სამართალი პურს(?!) ჭამს
font-large font-small
სამართალი პურს(?!) ჭამს
ორი კვირის წინანდელ "პროვოკაციას" გაგახსენებთ, რადგან ვერ ვითმენ - კიდევ ერთხელ არ წავიტრაბახო ჩემი ჭკუამახვილობით.
აი, რას ვწერდი: "დარწმუნებული ვარ (დაიმახსოვრეთ და მერე აღიარეთ ჩემი პროგნოზირების ნიჭი), თოფაძეს არჩევნებამდე შეუწყდება უფლებამოსილება"! აჰა! არჩევნებამდე კი არა, ერთი კვირა გავიდა და, - "ამოვწურე ჩემი სულიერი მისია პოლიტიკაში, წავედი დასასვენებლადო" - თოფაძემ.
ასე რომ, ახლა კიდევ რაღაცებს ვიტყვი და ყურადღებით იყოს, ვისაც ეს ეხება...

ოღონდ ჯერ რაზეც ძალიან გაბრაზებული ვარ, იმაზე ვიტყვი, თანაც ძალიან მინდა, ვიღაც-ვიღაცებმა ამის გამო სიხარულის ჭყლოპინი არ ატეხონ - "ეს ჩვენიანი გამხდარაო!"
მოკლედ, ასეა საქმე: დღეს "ინტერპრესნიუსმა" გამოაქვეყნა ბარაქ ობამას თანაშემწის, სელესტ უოლანდერის ინტერვიუ რუსული(!) გამოცემისთვის, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიულმა მოქმედებებმა ნატოს უბიძგა, რომ შესაბამისი ზომები მიეღო და სამხედრო სწავლებების სერია ჩაატარა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ ჰქონდა ასეთივე რეაქცია ნატოს რუსეთის აგრესიაზე საქართველოს მიმართ, ამ ქალბატონმა განაცხადა (მომყავს ციტატა): "განსხვავება იმაშია, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოს იმ რაიონებში შეიჭრა, სადაც რუსული ჯარები იმყოფებოდნენ"!!!
ეგეც შენი ამერიკელებიო! - მეტყვის ის ხალხი, ზემოთ რომ ვახსენე და მეც, ალბათ, ცოტა დავიბნევი, მაგრამ მერე მაინც იმას ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი: რუსეთი ჩვენი მტერია, ხოლო ამერიკას მანამდე ვეკიდებით ფეხებზე, სანამ იქ ობამა და კომპანია იუფროსებენ (აი, "გავიხანგრძლივე არგუმენტი", მაგრამ მომავალ წელს რესპუბლიკელებმა რომ მოიგონ არჩევნები და იმათაც "დაგვადონ", მერე რაღა ვთქვა?! ისე, უკვე მაგისიც მეშინია...)
ჰო, ახლა ჩემი მორიგი "პოლიტიკური წინასწარმეტყველება": გუშინ უცნაური სიუჟეტი ვნახე "კურიერში" - მოსამართლე ურთმელიძის დაბარების გამო აღშფოთებული იუსტიციის საბჭოს წევრები და მთლიანად - იუსტიციის საბჭოს სხდომიდან ლამის მთელი რეპორტაჟი. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ სტრუქტურის მიმართ (სიტყვის მასალად ვამბობ, თორემ ჩახედეთ შემადგენლობას და...), ცოტა არ იყოს, გადამეტებული მეჩვენა ძვირფასი საეთერო დროის ამ დოზით დათმობა მისთვის, მერე რაღაცები გამახსენდა და მივხვდი! მაშ, ასე: "რუსთავი 2"-მა დაიწყო მურუსიძისა და სხვა მოსამართლეების ვირეშმაკული გაპიარება - როგორი "გულწრფელი აღშფოთებით" ბობოქრობდა ეს კაცი და არ ეპუებოდა თავისი უშუალო უფროსის - ნინო გვენეტაძის "უზურპატორულ გადაწყვეტილებას" საბჭოში ურთმელიძის გამოძახების შესახებ (არადა, იმისთვის იბარებდა, ვინმე ზეწოლას ხომ არ ახდენსო, რომ გაერკვია)! ამ დღეებში კიდევ ერთი-ორჯერ გვაჩვენებენ მის "უკომპრომისობას", ოღონდ იმის თქმა დაავიწყდებათ, რომ მურუსიძე იყო გირგვლიანის საქმის შუბლისძარღვატროფირებული მოსამართლე, ვიღაცები ამას "ჭამენ" და მურუსიძე და კიდევ რამდენიმე მოსამართლე სულ მალე მთავარი კანდიდატები იქნებიან უზენაესი სასამართლოს წევრობისათვის. და მთავარი: მაქვს დოკუმენტები, რომ ეს ძალები სხვადასხვა ხერხით ლობირებენ გადაწყვეტილებას, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობა არა ათ ან თხუთმეტწლიანი, არამედ სამუდამო თანამდებობა იყოს.
ჰიპოთეტური მაგალითით ვაზუსტებ განსაკუთრებით შტერებისთვის (ასე­თე­ბიც კითხულობენ ჩასაფრებულები და მერე მწერენ, - "ნაცებს" თავისი ცოდვებიც ეყოფათ, რაებს უგონებო): მიაკუთვნა "რუსთავი 2" ურთმელიძემ ხალვაშს, გაასაჩივრეს "ნაცებმა" სააპელაციოში, იქაც წააგეს, გაასაჩივრეს უზენაესში (ამასობაში, როგორც გვარამიამ თქვა, გავწელავთ პროცესს და არჩევნებიც მოვაო), უზენაესში კი, მივლენ და დახვდებათ "მურუსიძე სასტავით"!
იცით, რა?! სიმართლე თუ გინდათ, დიდად არ მადარდებს, ხალვაშის იქნება ეგ ტელევიზია თუ სხვისი, მაგრამ არაფრით არ მინდა, ჩემს შვილს რომ რამე გაუგებრობა შეემთხვას, სამართლის საძებნელად რკინის ქალამნებით უზენაეს სასამართლომდე მისულს, იქ გირგვლიანის საქმის მოსამართლეები დამხვდნენ და თანაც "პაჟიზნენად" დანიშნულები! მერე რა ვქნა, რომ იქიდან მოშორდნენ, - დავხოცო?!
ამიტომ, ბატონებო, ცოტა ყურები გამოიბერტყეთ და მიხვდით, რომ "ფინტებს გიტარებენ" და ვინმეს რამე დაუჯერეთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
960 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი