არა!!!
font-large font-small
არა!!!
"მენიუ 120 კაცზე (ერთის ფასი): 1. კიტრისა და პომიდვრის სალათა - 3 ლარი; 2. ქათმის სალათა - 3.50 ლარი; 3. სალათა "ოლივიე" - 4.00 ლარი; 4. ქათმის ღვიძლის სალათა - 5.30 ლარი; 5. ბადრიჯანი ნიგვზით - 4.50 ლარი;
6. ყველის ასორტი - 7 ლარი; 7. ნადუღი სულგუნში - 4.00 ლარი; 8. მწნილის ასორტი - 4.00 ლარი; 9. ზეთისხილი - 2.00 ლარი; 10. ხბოს მწვადი - 12.00 ლარი; 11. საქონლის ხორცის წვნიანი (ოსტრი) - 7.50 ლარი; 12. ქათმის ღვიძლი კეცზე - 3.50 ლარი; 13. შემწვარი კარტოფილი (გლეხურად) - 3.50 ლარი; 14. სოკო კეცზე - 5.00 ლარი; 15. ხორცის ბლინები - 4.00 ლარი; 16. ლობიო ქოთანში ნიგვზით - 4.50 ლარი; 17. შემწვარი კალმახი - 6.00 ლარი; 18. თევზი ქინძმარში - 13.00 ლარი; 19. შემწვარი ქათამი - 17.50 ლარი; 20. იმერული ხაჭაპური - 6.50 ლარი; 21. პური - 0.75 ლარი; 22. მჭადი - 1.00 ლარი; 23. ლიმონათი - 1.50 ლარი; 24. "ბორჯომი" - 1.40 ლარი; 25. ღვინო "წარაფი" - 1 ლ - 4.50 ლარი".
ეს ოფიცილაური ინფორმაციაა. ჩემი მხრივ დავამატებ, რომ ჯამი ერთ კაცზე დაახლოებით 130 ლარს შეადგენს; ექსკლუზივის სახით კი გეტყვით, რომ ბულაჩაურის ცნობილი რესტორნის ჩასახვევს რომ გაცდები, ასე - ორ კილომეტრში, მეორე მხარეს, ძალიან კარგი რესტორენი "აღმოვაჩინე", ზამთარ-ზაფხულის კუპეებითა და წალკოტი ეზოთი, კაცი (გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა) 30 ლარად ისეთს იქეიფებს, ხადურსაც კი მოეწონება!

ჰო, ალბათ ყველამ იცით, მაგრამ დამავიწყდა მეთქვა და მაინც უნდა დავაზუსტო: დასაწყისში მოყვანილი "ოფიციალური მენიუ" ფინანსთა სამინისტრომ საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა იმის დასტურ-საილუსტრაციოდ, რომ საზოგადოება ტყუილად შფოთავს (ნაწილი შფოთავს, ნაწილი - ღადაობს) იმაზე, რომ ბატონი ხადური თითქოს იმაზე მეტს ხარჯავს ოფიციალურ სადილ-ვახშმებში, ვიდრე საჭიროა. არის ერთი გადაძახილ-გადმოძახილი: "როგორ მოიკეთა, რაც მინისტრი გახდა", "ჭამე, ნოდარი" და ა.შ.

ამიტომ, ანუ ავყიათა ხმის ჩასაკმენდად გამოაქვეყნა ბ-ნი ხადურის სამინისტრომ ეს "იაფი" მენიუ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ქ-მა თინა ხიდაშელმაც არ დაინანა საქებარი სიტყვები: "ყოჩაღ ნოდარს. სწორი პასუხი გაგცათ ყველას, ვინც არასერიოზულად უდგება სახელმწიფო საქმეებს".

აჰა... თან "გასცა" კი არა, "გაგცათ"-ო! ე.ი. მეც მეუბნება და ამიტომ, რაღაცნაირად უხერხულად მეჩვენება, უპასუხოდ დავტოვო ქალბატონი თინას ნიშნის მოგებით ნათქვამი: გაგიკვირდებათ და, ვიცით, რომ საპატიო სტუმრების სათანადოდ მიღება მართლაც სახელმწიფო საქმეა, მაგრამ... მე ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ კარგ იურისტობასთან ერთად, კარგი დიასახლისიც ბრძანდებით, ჰოდა, იქნებ კიდევ ერთხელ გადახედოთ ზემოთ მოყვანილ მენიუს და წარმოიდგინოთ, რა დაემართება კაცს (ერთ კაცზეო, რომ წერია!), ეს ყველაფერეი რომ მიირთვას (თუმცა ამას მირთმევა კი არა, ალბათ შესანსვლა ერქმევა)?! მკითხველო, ქალბატონ თინას ამდენი დრო ალბათ არ ექნება და იქნებ თქვენ გადახედოთ კიდევ ერთხელ და წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება, ერთად შეიკრიბოს 120 ისეთი ადამიანი, თანაც ეს ადამიანები უკლებლივ საქართველოს საპატიო სტუმრები აღმოჩნდნენ, რომლებსაც შეუძლიათ, ერთ ჯერზე მიირთვან: 22 დასახელების საჭმელი, მთელი ფლორა-ფაუნა (ძირითადად, ფაუნა) შეყლაპონ, თითო ბოთლი "ბორჯომი" და ლიმონათიც დააყოლონ და ზედ ერთი ლიტრი "წარაფიც" "მოასხან"! (სხვათა შორის, გამოცდილ "თავი კაცებთან" გავიარე კონსულტაცია და მითხრეს, - "ღრმა და საფუძვლიან" ქორწილებშიც კი, კაცზე 1 ლიტრი ღვინო მაქსიმუმია, როდესაც მენიუს ვადგენთ, რადგან ქალები ნაკლებს სვამენ და "საშუალო არითმეტიკულს" ვიღებთო).

კიდევ ერთხელ ვაზუსტებ: ზემოთ მოყვანილი მენიუ შეთავაზების სახით კი არ არის (ანუ ყველა სტუმარს ოფიციანტმა რომ შესთავაზოს, აქედან რაც გინდა, აირჩიეთო), არამედ თითოეულ პერსონაზეა შეკვეთილი და გადახდილი!

თქვე კაი დედმამიშვილებო, რამე აქცია მაინც მოაწყვეთ და რაც დაგრჩებათ ხოლმე (ხომ მართლა შეუძლებელია, არ დაგჩეთ), კალათებში კოხტად ჩაალაგებინეთ და "კათარზისში", ან უპოვართა, ან ბავშვთა თავშესაფარში გაატანეთ (თვითონაც რომ მიიტანოთ, ბეჭი არ ამოგივარდებათ); მისამართებს მე მოგცემთ.
მოკლედ, აღდგომას გილოცავთ, მრავალს დაესწარით!

P.S. სააკაშვილს უსტვინეს ამერიკაში ქართველების შეკრებაზე.
მისულა იქ, როგორც იცოდა ხოლმე, დაუპატიჟებლად. ბიძა ახლდა თურმე და ბებია. ან ეს ახლდა იმათ - აქვს ამას მნიშვნელობა.
არ მისცეს თურმე სიტყვა, მაგრამ ერთი საათი მაინც დარჩენილა.
ეჭვი მაქვს - იქაც საინტერესო მენიუ იქნებოდა, თორემ რაღა გააჩერებდა იქ ერთი საათი?!.
აი, ის საკრალური კითხვა, ერთ ქართველ მსახიობს რომ დაუსვა თურმე უცნობმა ქალმა და მოარულ ფრაზად იქცა მერე: გვეშველება რა-მე?!!
და მარტივი და მართალი პასუხი: არა!!!

P.P.S. რაღაც შოუ რომ გადის ერთ-ერთ არხზე, ჟიური რომ "ოსტრობს" ხოლმე, მაგ ჟიურის ოთხიდან ორ წევრს (არ ვაკონკრეტებ) ვინმემ რომ მწარედ სცემოს, არ შეიძლება?
პროვოკატორი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2088 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი