"კორკოტელების", "ბრეგაძელებისა" და დაბოლილი ყვავის ამბავი
font-large font-small
"კორკოტელების", "ბრეგაძელებისა" და დაბოლილი ყვავის ამბავი
ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა ერთი ძველი ანეკდოტი გაიხსენა: "ყვავები ისხდნენ ხეზე, თან პლანს ეწეოდნენ, ერთს ზედოზირებით მოუწია ნაფაზის დარტყმა, "ხარისხიანად" დაბოლდა და ძირს ჩავარდა.

ხის ძირას ნიანგი იწვა, ჩამოვარდნილი ყვავი ჩაახრამუნა და ყვავით დაკაიფებული ხეზე აძვრა, მეორე ყვავის გვერდით ჩამოსკუპდა, რომელმაც უთხრა: "შე ჩემა, დოზის დაცვას გეუბნები, მაგრამ არ გეყურება, ხომ ხედავ, რას დაემსგავსე?!" ასეთი სიტუაცია გვაქვს ახლა დაახლოებით.

აქციების გამო, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოვიდა ჩვენი მთავრობის მეთაური კვირიკაშვილი და ისეთი სიტყვით მიმართა "ხმაურელებს", როგორითაც, დაახლოებით, მიმართავენ ხოლმე შემთხვევით და გაუაზრებლად სათამაშოდ სახურავზე ასულ ხუთიოდე წლის ბავშვს მშობლები. სიტყვით გამოსვლისას, ჩვენი ჰუმანისტი, ჩვენი გადამრჩენელი, შავი ჯიპებიდან ორგზის ჩამოსვლის განმცხადებელი, პარლამენტში კეთილების მაგინებელი პრემიერი მგონი მხოლოდ "ხმაურელებს" უგორებდა კოჭს და ნეოფაშისტებად მონათლულ "კორკოტელებსა" თუ "ბრეგაძელებს" აინუნშიც არ აგდებდა!

ღამის კლუბებში შეჭრაო, ბარიგებიო, ლიბერალიზმიო, ნარკოპოლიტიკის გალაითებაო, წაღმა-უკუღმა ისმოდა აქციაზე "თეთრებისგან". აი, მარშელებისგან კი ბოთლები და ქვები მოდიოდა უღიმღამოდ. შვილოსა, ქვის გასროლის ხელოვნება უნდა გესწავლათ იმათგან, ვინც "ქართულ ოცნებას" დასცხო 2012 წელს, გორის რაიონში ლიახვის რიყეზე, ხოლო აზრების გამოსახატავად მხოლოდ ჯინსებში გამოწყობილებმა (ან დაფხავებულ ხალათში, ან კიდევ რამე "ულტრალიბერალურ" სამოსში) დაიწყეთ 9 აპრილის მემორიალზე როკვა! უჰ, არა, ეგ არა! თვით"ხმაურელებმა" თქვეს, რომ ეს არ გამოგვივიდა კარგად, შეროზიას გავლენის ქვეშ მოვექეცით, ვიღაც ბლოგერია და იმან თქვა, ეგ რა მემორიალია, ეგ ქვის ხუხულაო. ახლა თეთრი ყვავილების მიტანით გამოვისყიდით ჩვენს რეგვენობასო... დააწყვეს ყვავილები და დამშვიდებული სინდისით გახდნენ წარსულის დამფასებელი "ბასიანელები". მერე მოხდა სასწაული, თითქმის: ორმა გამოტრენინგებულმა მასწავლებელმა ერთხმად ისიც კი თქვა, ჩემი მოსწავლეები არიან ახლა პარლამენტის წინ და ჩვენი გაზრდილი ბავშვები (ეს ბავშვები კარგა ხნის წინ გასცდნენ არასრულწლოვანთა ასაკს...) იმ მონაპოვარს უფრთხილდებიან, 9 აპრილის გმირებმა რომ მოგვიტანეს, სწორედ იმიტომ დაათხიეს სისხლი რომ ეცეკვათ, ემღერათ და როკვით განფენილიყვნენ რუსთაველზეო!

თურმე ამ პედაგოგებისთვისაც შეროზიას ბლოგი ყოფილა წმინდათა წმინდა ნარატივი და სავარაუდოდ, ჯეჯელავას ვაშლებიც, უკვდავი აზრების გენერატორი! ისიც თქვეს, რატომ არ მოგწონთ ბასიანელ-ხმაურიანელთა გამოსვლები, მათი მოთხოვნა თუნდაც პრემიერის გადადგომაზე, თქვე რუსეთუმე და კორკოტისტოებოო!

გაგეცინება მწარედ, ასეთ აღმზრდელებზე... ეგენი სად იყვნენ, მე რომ კვირიკაშვილს ვაკრიტიკებდი? როცა ადამიანურ ენაზე ვერაფერი გავაგებინე, მერე უკვე ასე ვთქვი: ჩვენ შორის მართალს სულის სიმშვიდე ჰქონდეს, ხოლო არამართალს მიესაჯოს შეროზიას ბლოგის კითხვა, ბრეგაძის საავადმყოფოში დასაწვენად მიყვანა და კვირიკაშვილის უმარილო მიმართვების მოსმენა-მეთქი. ჰო, ისიც გავიგე, რომ აღნიშნული პედაგოგები ლომაიას დაწყებული რეფორმიდან მოყოლებული, ჯეჯელავას ვაშლების ჩათვლით, ყველაფერს მქუხარე ტაშს უძღვნიდნენ და ზოგჯერ კორკოტას აკრიტიკებენ "სვეცკურობის" შესანარჩუნებლად, რადგან "მარში" რუსული პროდუქტია, ხოლო ხარისხიანი ნარკოტიკი, ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, კლუბური ძიგძიგი და 9 აპრილის მემორიალზე როკვა - წმინდა დასავლური ღირებულება!

ჰო, ამ მასწავლებლებს ჰგონიათ, რომ ახლა თუ ხმა არ ამოიღეს, მომავალი თაობა არ აპატიებს დუმილს, რადგან 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევისას ხმა არ ამოუღიათ, ახლა მაინც წაიკაკანონ ცოტა. მერე, თუ უნდათ, წამოგვაძახონ, რომ არა ჩვენი სოციოიდეოლოგიურ-ქსელური მხარდაჭერა, ბოლშევიკურ-ფაშისტური ხელისუფლება და მარშელები რას ჩაიდენდნენ, არავის ეცოდინებოდაო... გადაგვარჩინეს, გადაგვარჩინეს და მადლობა მათ ამისთვის!

პ.ს. შეგონება ბრეგაძისთვის: ამ აქციების დროს არ გადაწყვიტო ცუდად გახდომა, უბრალოდ, ყველა სტაციონარი გადავსებულია და გალაკტიონივით საავადმყოფოს დერეფანში ხომ არ დაწვები ამხელა პოლიტიკოსი?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი