"დასტუკული" ბულდოზერი
font-large font-small
"დასტუკული" ბულდოზერი
"კაცმა მალა, მალაო, ჭირმა თავი არ დამალაო" - სამწუხაროა, რომ წინა "პროვოკაციაში" (რომელსაც "უღიმილო პროვოკაცია" ვუწოდე)
განხილული თემა დღესაც აქტუალურია. "დღესაც" კი არა, დღეს არის თუ არის: მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული ის ვიდეომიმართვა, რომელმაც მთელი საქართველო ააღელვა: ზოგი აღაშფოთა, ზოგი შეაშინა, ზოგი - სამაგიერო ძალადობის ხასიათზე დააყენა...
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ პარიზის ტერაქტზე ვწერდი და შიშსაც გამოვთქვამდი, - მთლად "თამაშგარე მდგომარეობაში" ვერ დავრჩებით-მეთქი. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ეს ცუდი პროგნოზი ახდა.
შვიდი, რვა წლის წინ ვამბობდი, ვამბობდი კი არა, ვეუბნებოდი წინა ხელისუფლების მეთაურებს - მიხედეთ ამ ამბავს, გურიაში ჩასახლებულ აჭარლებში და თვით აჭარაში ვიღაც-ვიღაცები დაძვრებიან და შხამავენ იქაურობას-მეთქი, მაგრამ "დაიკიდეს".
ახალა ამათ ველოდები: ტელევიზორიდან უკვე გვემუქრებიან და იქნებ, სანამ სახლებში შემოგვიცვივდებიან, მანამდე მოიმოქმედონ რამე.

ჩავედი აჭარაშიც და გურიაშიც, ვესაუბრე იქაურებს: მუსლიმებსაც და ქრისტიანებსაც, სხვათა შორის - უღმერთოებსაც; ჭკვიანებსაც და "გადარეულებსაც" ("ვერ ვნახავდი გურიაში ამფერებს თუ რაი?!"); ახალგაზრდებსაც და ხნიერებსაც; გლეხებსაც, ჩინოვნიკებსაც და უსაქმურებსაც - ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პრობლემა ძალიან შორს არის წასული და სახელმწიფოს, მისი უსაფრთხოების სამსახურების გადასაჭრელია. "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილიო" - ნათქვამია, მაგრამ ამ შემთხვევაში მიჩუმათება და მიფუჩეჩება მომავალ თაობას კი არა (ჩვენში ასე "გრძლად" რომ ვერ ფიქრობენ ხელისუფლებები, უკვე ვიცით), - დღეს, ხვალ, ზეგ, დამდეგ შაბათს თუ "ახალწლებამდე", პირადად ჩვენ, თქვენ შეგეხებათ მსუყე ხელფას-პრემიებიანო ძია-დეიდებო-ვ და ამიტომ მაქვს სუუულ პაწაწკინტელა იმედი, რომ, ბოლო დროს ქვეყნის მდგომარეობისადმი სრულიად არაადეკვატურად გასივებულ "ერთ ადგილებს" გაანძრევთ და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაინც მიხედავთ საქმეს.
ხელფას-პრემიებს რაც შეეხება: გენერალური აუდიტორის (ადრე კონტროლის პალატის თავმჯდომარე რომ ერქვა) მოადგილეს 7.000 ლარი ჰქონია ხელფასი. გამიკვირდა და კოლეგას ვკითხე, მართალია-მეთქი? კინაღამ მოკვდა სიცილით - სულ "გოიმი" მეძახა და მარეგულირებელი კომისიის წევრების შემოსავლების ცხრილი მაჩვენა! ეს კომისიებიც, ღმერთმა ამრავლოს, ერთი ხომ არ არის?! "სემეკი" - დენის ტარიფს გვირეგულირებს, კიდევ სხვა - წყლის ტარიფს (მაია ნადირაძე გახსოვთ? სიკვდილსამც დავიწყებია - 1,5 მილიონი ლარი "გამოუმუშავებია" ამ კომისიაში), კომუნიკაციების და ა.შ.
ასე უნდა წარმოვიდგინოთ: ზის ამ კომისიაში რამდენიმე ადამიანი და წლების განმავლობაში ბჭობს, - მოიმატოს თუ არა ტარიფმა წყალზე. წლები მიდის, ტარიფი უცვლელია. ესენი ასი ათასს იღებენ ხელფასს!!! თქვე ჩვენო კომისიის წევრებო, ან მოუმატეთ ამ ტარიფს, ან დააკელით, რამე ქენით, ჩაახველეთ მაინც - გაგვიხარდება, მივხვდებით, რომ ცოცხლები ხართ...
კარგი, ჯანდაბას მაგათი თავი, მაგათთვისაც მოვიცლი საგანგებოდ, ახლა ორ "ახალგამომცხვარ" პოლიტიკურ ძალაზე მინდა, თითო სიტყვა ვთქვა. არავინ შემეკამათოს, - პაატა ბურჭულაძის ფონდი პოლიტიკური ძალა არ არისო! ვისაც ასე სჯერა, შეუძლია გადაფურცლოს ეს ჟურნალი (ვინც ინტერნეტში კითხულობს, სხვაგან "დააკლიკოს") და ანეკდოტები წაიკითხოს.
ცხადია, ყველას აქვს უფლება პოლიტიკური მოღვაწეობის სურვილი ჰქონდეს, მაგრამ კაცს თუ აღარ გემღერება, პოლიტიკაში რაღა გინდა?! თანაც ამ საქმეს სააკაშვილთან შეხვედრით იწყებ?! არ მიგრძნობს ეს ოხერი გული კარგს, არა.
სააკაშვილზე გამახსენდა: მგონი, უკვე მეცოდებიან "ნაცები"... გასაწყლდნენ რაღაცნაირად, თავს იტყუებენ და ჰგონიათ, რომ სხვაც ტყუვდება. აბა, სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც ოდესის გუბერნატორის მიერ უკრაინის პრემიერ-მინისტრისადმი გამოთქმულ მორიგ ბრალდება-მუქარაზე ასეთ კომენტარს აკეთებს "ნაცების" ერთ-ერთი მთავარი "ფეისი" გიორგი ბარამიძე: "მიშა, იქ უკრაინელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, ოლიგარქებსა და აქ ივანიშვილს, ერთდროულად მოინელებს! ნამდვილი პოლიტიკური ბულდოზერია!"
ოე, "სასტავ"! "დასტუკა" მაგ ბულდოზერის "მატორმა", "დასტუკა"!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი