პოლიტიკოსები და მათი მეტსახელები
font-large font-small
პოლიტიკოსები და მათი მეტსახელები
ბიძინა ივანიშვილის მეტსახელებსაც ჩამოგითვლით

ადამიანები ოდითგანვე "ასაჩუქრებდნენ" საზოგადო მოღვაწეებს სხვადასხვა მეტსახელით და ეს თითქმის ტრადიციადაც კი იქცა. უფრო მეტიც - ბევრი მათგანი ისტორიას ოფიციალური სახელით კი არა, სწორედ მეტსახელით შემორჩა. მეტსახელის შერქმევისას ხშირად სახელის "ფონეტიკური თამაში", პოლიტიკოსის ტემპერამენტისა და ხასიათის გათვალისწინება ხდება ანდა - მისი დამსახურება საზოგადოების წინაშე.

მაგალითად, გიორგი ბრწყინვალე, დავით აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული - სამივე მეფე მეტსახელით შემორჩა ქვეყნის ისტორიას.
რომის იმპერატორის, კალიგულას ნამდვილი სახელი გაიუს იულიუს ცეზარი გახლავთ, მაგრამ მეტსახელი - კალიგულა ჯარისკაცური ჩექმების ("კალიგა") გამო ეწოდა, რომლებსაც ბავშვობაში ატარებდა.
დასავლეთელი პოლიტიკოსების უმეტესობასაც მეტსახელი აქვს. მაგალითად, ჯორჯ ბუშს (უმცროსს) კოვბოის ეძახდნენ, მის ერთგულ თანაშემწეს, კონდოლიზა რაისს კი - კონდის.
იტალიის პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის დონ ბერლუსკონი შეარქვეს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს - მარგარეტ ტეტჩერს კი - რკინის ლედი.
მეტსახელების გარეშე არც საბჭოთა ლიდერები დარჩენილან: ვლადიმირ ულიანოვი ლენინის მეტსახელითაა ცნობილი, სოსო ჯუღაშვილი კი - სტალინის ან კობას.
მიხეილ გორბაჩოვს გორბატი შეარქვეს, მის მეგობარ ედუარდ შევარდნაძეს კი - თეთრი მელა.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სტუდენტობისას ჩრჩილს ეძახდნენ. გაპრეზიდენტების შემდეგ კი მისი ინიციალებისგან შემდგარი მეტსახელი - ვვპ და ტუალეტნი პუტიონოკ მოარგეს. ჯორჯ ბუში მას პუტი-პუტ-ს ეძახდა.
რუსი პოლიტიკოსების გამორჩეულ სახეს, ვლადიმირ ჟირინოვსკის - ჟირიკს ან ლიბერალისიმუსს.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ამერიკელი დიპლომატები შიშველი მეფის მეტსახელით მოიხსენიებენ, ხოლო ფრანგებმა მას ქალების მიმართ გადაჭარბებული სიყვარულის გამო სარკო ზიზი შეარქვეს, რაც წმინდა ასოს ნიშნავს.
ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არიელ შარონი ხალხმა მეტსახელით - ბულდოზერი - დააჯილდოვა, რადგან ტერორისტების ბინებს ბულდოზერით ანგრევდა.
ქართველებმა არც თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსები დატოვეს უყურადღებოდ და ბევრ მათგანს მეტსახელი შეურჩიეს. სოციალურ ქსელში თითოეული მათგანის მეტსახელით მოხსენიება საკმარისია და ყველა ხვდება, ვინ იგულისხმება.
მაგალითად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პლასტელინა შეარქვეს მისივე ნათქვამიდან - პლასტელინივით კაცი ვარო, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში რომ განაცხადა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას ხალიანა ჰქვია, რაც ლოყაზე არსებული ხალის გამო შეარქვეს.
პაატა დავითაიას ჩემთვითონდავითაიას ეძახიან. ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც "გაერთიანებული ოპოზიციის" სიით მოხვდა საქართველოს პარლამენტში, მასზე ამბობდნენ, ერთკაციან პარტიას თავმჯდომარეობსო. მოგვიანებით შექმნა მოძრაობა - "მე თვითონ", რომელიც შემდეგ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა და მეტსახელიც აქედან შეურჩიეს.
საერთოდ, აგრესიის წინააღმდეგი ვარ და შესაძლოა, არც კი მომწონს, მაგრამ ზოგიერთი მეტსახელი აშკარა სიძულვილს გამოხატავს. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნუგზარ წიკლაურს, მის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები წუკლარად მოიხსენიებენ, გივი თარგამაძეს - პირღიად.
გიგი უგულავას, რომელიც სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო იხდის სასჯელს, - იგულავა შეარქვეს, ხოლო აწ გარდაცვლილ კახა ბენდუქიძეს - იუდა.
საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილესა და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს სიმპათიური გარეგნობის გამო ვარსკვლავბიჭუნა შეარქვეს, საქართველოს ყოფილ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს კი - ხერხემალი, რადგან მასზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ის საქართველოს მთავრობის ხერხემალია.
ყოფილი პრეზიდენტი ვახსენე და უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მდიდარია მეტსახელებით: მიხეილ ცრუ, მიხეილ ვადაგასული, არქიფო, ჰალსტუხიჭამია, მიხეილ უმიწაწყლო, მიხეილ უვანო (ვანოს გარეშე), მიხეილ უღონო, მიხეილ უსირცხვილო, მიხეილ ავლაბრიანი, მიხეილ ვერტმფრენიანი, მიხეილ ჩაგრულ-დევნილი, მიხეილ გიულის ძე, შადრევან პირველი (შადრევნების სიყვარულის გამო), სურენა (მას შემდეგ, რაც სომხურმა გამოცემამ დაბეჭდა, რომ სააკაშვილი ეროვნებით სომეხია), მიხეილ მასაჟიანი, მიხეილ მაღალი, ქინძი... უკრაინაში კი მას მიხეილ ნიუსს ეძახიან იმის გამო, რომ დღე არ გავა, რომელიმე არხზე მისი ინტერვიუ არ აჩვენონ.
აქვე ბიძინა ივანიშვილის მეტსახელებსაც ჩამოგითვლით: რუსი ოლიგარქი, ბიძგინა, ბიძო, ბიძო ფულიანი, ზებრიჩი, პინგვინა, ხეგლეჯია...
ნინო ბურჯანაძეს, მამის, ანზორ ბურჯანაძის ფქვილის ბიზნესის გამო, ფქვილოვნას ეძახიან, ზაქარია ქუცნაშვილს, ხშირი თმის გამო - ფაფახას, პარლამენტარ თამარ კორძაიას - ელგებეტას (გამუდმებით, სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავს), გუბაზ სანიკიძეს კი - მილიონერს: გახსოვთ ალბათ, მისი ფარული ჩანაწერი, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე გამოქვეყნდა, სადაც ამბობდა, რომ მილიონი უნდა ეშოვა.
ეკა ბესელიას, ბოსელიას (გვარი გადაუკეთეს) ან ფიფქიას ეძახიან, ცნობილი თეთრი ჩექმის გამო.
"ნაციონალ" გიორგი ბარამიძეს კი ხალხში კუბდარა ჰქვია, რაც მას მერე შეერქვა, როდესაც შსს მინისტრობის დროს, სვანეთში აფრასიძეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა და ხმა გავრცელდა, ოჯახის თითქმის ამოხოცვის შემდეგ, კუბდარი მოითხოვა და სისხლით მორწყულ ეზოში მიირთვაო.
ქართულ პოლიტიკას სიდედრიჩი - გოკა გაბაშვილი ჰყავს და სიმამ­რიჩი - ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა მას ჰაკიმ ფაშადაც მოიხსენიებენ მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით აიტვირთა ინტერნეტში.
გიორგი კანდელაკს საზოგადოება მაზდა-კანდელაკის სახელით იცნობს, რაც გადაბმული წარბების გამო შეარქვეს.
სიმართლე რომ გითხრათ, გიგა ბოკერიას მეტსახელი არ ვიცი, მაგრამ მის მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს ტაბულა ბიცოლას ეძახიან ("ტაბულას" რედაქტორი გახლავთ)...
მეტსახელს ვერც ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური გადაურჩა და მას ხალხმა "ჭამე ნოდარი" დაარქვა იმის გამო, რომ ერთ-ერთი რესტორნიდან, სადაც ნოდარ ხადური სტუმრებს გაუმასპინძლდა, კერძების გრძელი ჩამონათვალი გამოქვეყნდა.
თამაზ მეჭიაურს ლოყაზე იარის გამო ჟოფრეი შეარქვა საზოგადოებამ, ხოლო გოგი თოფაძეს - ყაზბეგა.
რაც შეეხება გუგული მაღრაძეს, ჩიორა თაქთაქიშვილს, გედი (გედევან) ფოფხაძეს და ნიკა მელიას - მათზე ამბობენ, ისედაც "მეტსახელები ჰქვიათ" და ახლის მოგონება რაღა საჭიროა.
მადლიერმა საზოგადოებამ მხოლოდ პოლიტიკოსებს კი არა, პოლიტიკურ პარტიებსაც კი მეტსახელები მოუგონა: "ნაცები" ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"); "ქოცები" ("ქართული ოცნება"); "თავდემები" ("თავისუფალი დემოკრატები") და "რესპები" ("რესპუბლიკელები")...
ეს, რაც ზემოთ მოგახსენეთ, დღევანდელი რეალობაა და ძალზე საწყენია, რომ უმეტესად, სიძულვილის ენით შერქმეული მეტსახელებია... მე კი ვისურვებდი, რომ მოკლე ხანში ისეთი პოლიტიკოსები გვყავდეს, რომლებსაც მეტსახელად აღმაშენებელს, ბრწყინვალეს, თავდადებულს, მადლიანას, კეთილას, ხალისას დაარქმევენ, სრულიად ერს კი "ბედნიერა" გვერქმევა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი