გაშარჟებული პოლიტიკა ანუ კაცი სახელად "გავძეხი" და თვალებდაკარგული ვოლსკი
font-large font-small
გაშარჟებული პოლიტიკა ანუ კაცი სახელად "გავძეხი" და თვალებდაკარგული ვოლსკი
ახლახან პარლამენტის შენობაში პარლამენტართა კარიკატურების გამოფენის მოწყობაზე უარი უთხრეს


"ადამიანს თუ არ აქვს იუმორის გრძნობა და უნარი, შარჟი ადეკვატურად აღიქვას, ის საპასუხისმგებლო თანამდებობას საერთოდ არ უნდა გააკარო, საშიშია", - ამბობს საერთაშორისო კონკურსებზე ათგზის გამარჯვებული, კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი. ის ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით "ვიტიგრაფის" რეიტინგში საპატიო მე-6 ადგილზეა.GzaPress


ახლახან პარლამენტის შენობაში პარლამენტართა კარიკატურების გამოფენის მოწყობაზე უარი უთხრეს. გამოსავალი მარტივად იპოვა, - კანონმდებლების შარჟები სოციალურ ქსელში გამოფინა.GzaPress
ერთგვარი ნიჭია ისიც, რომ ხანდახან საკუთარ თავს იუმორით შეხედო. ეს ნიჭი კი ყველა ადამიანს არა აქვს.
ბესიკ დუღაშვილი:
- პარლამენტში პირველი გამოფენა 2010 წელს მქონდა, 64 შარჟი იყო გამოფენილი და მაშინდელმა პარლამენტარებმა ძალიან იხალისეს. მერე ნახატები საჩუქრად დაურიგდათ. ჩარჩოებში ჩასმასა და სხვა წვრილმან დეტალზე პარლამენტის აპარატმა იზრუნა. მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის პარლამენტში მსგავსი გამოფენა არ გაკეთებულა, ეს პირველად საქართველოში მოხდა.
- გამოფენის მოწყობას პარლამენტში წელსაც აპირებდი, უარი რატომ გითხრეს?
- პირად საუბრებში პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი მეუბნებოდა, - "ახლა სხვა გამოფენაა", "ჯერ დრო არ არის", "ბატონი დავითი ჩამოვა და"... ბოლოს მივიღე წერილი, რომ ანალოგიური გამოფენები პარლამენტში არ ეწყობა.
- ამის შემდეგ გამოფენა სოციალურ ქსელში გააკეთე. პირადად მე, შარჟებზე ძალიან ვიხალისე.
- ბევრს შეიძლება საკუთარი თავის გაშარჟება არ მოეწონა.
- ეს ხომ იუმორია?
- რა თქმა უნდა, იუმორია. ჩემი აზრით, ადამიანს თუ არა აქვს იუმორის გრძნობა და უნარი, შარჟი ადეკვატურად აღიქვას, ის საპასუხისმგებლო თანამდებობას საერთოდ არ უნდა გააკარო, საშიშია.
- წინა გამოფენაზე პარლამენტარების რეაქციები როგორი იყო?
- ყველას მოსწონდა სხვების კარიკატურა, თავისი არა.
ტელევიზიით გიგი წერეთლის ინტერვიუ აჩვენეს. თავის კარიკატურასთან იდგა, ამბობდა, საერთოდ არ მგავსო, არადა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. ჩხუბიც იყო, - მე რატომ არ დამხატეო? ეს საყვედური ეკა ხერხეულიძისგან მოვისმინე და წელს ოცნება ავუსრულე. გიორგი თარგამაძემ შარჟი კარგად აღიქვა. - არაჩვეულებრივი ნახატია, საინტერესო დეტალები გაქვს დაჭერილი, მაგრამ ასეთი დგომა არ მაქვსო. მცირე პაუზის შემდეგ კი დასძინა, - თუმცა, ახლაც ასე არ ვდგავარო? იმ შარჟში საკუთარი დგომის მანერა აღმოაჩინა.
- პიროვნებები მათგან წამოსული ემოციების მიხედვით, სახეს ხომ იცვლიან?
- რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე სხვაგვარი ტიპი იყო, არჩევნების შემდეგ - სხვაგვარი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იღიმოდა, სახე მაინც სულ დაქანცული ჰქონდა. ახლა შედარებით დასვენებულია. პრემიერობის დროს ძალიან დაძაბული იყო.GzaPress
ბესიკ დუღაშვილი კარიკატურებს პიროვნებასა და მის რამდენიმე ფოტოზე დაკვირვების შედეგად ქმნის. რას "კითხულობს" ფოტოებზე და რა ემოცია მოდის თითოეული მათგანისგან? ვნახოთ, როგორები არიან, კარიკატურისტის თვალით დანახული პარლამენტარები.

დავით უსუფაშვილი
- დათოს ნახატზე მუშაობისას, პირველი ემოცია, რაც მოდის, ის არის, რომ ეს კაცი აზროვნებით ქართველი არ არის. შეხედულებითაც არ არის ქართველი. მუშაობის პროცესში, ერთდროულად რამდენიმე ფოტოთი ვხელმძღვანელობ. დავაკვირდი ამ ადამიანს და აღმოვაჩინე, რომ სულ შეწუხებული სახე აქვს. უფრო სწორად, შეწუხებული წარბები აქვს, ყველა ფოტოში ასეა, მაშინაც შეწუხებულია, როცა იღიმის.

ზურაბ ტყემალაძე
- გურამ დოჩანაშვილს აქვს გენიალური ფრაზა: "მოდიოდა კაცი, სახელად "გავძეხი". როცა ტყემალაძის კარიკატურაზე ვმუშაობდი, თავში სულ ეს ფრაზა მიტრიალებდა. მისგან ეს ემოცია მოდიოდა. როცა შარჟზე მუშაობ, გარდა ვიზუალისა, მისი შინაგანი სამყაროც უნდა "მოხაზო". ეს შინაგანი სამყარო გამოხედვაში, თვალებში, სახის ნაკვთებში ჩანს. მისი გამოსვლებიდან, საუბრიდან, მსჯელობიდან შეიძლება ითქვას, რომ ზურაბ ტყემალაძე არ არის სახელმწიფო ფიგურა, ის ბიზნესში უნდა იყოს. ის არ არის ადამიანი, რომელმაც სახელმწიფოს ბედი და იღბალი შეიძლება გადაწყვიტოს. აქედან გამომდინარე, ძალაუნებურად მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის ისეთი პიროვნებაა, რაც უკვე ვახსენე, კარიკატურაშიც გადმოვეცი. ეს რეალობა მან უნდა დაინახოს და შეეცადოს, სხვაგვარი გახდეს. შარჟი ნურავის ეწყინება. თუნდაც ამ კუთხიდან დანახული. ქართველ მეფეებს ჰყავდათ მასხარა, რომელსაც მხოლოდ გამრთობის კი არა, მწარე სიმართლის მთქმელის ფუნქცია ჰქონდა. ერთადერთი მას შეეძლო, მეფისთვის პირში ეთქვა სიმართლე და ამისთვის არ დასჯილიყო.

მანანა კობახიძე
- კობახიძე პოლიტიკოსია, მაგრამ მასში გაცილებით დიდი დოზით დიასახლისს ვხედავ. როგორი ტიპის დიასახლისს, იცით? 70-80-იანი წლების ფლანელის ხალათში და სახლის ჩუსტებში ქალები რომ ჩამოსხდებიან და გაუთავებლად ლაპარაკობენ.

ეკა ბესელია

- სახასიათო სახე აქვს, რატომღაც მგონია, ვისაც სურვილი გაუჩნდება, ყველა დახატავს. არაქართული გარეგნობა აქვს. ლოყები, თვალები მისთვის დამახასიათებელი მაკიაჟით, ეს ყველაფერი ხელს გიწყობს, რომ კარგი შარჟი გამოვიდეს. ამ ადამიანში პარლამენტარს ვერ ვხედავ. ის კარგი უფლებადამცველი უფროა, ვიდრე - პოლიტიკოსი.

სოსო ჯაჭვლიანი

- სოსო სვანია, მის ხასიათში, ლაპარაკში, აზროვნებაში სვანური ელემენტები ხშირად იგრძნობა. საქართველოს ამ კუთხის ხალხისთვის დამახასიათებელი თვისებების მატარებელია. ხატვის დროს გავითვალისწინე ისიც, რომ მკლავჭიდელია. აქედან გამომდინარე, თავისა და კისრის ფორმა ტრაპეცია უნდა ყოფილიყო. სოსოს ისეთი მიმიკები აქვს, სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოიყენო, საინტერესო სამუშაო სახეა. კარგი იქნება, ამ ნამუშევარს სვანურად თუ არ გაიგებს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობია, ბევრი აქვს ნანახი და შედარებით გამოსულია, ის მაინც სვანია.

თამაზ მეჭიაური

- ეს ადამიანი არის პარლამენტის მასხარა, მასხარა სწორედ იმ გაგებით, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე. ის სიმართლეს ზუსტად იმ დროს ამბობს, როცა საჭიროა. მეჭიაურის ხასიათში მთიულებისთვის დამახასიათებელი თვისებები იგრძნობა. ერთი შეხედვით მკაცრი და ჯმუხია, მაგრამ სიმპათიური სახე აქვს. მისი იუმორი ხშირად სარკაზმითაა სავსე. იუმორს ხმალივით ხმარობს, დაარტყამს და ჭრის, იტყვის და მოგცელავს.

ჟურნალის შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ, როგორები არიან კარიკატურისტის თვალით დანახული კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი, ნინო ბურჯანაძე, პაატა ბურჭულაძე, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ალასანია, გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი და სხვები.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
29.07.2016
მეჭიაური ჯერ ერთი მტიული არარი ხევსურია რასაც გინდათ იმას ბოდავთ რაც არიცით იმასაც რატო მიშას დროს არ ბჯუტურებდიტ ამდენს/
27.07.2016
და თვითონ აქვს იუმორის გრძნობა? რა ბოღმით ლაპარაკობს სხვებზე,შეამჩნიეთ? ნუ ი დურაკ!
დიმა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი