ნაპრეზიდენტალი დაბრუნებას აპირებს, ლეონიდ, ნუგეშ გვეც!
font-large font-small
ნაპრეზიდენტალი დაბრუნებას აპირებს, ლეონიდ, ნუგეშ გვეც!
აგერ, ბატონო, ჩერნოვეცკი ისეთ სტატუსებს აქვეყნებს ფეისბუკზე, უკვე მჯერა მისი!

დიდად სანუგეშო კვირა გვქონდა. "რუსთავი 2" თავის პოზიციაზე მყარად დგას და ყადაღა კი არა, რაც უნდა დაგვადონ, ჩვენ მაინც მთლიანი ტელემაყურებლების უმეტესობა გვიმზერსო, - თქვა ნიკა გვარამიამ. ისე, ვაღიაროთ, "რუსთავი 2"-ის ჩაწერილი მიშას ინტერვიუ ძალიან ბევრმა რომ ვნახეთ. ნაპრეზიდენტალი პატარა ტბორის ფიცარნაგზე ისე იჯდა, როგორც ოდესღაც მაია მიმინოშვილთან ერთად, რომელიღაც "ბალკონზე". ოდესის გუბერნატორი ცალკე უკრაინისთვის თავდადებას იფიცებოდა, ცალკე - საქართველოსთვის. ერთმა გამოუსწორებელმა მიშისტმა თქვა, მაგას ისეთი თავი აქვს, ორივე ქვეყნისთვის იკმარებს, მაგრამ უთავოდ ან ოდესა ივარგებს, ან - საქართველოო?

რაღაც იმგვარი "სუნი ასდიოდა" ამ ინტერვიუს, მგონი საქართველოში აპირებს მიხეილი დაბრუნებას. აბა, ხეგლეჯია რუსი ოლიგარქის იმედად ხომ არ დატოვებს სამშობლოს?! თან ის აბრკოლებს, ჯერ არ შექმნილი მისი პარტია რეიტინგულად მესამე ადგილზე ყოფილა უკრაინაში და დიდი მომავალიც ჰქონია! ეგებ ვიფიქროთ და შევქმნათ უკრაინა-საქართველოს ფედერაცია, რომლის პირველი პირი უცვლელად იქნება სააკაშვილი! თან, ნათელია, რომ უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსები თანაბრად ზრუნავენ სამყაროზე.

აგერ, ბატონო, ჩერნოვეცკი ისეთ სტატუსებს აქვეყნებს ფეისბუკზე, უკვე მჯერა მისი! ადრე, როცა ხელგაშლილობა კანონით არ ეკრძალებოდა, ბატებიც კი უჩუქებია ერთი ოჯახისთვის. ჩვენც გვინდა ბატები, ლეონიდ! გაგეგონება, ბატონო (ბატებზე არ გამხსენებია) ჩემო, რომ ადრე ღერღეტებმა ("ბატი" სომხურიაო, საბას უთქვამს და ქართულად ღერღეტი ჰქვია!) რომიც კი გადაარჩინეს და რა ღმერთი გაუწყრება საქართველოს, რომ ვერ გადაარჩინოს ლეონიდის ნაჩუქარმა ფრინველებმა? ისე, რომელიმე ტელევიზიამ გამოიყვანეთ ეს კაცი პირდაპირ ეთერში, თუნდაც ერთი თავისი "ფეისბუკსტატუსი" თქვას ქართულად, ნუგეში გვცეს (დავით ზურაბიშვილმა სხვანაირად თქვა, მაგრამ ჩვენ ზრდილობა მაგას პირიდან არ წამოგვაცდუნებს) და ხმას როგორ დავამადლით?!

ვის უნდა მივცეთ ხმა, ეს მართლა სადარდელია. "გირჩებმა" თქვეს, სააკაშვილი ისე ლაპარაკობს ხალხზე, თითქოს ცხოველები იყვნენო. ეს "ნაძვმოძრაობას" თუ "ნაცმოძრაობას" "დაცვენილები" რას ლაპარაკობენ მამა-მარჩენალზე, ვეღარ
გამიგია. "გირჩებმა" გამახსენეს და ეგებ რომელიმე პარტიამ "რკო" დაირქვას, გავაერთიანოთ მასში მადიანი პოლიტიკოსები, ბარემ ფორმისა და შინაარსის ერთიანობა შეგვრჩება ხელთ!

პ.ს. "ნაცები" ვახსენე და ერთი ანეკდოტი გამახსენდა:
მოხუცი ბებო მიცუნცულებს ქუჩაში... დაინახა, 3 კაცი მეოთხეს აგინებს უშვერი სიტყვებით...
- როგორ შეიძლება, ასე რომ ლანძღავთ ადამიანს? ცოდვა არაა?
- ნაციონალია, ბებო, ნაციონალი!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი