ოპტიმისტები
font-large font-small
ოპტიმისტები
სათქმელ-სალანძღავი უამრავი დაგროვდა გასულ შვიდ დღეში და ეს "პროვოკაციაც" იქნებ სხვანაირად დამეწყო, ჯერ კიდევ იმ შთაბეჭდილების ქვეშ რომ არ ვიყო, რომელიც ამ დილას მივიღე, "რუსთავი 2"-ის ყურებისას, როდესაც დირექტორმა გვარამიამ გვამცნო, რომ თურმე მათი ოფისი ისმინებ-"ითვალთვალება"...
გვარამიას თვალებს დააკვირდით, როდესაც საუბრობდა?! გული დამეთუთქა!.. როგორი მოწყენილი იყო, შეურაცხყოფილი, ნაწყენი... გვისმენენო... გვწერენო... საშინელებააო... ყელში ცრემლის ბორბალი ჰქონდა... ფონად, მდუმარე პანაშვიდად მდგარი თანამშრომლებიც, ძლივს იკავებდნენ ქვითინს...

ერთი წუთით... მეც ვეღარ ვწერ... მაპატიეთ, ავღელდი...
თანაც, რა მოხდა, იცით? რა და, სამიოდე წუთის დაგვიანებით ჩავრთე და მაინც ასე განვიცადე და მერე რომ გადავახვიე, თავიდან მოვუსმინე, ბოდიშს რომ იხდიდა, - ჩემი ბრალიც არის, ახლაღა ვხვდები, სანქციის არსებობის მიუხედავად, რა საშინელებას ვაკეთებდი თურმე, როდესაც მეც ასე ვიქცეოდიო, - აი, მანდ საერთოდ მოვისპე და გავთავდი!
არ ვიცი, ირონია გამომივიდა თუ არა, მაგრამ სერიოზულად ერთ რამეს ვიტყვი: ქართული ლექსიკონიდან ხომ არ ამოვიღოთ სიტყვები: სინდისი, ნამუსი (მაინც საპრსული, თუ არაბულიაო - ამბობენ), შუბლი და ძარღვი?

დღეს ორიგინალური მინდა ვიყო: "ანტიდისკრიმინაციულ კანონს" არ ვახსენებ. მით უმეტეს, რომ უკვე გამივარდა ჰომოფობის სახელი. არადა, არ ვარ ჰომოფობი. არ მძულს ეგენი. მეტიც - არც მიყვარს, რადგან სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია და ამიტომ უბრალოდ ფეხებზე მკიდია, კისერი უტეხიათ.

ახლა ერთი კაცი უნდა ვახსენო. ახალგაზრდებმა შეიძლება არც იციან, ამიტომ ავუხსნი: მხატვარია, "ურბანული დიზაინის" ჟანრში მუშაობდა, 1991-92 წლების ზამთარში თბილისის ცენტრი "მოხატა", თენგიზ კიტოვანი ჰქვია და გენერალი იყო (იყო რა, ერქვა). მერე "მოსკოვებში" იყო. ახლა ჩამოსულა და ძველ თანამებრძოლებთან ერთად "ანტიტერორისტული ცენტრის" ჩამოყალიბება გადაწყვიტა. მოხუცზე არ უნდა იღადავო ალბათ, მაგრამ ფაქტია, რომ გვარდიის ყოფილ სარდალს მეხსიერების რომელიღაც კუნჭულში ჰქონდა ჩარჩენილი ეს სახელწოდება, მაგრამ ის აღარ ახსოვს, რომ ეს დსთ-ს უკევ არსებული სტრუქტურის სახელია. რა ქნას, ისევ იქ არის.

მთავარი კი ის გახლავთ, რომ კიტოვანს თავი ცოცხალი ჰგონია და ეს არის პრობლემა.
ჯანდაბას, კიტოვანმა თუნდ 100 წელი იცოცხლოს, 101-ე წელს ხომ მაინც მოეკითხება "იქ", მაგრამ სიმპტომატურად არ მიგაჩნიათ, რომ ყველამ "გაიღვიძა"?! კი, გაზაფხულია, მაგრამ...

ამასობაში კი, მორიგი შოუ ახლოვდება - არჩევნები. მეგონა, მეჩვენება-მეთქი: "ნაცმოძრაობის" ბანერებზე კვლავ უგულავას პორტრეტებია!
კიტოვანისა არ იყოს, ესენიც ისევ "იქ" არიან - გულწრფელად სჯერათ, რომ უგულავა რეკლამაა და არა - ანტირეკლამა.
მეორე მხრივ, არც ოცნების პერსპექტივები მეჩვენება "გაფურჩქნულად" და ესენიც აშკარა ილუზიებში არიან: თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებიდან მხოლოდ ჯაბა სამუშია ვიცი, ვინ არის და ისიც იმიტომ, რომ ჩვენთან მუშაობს, ჟურნალ "ისტორიანის" რედაქტორად და ვიცი, რომ კარგი კაცია.

დანარჩენები კი ისევ ივანიშვილის სახელის იმედად დაასახელეს! კარგი რა! ვაჰ! მოვა 15 ივნისი და იქნიეთ მერე თავები.
- ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილებიო, - ოცნების ერთმა ლიდერმა თქვა და ერთი ძველი ამბავი გამახსენდა: რომელიღაც ცნობილ ქართველ საბჭოთა კრიტიკოსს, მგონი ბესო ჟღენტს, ერთი უსახელო და უნიჭო ბოლშევიკი პოეტისთვის, რომელიც ვერც გარეგნობით დაიკვეხნიდა, უთქვამს: რა არის, რა მხიარულ და "ხმამაღალ" ლექსებს წერო? იმას უპასუხია, - ოპტიმისტი ვარო, რაზეც ენამწარე კრიტიკოსს მიუგია: "შე კაცო, ბაირონი ლორდი იყო, ფული ჩეჩქივით ჰქონდა, ულამაზესი კაციც იყო, მოკრივეც, თაყვანისმცემელ ქალებს ვერ აუდიოდა და გენიალური პოეტიც ბრძანდებოდა. მაინც პესიმისტი იყო და შენ რამ გაგაოპტიმისტა, შე უპატრონო?!"

P.S. ვინც დიდი ხანია, "პროვოკაციებს" კითხულობს, ემახსოვრება: ადრე ხშირად ანეკდოტით ვამთავრებდი, რომელიც ტექსტთან რამენაირად მოდიოდა ანალოგიაში. მერე შევწყვიტე ეს პრაქტიკა - ანეკდოტები "გათავდა".
მაგრამ ახლა, ამ წუთას ბენდუქიძის ინტერვიუს ამონარიდი წავიკითხე და ერთი ანეკდოტი გამახსენდა. ბენდუქიძე ამბობს, უფრო დეტალური და დასაბუთებული კრიტიკა შემიძლია "ნაციონალური მოძრაობის", ვიდრე ამ მთავრობას, მაგრამ ახლა მათზე რაიმე ცუდის თქმა და ის, რომ მისი წინააღმდეგი ვარ, მორალისა და ზრდილობის ამბავია, თორემ მე არ ვიცი, რა ჩათლახებიც არიანო?!
ჰო, ის ანეკდოტი: კახელი სტუმრად არის უცხო ქალაქურ ოჯახში. გააფრთხილეს, მასპინძლები ზრდილობიანად მოიკითხე, თანაც ხშირ-ხშირად, ეგ არი ზრდილობაო. ჰოდა, მეასედ რომ ჰკითხა მასპინძელს, - როგორა ბრძანდებითო და იმანაც რომ ვეღარ აიტანა და - რა გამიტრაკე საქმეო, კახელმა ალალად მიახალა:
- ზრდილობი გულითვინა, თორე თქვენი დედაც არ ვატირეე?!
რაზე გამახსენდა?.. ა, ჰო, ბენდუქიძეზე და ზრდილობაზე.
პროვოკატორი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2187 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი