პაატა, კუზანოვის რძალი და ეკა-მანანა, ვითარცა დები - მარიამ და მართა
font-large font-small
პაატა, კუზანოვის რძალი და ეკა-მანანა, ვითარცა დები - მარიამ და მართა
ამას წინათ ჩემ მიერ "ბანის პარტიის" გაქილიკების გამო გული დასწყდა მკითხველთა ნაწილს.
პაატას რომ ბევრი კარგი უკეთებია, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ თავს რად იტკივებდა ეს ჩვენი სახელგანთქმული მომღერალი და ქველმოქმედი? ვის იღებდა პარტიაში, ათას პარტიაგამოვლილ მედროვეებს და მერყევ "ნაციონალებს"?! პოლიტიკურად გამოუცდელ ბურჭულაძეს წევრების რაოდენობა ეგონა წარმატება და, რატომღაც დაავიწყდა, რაოდენ უყვარს კაცობრიობას სწრაფი და იოლი ფული. იმდენად მიმზიდველი იყო ბანის ჯიბე, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოებში პაატას ფრაქციებიც შეიქმნა, ძირითადად, "ნაციონალების" ხარჯზე და როგორც კი კუზანოვამ პოლიტიკურ ასპარეზზე უარი თქვა, პანტაპუნტით მიუბრუნდნენ "უძღები შვილები" მშობლიურ, მიშას პარტიას. მოკლედ, როგორც სწრაფად დაიწყო ზრდა პარტიამ, ასევე სწრაფად დაიწყო შემცირება. ანუ ფული ჯოჯოხეთსა და პარტიულ ოფისებსაც ანათებს, სამაგიეროდ, გონებას აბნელებს!

პაატას პარტიის მსგავსად, არც "ქართულ ოცნებას" აქვს სახარბიელოდ საქმე. გრიგოლიჩის პარტიას ორი ქალის (ეკა და მანანა, რომლებიც, ვითარცა დები - მარიამ და მართა, ერთად იხსენიებიან) გამო იმიჯი კატასტროფულად შეერყა, მაგრამ პარტია ჯიუტად აგრძელებს მათი პოზიციის გამაგრებას საარჩევნო სიაში. "ნოსირელი ქაჯი ხარ და დარჩები ნოსირელ ქაჯად", - ასე შესძახახა არასამთავრობო "მომავლის იმედელმა" თამარ ხაჭაპურიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას და ეს კიდევ არც არაფერია იმ "ზედწოდებებთან" შედარებით, რასაც ფოთისა და ქართული იურისდიქციის უგვირგვინო დედოფლისათვის იმეტებენ. ამ ლოგიკით, თუ ეკა ქაჯია, მაშინ მისი პოლიტიკური ტყუპისცალიც ამავე იარლიყმიწებებული იქნება, ოღონდ, ჯერ არ შეუჯერებიათ ქოცების მოწინააღმდეგეებს მანანას სადაურქაჯობის შესახებ პოზიციები (დაბადების ადგილის მიხედვით თუ იურიდიული მისამართის მიხედვით).

თუ გახსოვთ, წინა "პროვოკაციაში" ვწერდი, საჩხერეში გაჭორვილელებულ კობახიძეს ნულოვანი რეიტინგი აქვს და მისი მხარდამჭერები ბიძინას რაიონში თითქმის აღარ ჰყავს-მეთქი. "ქართულმა ოცნებამ" მგონი ეგ გაითვალისწინა და გამოაცხადა: ძიძიგურელი კვიჟინაძე იყრის კენჭს და ჩვენ მანდ კანდიდატურას არ დავიყენებთო. სწორადაც მოიქცნენ, მანანა რომ წარედგინათ, წააგებდნენ (წარმოგიდგენიათ, რას იყოყოჩებდნენ "ნაცები", მშობლიურ მხარეში რუს ოლიგარქს თავზე დაექცა პარტიაო) და აგერ, ბატონო, დიდსულოვნად დაუთმეს ადგილი "კონსერვატორ" კვიჟინაძეს. გამოკვეთილად ვამბობ, ეგ კვიჟინაძე ისეთივე "კონსერვატორია", როგორიც მე - კონფუციანელი, მაგრამ სტრატეგია პოლიტიკაში მნიშვნელოვანია! ალბათ "კონსერვატორები" 41-ის პრიმა ან ინდექსნიშნით იქნება ბიულეტენზე "ამოტვიფრული".

ბოლო დროის კონცერტები მახსენდება. მიშასეული სტრატეგია "ქოცებს" მოსწონთ და "დლია ხრაბროსტი" და "დლია რეიტინგა" დაგვაჩექინჯორჯიეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამდენი ხელოვანი ბებია-ბაბუების მერე ალბათ ფიდელ კასტროსა და ლენინის მუმიასაც გვაჩვენებენ, თან რაც არ გამოუვა გიორგაძეს, მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მოუმზადებლობას გადააბრალებს, აბა, "გაპრავება" არ სჭირდება 29-მილიონიან ხარჯს?! ამ ფულით პენსიების ზრდაც შეიძლებოდაო, გაიძახიან ერთკაციანი პარტიები. თუმცა, ხადურმა მაინც მოძებნა თანხები და წინასაარჩევნოდ იმაზე მეტი შესთავაზა მოხუცებს, ვიდრე გულუხვმა და სენტიმენტალურმა, დანაჩანგალა ბაქრაძემ (როგორ გულისამაჩუყებლად ჟღერს უმაღლესრეიტინგიანი პოლიტიკური პერსონისაგან: "ყველა პენსიონერი აიღებს 50 ლარით მეტ პენსიას. ამას თვალებში ჩახედვით გპირდებით!") დავითს ცალკე ჭიაბერაშვილმა გაუმაგრა პოზიცია, მეორედ მოსვლისთანავე ხუთი თუმნით გავზრდით მოხუცების ჯიბის მოცულობასო. ისე, ავი ენები
ამბობენ, ე, მაგ 29 მილიონიდან "ატკატები" გაკეთდება და წინასაარჩევნოდ ქოცურად დაიხარჯებაო. ველოდებით, ბატონო, ფაქტურების გამოფრიალებას, რაში "გაისროლეთ" მილიონები, თორემ ეჭვი არ გვინელდება! ისე, "ნაცებიც" იწყებენ კარდაკარ ჩამოვლას და ნეტავ მას, ვის კარსაც ისინი შეაღებენ, აღმაშენებელთა და დიდსიკეთეთა უანგაროდ მკეთებელნი!

პ.ს. ბიძინამ ფსიქოლოგია-ფილოსოფიის მერე ხელოვნების კვლევა დაიწყო: აჭარული ერთობ "ჟიზნენი" ცეკვაა, მაგრამ ის ვერ გამიგია, შუა ცეკვაში "ბეზ პრიჩინ" რატო შემოდის "გამხურებელი" ტიპი, მაგის გარეშეც მშვენიერი ქორეოგრაფიაა, თურმე საიდან იწყებს სათავეს "პაატას სინდრომიო"...

პროვოკატორის ბლოგი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
25.06.2016
რა კომენტარი უნდა, რაც მარტალია მარტალია
ლილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი