ახ, "ადესა"..., ანუ რას იზამს მარტის ამინდივით არეული ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალი
font-large font-small
ახ, "ადესა"..., ანუ რას იზამს მარტის ამინდივით არეული ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალი

წინა პროვოკაციაში ვწერდი ბიძინას დიდ შესაძლებლობებზე.
კოალიციის ყოფილ წევრებსა და "ნაციონალურ მოძრაობას" რა დღეც დამართა, კი იცით უკვე, მაგრამ თუ "სამ ჭორვილსკის" "მსახვრალი ხელი" ოდესასაც მისწვდებოდა, არ მეგონა! არადა, რომ ჰკითხო რიგით "ნაცს", ბიძინას და მთელი სამყაროს ყველა ტირანს მხოლოდ მიშა დაამარცხებს და სხვა ვერავინ!

საქართველოში თითქმის არავის ახსოვს ოქტომბრის დიდი რევოლუცია, რომელიც 1917 წლის 7 ნოემბერს ძია ლენინმა მოაწყო და არც პატარა კახად წოდებული ერეკლე მეორის მოხსენების დღე, სამაგიეროდ კარგად გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი, როცა "წარმატებულად" დაარბიეს მშვიდობიანი პროტესტანტები.

წლევანდელი 7 ნოემბერი უნებლიე სიხარულის საფუძველი აღმოჩნდა: მიშა ოდესის გუბერნატორის სკამიდან თავისი ნებით გადმობრძანდა! არადა, უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა გადაწყვეტილი, მიშა გაეშვა და გუბერნატორმა დაასწროო. მოკლედ, ექსპრეზიდენტის სტატუსს უკვე დაემატა ექსგუბერნატორის წოდება! მაღალჩენკოდ წოდებულმა ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალმა ვერც გვირაბი გაიყვანა სოლოლაკამდე, ვერც უმრავლესობით მოიყვანა "ნაცმოძი" და ვერც სანდრას პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება შეძლო! გემახსოვრებათ, შვებულების აღებით ბაქიბუქობდა მიშა და აჰა, აიღო! ნეტავ რას იზამს? ჩამოვა საქართველოში და შებრძანდება ციხეში თავისი ფეხით თუ უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლას განიზრახავს?!

ვიდრე მიშა მარტის ამინდივით არეულია, მანამდე "ქართული ოცნება" "სკამებსა" და "პორტფელებს" ანაწილებს. პარლამენტის "თლა უფროსი" "თმადაუვარცხნელი" კობახიძე იქნება და "თმადავარცხნილი" კობახიძე, ავი ენების თქმით, ფრიად შეურაცხყოფილია, რამეთუ არც საჩხერის მაჟორიტარობა და არც ვიცე-სპიკერობა უბოძა ბიძინამ! მხატვრულად თუ ვიტყვით, ჩამოალაბორანტ-ჩამოაკომიტეტეს ქალბატონი მანანა. ამ უკანასკნელს კი არ სურს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა, რადგან მისთვის თავმოყვარეობაზე დაბიჯებაა ახლა "ჩამოკომიტეტება"!

სანამ "ქართული ოცნების" წევრების სკამებზე მორგების პროცედურები მიმდინარეობს, მანამდე ლარის ინფლაციით და ჩინელების მიერ გვერდების "დათბილვით" შეწუხებული ადამიანების ხმა ცას სწვდება. ვის ახსოვს ახლა ზვარელების აჭრელებული ზურგი ან ლარის გაუფასურება? თან ხარაგაულში! მთავარია, რომ ხარაგაულის საკრებულოს "რესპუბლიკელი" თავმჯდომარე თანამდებობიდან ბოლოკივით მოაძვრეს და ამიერიდან
Aდვერტისემენტ
აღარც ჩხერიმელა ადიდდება, არც მუშებს სცემენ, არც ლარი გაუფასურდება, თავისთავად - არც ძაღლებს ჩაადელიკატესებენ!

ისევ "ქართული ოცნების" დეპუტატებზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. გორის მაჟორიტარი მაკრახიძე ადრე "ნაციონალურ მოძრაობას" რომ აფინანსებდა, ცნობილი ფაქტია... უარესია თუ უკეთესი ნეტავ, ახლა მაკრახიძისეული კომპანია ზორბა ტენდერებს რომ იგებს? მილიონობით შემოსავალი თუ გაქვს, რა ჯანდაბა გინდა პარლამენტში? თუ მილიონებს პარლამენტარის ათასების დამატებაც არ აწყენს?! მახსენდება ანდაზა: მელამ ზღვაში ჩააფსა, ეგეც მაგას ემატებოდესო! ამ პრინციპით ენდომება ალბათ ბატონ მაკრახიძეს პარლამენტარობა...

პ.ს. ბიძინას ეკითხებიან, ახლა მიშა უმუშევარი რომ დარჩა, რა უნდა ქნასო? - ჩამოვიდეს, საქართველოში ჩამოვიდესო! - კი, მაგრამ, არ დაიჭერენო? - არა, რას ამბობ, კი არ დავიჭერთ, სოლოლაკის სასახლეში მთავარ ვენტილატორად უნდა ვამუშაო, რაც მაგას წრიალი და ბრუნვა შეუძლია, მეტი არც ერთ ვენტილატორს არ შეეძლებაო!

პ.პ.ს. რატომ არ შედიხარ პარლამენტში? - ეკითხებიან "ნაციონალები" სანდრას. ეგ პარლამენტი კი არა, ბიძინას ბუტკაა და თქვენ მე ბესელია-კობახიძეში ხომ არ გეშლებითო...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი