"ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გარემოცვას!!!!"
font-large font-small
"ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გარემოცვას!!!!"
"ფეისბუკი" ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ - ეს სხვა საკითხია, ამაზე ახლა არ ვაპირებ საუბარს.
იმ "ფეისბუკში", ერთი გვერდი (ე.წ. დახურული ჯგუფი) არსებობს, რომელსაც ასე ეწოდება: "ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გარემოცვას!!!!"
ბატონო ბიძინა, 10 ათასი კაცია იმ ჯგუფში და კიდევ შეიძლება გაიზარდოს.
ეგეც რომ არ იყოს, რად გინდათ 10 ათასი კაცის ნათქვამი, ბატონო მოქალაქე ბიძინა ივანიშვილო, აგერ არ ვარ, ჩათლახებთან და უვარგისებთან ურთიერთობაში გამოცდილი ამხელა კაცი?! ჯერ კიდევ სამი წლის წინ გირჩიეთ ზუსტად იგივე და, შალიკო ნათელაშვილისა არ იყოს - მანდეთ ერთხელ ქვეყანაო, მეც მენდეთ რა, ამ ერთხელ:
გადახედეთ, კარგად გადახედეთ თქვენს გარემოცვას, ბატონო ბიძინა!!!

ჰოდა, თუ გადახედავთ, იმდენ საინტერესოს აღმოაჩენთ, "გაგიხარდებათ"... აი, თოფაძე ხომ უკვე მერამდენედ "აღმოაჩინეთ"! როგორ თქვით? - "გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები, კარგი კაცია და შეიძლება, ვაპატიოთ..."
მართალი ბრძანდებით და იმერული ზრდილობაც არ გღალატობთ, კარგია ეს. თორემ წეღან სამსახურში მოვრბოდი ტაქსით და ("მოვრბოდი" - ისე, სიტყვის მასალად, თორემ რას ირბენ ამ საცობებში) და ტაქსისტმა ("მეტაქსე" იქნება ქართულად სწორიო, თვალი მოვკარი, ვიღაც მოცლილი წერდა) ზუსტად იგივე თქვა, რაც თქვენ, ზუსტად. ოღონდ აშკარად არ იყო ზემოიმერელი და ცოტა სხვანაირად ჩამოაყალიბა: "დაბერდა და სულ @@@-და ეგ ჩ-@@@-სა!.."
სხვათა შორის, ჩემთვის რომ დაეჯერებინათ "ოცნებაში", ახლა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაცვივდებოდნენ: ჯერ კიდევ შარშანწინ ჰქონდა ბატონ გოგის "ჩრდილოური სინდრომის" გამოვლინებები და მაშინვე შეეძლოთ უხმაუროდ და პატივით გაეშვათ პენსიაზე. ახლა გვიანია - ახლა მისი გაშვება ოპონენტთა ზეწოლის შედეგად გამოჩნდება და მათ წინაშე თავზე ნაცრის წაყრად. არადა, დარწმუნებული ვარ (დაიმახსოვრეთ და მერე აღიარეთ ჩემი პროგნოზირების ნიჭი), თოფაძეს არჩევნებამდე შეუწყდება უფლებამოსილება.
ისე, თუკი მმართველი გუნდის ზოგიერთი "ფეისის" კომენტარებით ვიმსჯელებთ, სტალინისადმი თოფაძის თაყვანისცემა და მისი წინასწარმეტყველება - მალე ყველა მის სურათს დაიკიდებს კაბინეტშიო - სულაც არ მიაჩნიათ საშინელებად: ტყემალაძემ, - ხომ არ უთქვამს, ახლა დავკიდოთო, ასე თქვა, დრო მოვაო; მეჭიაურმა - დიახ, ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება იყო ისტორიაშიო; მანანა კობახიძემ - მე ვერ დავიკიდებ და ვისაც უნდა, დაიკიდოსო. უჰ, ეს რა წამომცდა, ეს არ გაუშვათ ეთერშიო. მერე მიხვდა, რომ უარესი თქვა - "კაკ რაზ" ამას გაუშვებდნენ და უხერხული ღიმილით გაეცალა კამერებს...
ბატონ-ქალბატონებო, არაფერია მაგ წამოცდენაში უხერხული, უხერხული ის იქნება, თქვენ რომ დაგიკიდოთ ხალხმა და ცივილიზებულმა მსოფლიომ იმის გამო, რომ თქვენი კოალიციის ერთ-ერთი პარტიის ლიდერი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ტირანსა და მასობრივ მკვლელს ეთაყვანება!
ახლა წარმოვიდგინე, იტალიის პარლამენტის წევრმა რომ თქვას:
- მიუხედავად ყველაფრისა, მთელმა მსოფლიომ მაინც მისით გაგვიცნო რომაელები. ამიტომ ვამაყობ და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, ყველას კაბინეტში კალიგულას სურათი გვექნება "დაკიდებულიო".
რას გადაეკიდე ამ თოფაძეს, მეტი ვერაფერი ნახე გასულ კვირაში სალაპარაკოო? - იკითხავთ და მართ­ლებიც იქნებით და იქნებ იმასაც ხვდებით, რომ თავს ვარიდებ "საქმეზე" ლაპარაკს... მაგრამ თავის გასამართლებელი საბაბიც მაქვს: გეტყვით, მაგ ამბებზე ხომ წინა "პროვოკაციაში" ვილაპარაკეთ, თემის გამეორება გამოვიდოდა-მეთქი.
მაგრამ ამას "არ ჭამს მკითხველი" და გულწრფელად გეტყვით: აღარ მინდა! აღარ მინდა სასამართლო, "რუსთავი 2", ის საშინელი ვიდეოები, იმ ნაბიჭვრის მხარზე ამოსვირინგებული და გულზე დაკიდებული ჯვრები ხომ, უკვე ღამითაც მესიზმრება... აღარ მინდა ამაზე წერა!
(მაგ სვირინგებზე გამახსენდა: რაღაც მაიმუნობას თუ არ აქვს ადგილი, ამ კაცის, თუ რაც არის, იდენტიფიცირებას რაღა უნდა?! გაინძერით ვინმე!)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი