ქინძი და ლოქო
font-large font-small
ქინძი და ლოქო
"მე ვიყო ქინძიო" - სააკაშვილმა უთხრა ტელეფონში თავის... მეგობარ სოფო ნიჟარაძეს.
ჰო, მართლა: ეგ ერთი საკითხი მაინც გაირკვა, ბოლოს და ბოლოს: დაკითხვიდან გამოსულმა მომღერალმა ნიჟარაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, - სააკაშვილი თქვენი რა არისო? - უპასუხა, - მეგობარიო.
მე მჯერა. ის ძველი ამბავიც ზუსტად მეგობრობის "პონტში" ჯდება, ხალხს რომ ჭორი ეგონა, მაგრამ თუ მეგობრები არიან, მაშინ მართალი იქნება, რადგან ერთი ჩემი ძმაკაცი, ადრე, ახალგაზრდობაში, ძალიან რომ დავთვერით (უფრო სწორად, გადავთვერით), უცებ ეცა მეორეს და... ყურზე უკბინა! მერე რა - მაინც მეგობრებად დარჩნენ დღემდე, ძმაკაცობაში "მოსულა" კბენა.
ასე რომ, ესენიც მეგობრები თუ არიან, ის, კბენის ამბავიც არ იქნება ტყუილი. ახლა, ყური იქნება, ცხვირი, ბრმა ნაწლავი თუ სხვა რამ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?..

ორიოდე კვირის წინ "პროვოკაციას" რომ ვწერდი, ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ახალი ნანახი მქონდა ის საშინელი ვიდეოები და ამიტომ ვერ დავიოკე ემოციები. ბევრმა გაიზიარა მაშინ ჩემი აღშფოთება და ეს საიტზე გამოგზავნილ ასზე მეტ კომენტარშიც აისახა, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ იმავე საინფორმაციო წყაროების საშუალებით, ჩანაწერებს ვნახავდი (მოვისმენდი), რომელშიც ისეთივე ამაზრზენი კადრები არ იქნებოდა, მაგრამ არანაკლებ აღმაშფოთებდა!
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო... "სისხლის ღვრა "სტოპრო" იქნება, ქინძი ვიყო!" - ამბობს ჩანაწერში ეს მართლა ქინძი და სულ ფეხებზე მკიდია - ვინ, როგორ, რა ფასად და რა მეთოდებით მოიპოვა ეს ჩანაწერი! აქ ყველაფერი საშინელია: ნათქვამის შინაარსიც, ტონიც, ისიც, თუ ვის ეუბნება (მერე რა, რომ მეგობარია, თავს აწონებს სისხლის ღვრის პერსპექტივით თუ რატომ უყვება?! მანიაკი!) და ა.შ., ხოლო ყველაზე ნაკლებ აღმაშფოთებელი - ჩანაწერების წარმომავლობაა. ამიტომ, იმ მსუყედ დაფინანსებულ არასამთავრობოებსა და მათთან ერთად, ჩემი ხელფასიდან დაფინანსებულ ომბუდსმენს, რომელმაც აგრეთვე მხოლოდ ამ საძაგელი კადრების გავრცელების უკანონობის გარკვევა მოსთხოვა ხელისუფლებას, მინდა შევახსენო: უკანონო მოსმენები სამოხელეო დანაშაულად ითვლება - ნაკლებად მძიმე დანაშაულად - და, თუ არ ვცდები, ერთ წლამდე ციხით ისჯება, რაზეც იმ კადრებშია საუბარი - კონსტიტუციური წესრიგის მოშლაა და 315-ე მუხლი ბევრი წლიდან უვადო პატიმრობამდე სასჯელს ითვალისწინებს!
"სულზე მოუსწრო" საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ "ნაცებსა" და "რუსთავი 2"-ს, ცოტათი გაიხანგრძლივეს ხითხითისა და ხელების ფშვნეტის დრო - გვარამიამ პირდაპირ განაცხადა: რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ (ჩათვალე: პაპუაშვილმა, "ჩვენიანმა") გადაწყვიტა, რომ სანამ სამივე ინსტანციაში გავასაჩივრებთ და წავაგებთ, მანამდე ხელსაც ვერავინ გვახლებს, ამ პროცესს არჩევნებამდე გავწელავთო! რომ გეკითხა, პოლიტიკა არაფერ შუაშიაო! თაღლითები!
მაინც კარგია, რომ გამოქვეყნდა - ის "ქინძი" აქ ერთ "ლოქოს" რომ ბარიკადებისა და ბოევიკების მობილიზებას ავალებდა, ეგ მაინც აღარ მოხდება და იმედია, ცხვირში ძმრად ადენთ ამ არამზადობას სამართალი.
ლოქო და ძმრად-მეთქი? ეეჰ, არადა, როგორ მიყვარდა, ამიერიდან კი ქინძმარში ჩაწყობილ ლოქოზე სულ ეს ქინძი, თავისი ლოქო-"შნირები" და მათი დაძმარებული სიფათები გამახსენდება...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი