კალაძე და ოქროს თევზი, ანუ არჩევნებით დასაცხრილები
font-large font-small
კალაძე და ოქროს თევზი, ანუ არჩევნებით დასაცხრილები
"ვულოცავ ამომრჩეველთა ქვემოთ ჩამოთვლილ კონტინგენტს:

თუ გამომივიდა, დღეს "ნაციონალებსა" და "რუსთავი 2"-ზე ხმას არ ამოვიღებ. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ქუთაისში ასე თუ ისე, გადაგორდა...

აი, სამეგრელოში იყო, ფაქტობრივად, უგუნურების ან ამომრჩევლის დაცინვის ზეიმი! ან სულაც ბიძინას დიდი და წინგახედული პოლიტიკა... უკვე ლოგიკას ვეღარ ვიგებ. აი, სხვა რეგიონებში პირწმინდად მოიგებს "ოცნება" მაჟორიტარულ ოლქებს და რეიტინგიანი ხალხი რომ მოეძებნა "ოცნებას", მთლად ერთპარტიულ და ჩრდილოკორეული ყაიდის საკანონმდებლო ორგანოს მივიღებდით.
აქვე შემოგთავაზებთ სამეგრელოს ერთი ამომრჩევლის ციტატას, ოდნავ შერბილებული ფორმით:

"ვულოცავ ამომრჩეველთა ქვემოთ ჩამოთვლილ კონტინგენტს:

"ნაცმოძრაობისა" და მისი სატელიტი ბურჭულაძის პარტიის მანდატიან წევრებს!

ყველა დროის ნარცისებს, ჰედონისტებს, არჩევნების გამყალბებლებს, ბესელიას "პოლიტპატიმრების" არმიას, პერსონალურად ალისტრახოს და მსგავს ფსევდოჟურნალისტებს, ბიუჯეტის ვირთხებსა და ხაზინის ქურდებს, ტენდერების ჩამწყობებსა და "მეატკატეებს"! საკრებულოსა და მერიის დროშის ტაროსნებს!

მედროვე სკოლის დირექტორებსა და მათ თხაცანცარა "ნაჩალნიკ" ფარცვანიას, რომელიც სწორედ დირექტორთა კორპუსის პოლიტიზებისთვის გაამწესა რესურსცენტრში "ოცნებამ"!

პოლიტიკაში ღრმად ცხვირჩაყოფილ, ზოგიერთ მამაოს! ყველა დროის მლიქვნელებს, კონიუნქტურისტებს, ყურმოჭრილ მონებს, სულითა და საქმით ჩამშვებებს და ცილისმწამებლებს... მერაბ ქვარაიას და ა.შ. დანიშვნას მაჟორიტარობის კანდიდატად! "ოცნება" ოფიციალურად დეპოში! ზუგდიდი აპანღურებული და გაბითურებული!"

კაი, ზუგდიდს ტოვებთ, ბატონებო, ახლახან არჩეული თვითმმართველობის პირველი პირების გარეშე, მაგათი შემცვლელი კონა შაურად იშოვება, მაგრამ ფოთში ვინ წამოაყენეთ ასეთი, რომ პორტ-ქალაქის მოსახლეობამ ცეცხლი ყარა პირიდან? ან სენაკში რას ჰგავდა თქვენი ორიოდეკაციანი აქცია?! კაი, ყველაფერი გეპატიებათ, რაც აქამდე ჩამოვთვალეთ, მაგრამ "სპასაწელმა კვირიკაშვილმა" დიდი რიხით რომ გამოაცხადა, ხობელების გულის გამხეთქველი ბუკია, 2012 წელს რას აწერინებდით თქვენს საინფორმაციო ორგანოში (გაზეთი ჰქვია, მგონი, ასეთ ბეჭდურ ორგანოს) მის კრიტიკას და ძიძიგურის პარტიელ მის მოგვარეს კი აქებდით? ხომ არ აგერიათ ზვიადისა და მიშას ბუკიები?

ერთი კანდიდატურა, ვისზეც კამათი არ დაუწყიათ, ეს სოფლის მეურნეობის მინისტრის გამაჟორიტარების მცდელობა აღმოჩნდა, მაგრამ შიდა ქართლის პრეზენტზე
თუ ხაშურს ისევ გელაშვილი წარუდგინეს, მერე ნახეთ თქვენ, თქვენი გაფარჩაკება უკვე შუაგულ საქართველოშიც!

მინდოდა, დამეწერა კიდევ ოლიმპიელთა ჩაცმულობაზეც, მაგრამ ნეგატივებს ნუ წერთ და ლაპარაკობთ, ითრგუნებიან ჩვენი სპორტსმენებიო, ახმაურდნენ მკერავების მხარდამჭერები. სპორტსმენებს ეს ნეგატივები ტანზე რომ მოასხით, ეგ თუ იფიქრეთ, თქვე არჩევნებით დასაცხრილებო?


პ.ს. კალაძემ დაიჭირა ოქროს თევზი. თევზმა, ერთ სურვილს აგისრულებ, ოღონდაც გამიშვიო. მაშინ ესპანეთთან კიდევ მოგვაგებინე ფეხბურთიო. რას ამბობ, კაცო, ესპანეთია, ბურკინა-ფასოს ყინულის ჰოკეის გუნდი კი არაა ეგო. მაშინ "ოცნების" რეიტინგი აგვიწიე სამეგრელოშიო. კარგი, კარგი, ისევ ესპანეთთან თამაშის მოგებას მოგიხერხებთო...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი