე წუწუნებენ დღეს?! "ცოცხებითა და კვერცხებით შეიარაღებული ადამიანებიო"! თავს დაესხნენ ჩვენს ოფისებსო! შეიარაღებულიო!
თქვე მართალა კვერცხებო და ცოცხებო!
მიდით, ატეხეთ ამბავი, ვეღარ დამალა "ქოცობაო"! ეუფ, გადაუხადა ბიძინამო!
ფეხებზე მკიდია თქვენი აზრი! არ ხართ თქვენ ჩემი კოლეგები!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1577 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი