წმინდანი კალაძე, "ქოცური" რელიგია და მოხარშული ტაროს ბიზნესი
font-large font-small
წმინდანი კალაძე, "ქოცური" რელიგია და მოხარშული ტაროს ბიზნესი
პროვოკატორის ბლოგი (აგულაშვილს არც და ვერც ვგულისხმობ უკვე "რესპუბლიკელებში", გასაგები მიზეზების გამო), აგილერამ გვიმღერა და მეგონა, სხვა საქართველოში გავიღვიძებდი, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა!

წინა "პროვოკაციაში" კახი კალაძეზე ოდნავ მწვავედ დავწერე და ბლოგის ბოლოს ერთი ფრიად პატივსაცემი მკითხველი კომენტარად მიწერს: "კახი კალაძემდე უნდა ამაღლდე, ვერ მოგართვით, ის ნამდვილად ღვთის რჩეულია". თანამედროვე რელიგიების ცოდნაში ძალიან ჩამოვრჩი, როგორც ჩანს. თეოლოგებთან კონსულტაციის მერე გავიგე, რომ არსებობენ პოლიტიკური ელფერის ღმერთები. ამ შემთხვევაში ბიძინაა ღმერთი, ხოლო მისი მოციქულები არიან ღარიბაშვილი, კალაძე ან კვირიკაშვილი.
გასაოცარია, რომ ჩამოქვეითდა მოციქულის პოზიციიდან ღარიბაშვილი (არადა, მისი "ბატონო ბიძინა, ბატონო ბიძინა" როგორი თეოლოგიური ოდა გახლდათ, აფსუს!) და მაინც "ბლექ სი არენაზე" აგილერას კონცერტიდან სელფი მაინც გადაუღია კახისთან და ბერასთან ერთად და ეს სელფი ნამდვილად პოლიტიკური ფრესკა იყო, რომლის წინაც 41-ჯერ უნდა გადაისახო პირჯვარი, თუ გინდა, რომ წყალობა არ მოგაკლდეს!

რახან აგილერას კონცერტი ვახსენეთ, გეტყვით იმასაც, რომ მოულოდნელობა აქაც გახლდათ, მართალია, უილიამსის "უკანალის" ეფექტი ვერ განმეორდა, მაგრამ ქართული სიმღერის ჩართვა კონცერტზე ნამდვილი ფურორი იყო! თუ ასე აღგვაფრთოვანებს ქართული ხელოვნება, ჯერ მათთვის მოგვესმინა, მერე შემოგვეყვანა კრისტინა სცენაზე! "რუსთავი 2"-ისთვის არ დამიჯერებია, როცა აცხადებდა, ძალიან ცოტა მივიდა "ბიძინა არენაზეო". როდის აქეთაა, რომ ქართველებს უცხოური, თუნდაც ნაკლები ხარისხისა, არ შეასხამდა ფრთებს, არ ააღებინებდა საბანკო კრედიტს და არ წაიყვანდა ისეთ ღონისძიებაზე, რომელიც სატრაბახოდ ექნება ცხოვრებაში?! ისე, ყური მოვკარი, ერთ-ერთ ბანკს თანამშრომლებისთვის უყიდია კონცერტის ბილეთები: წადით, აგილერას ნამღერით დატკბით, ნუ დარდობთ საბანკო ხარჯს, ერთი-ორი კლიენტის გატყავებით ავინაზღაურებთ ბილეთებში გადახდილ ფულსო.

და თუ გგონიათ, აგილერას კონცერტზე ნაკლები სანახაობა გამართა შიდა ქართლში "ოცნებამ"? - იოსებ მაკრახიძე, რომელიც "ოცნებამ" ზარ-ზეიმით წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატად, "ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელი ყოფილა. დოკუმენტურად წარმოადგინეს გორელმა "ხალიანებმა" 2012 წლის 7 ივნისის ფაქტურა, როცა სოსო-იოსებმა 25 ათასი ლარით შეავსო "ნაცმოძის" ყულაბა! და მაგის გარდა, კიდევ სხვა დროსაც მიუძღვნია არმაღნად და მუქაფად იოსებს ფული 9 წლის განმავლობაში მშენებლობითა და პროგრესით დაკავებული "ნაცმოძრაობისათვის". და გგონიათ, ეს ფაქტი ვერ "გააპრავეს" "ქოცებმა"? როდის იყო, მიშას თავისი ნებით აძლევდა ბიზნესმენი ფულსო? აქვე, ქვეცნობიერში ალბათ მაჟორიტარობა გულისხმობს დანაკარგის კომპენსაციას... მიშამ წაართვა და ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ნელ-ნელა, გარანტირებულად და ღირსეულად? რიგითი "ქოცი" აქვე "თავდემებს" მტკივნეულად აჭერდა ფეხს: კასპში თქვენი კანდიდატი ცხენზე ამხედრებული რომ გამოეცხადა ამომრჩეველს, აქამდე ტატამი გვეგონა კასპი და თურმე იპოდრომი ყოფილა თქვენთვისო... ანუ მაკრახიძე წმინდანად შეირაცხა "ოცნების" მიერ! არა მარტო სისხლის დათხევა აწმინდანებს ადამიანს, არამედ - მონაგარის გაცემაცო...

პ.ს. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მოსახლეობას (ამჯერად მხოლოდ მამაკაცებს) გამდიდრების ახალი ხერხი შესთავაზა: "ჩაირბენთ ქობულეთიდან (ან ბათუმიდან) ოზურგეთში, იყიდით ჭყინტ სიმინდს (100 ცალი - 30 ლარი), იქირავებთ დიდ "კასტრულს" და მოხარშავთ. გაზის ხარჯსა და ქვაბის ქირას დაფარავს 5 ტარო, გზის ხარჯებს მოუნდება ამდენივე
ანუ სულ 10 ტაროს ხარჯი. დაგრჩათ 90, რომლის ამჟამინდელი საბაზრო ფასია 450 ლარი ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც რიგით საჯარო მოხელეს აქვს თვიურად ხელფასი... გამოაკელით "ტაროს ასაღები ფასი" - 30 ლარი... თუნდაც, 420 ლარი არაა ერთ დღეში ცუდი. და თუ ვერ გაყიდით თქვენს პროდუქტს, წარმოგიდგენიათ, რამდენ რუს და უკრაინელ "ნაშას" დაკერავთ ამდენი ტაროებით?"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი