ცაგარელს უთქვამს, სალომე ზურაბიშვილს ფორტუნა უღიმისო. არ ვიცოდი, ბიძინა ივანიშვილს ფორტუნაც თუ ერქვა
font-large font-small
ცაგარელს უთქვამს, სალომე ზურაბიშვილს ფორტუნა უღიმისო. არ ვიცოდი, ბიძინა ივანიშვილს ფორტუნაც თუ ერქვა
ქუთაისიდან პარლამენტი გადააქვთო და ისევ მოგვეცა სალაპარაკო თემა. გავიყავით ორი ნაწილად: პარლამენტის დარჩენისა და გადატანის მომხრეებად.

ჯერ გადატანის მომხრეების არგუმენტები განვიხილოთ: პარლამენტარების მოსწრება თუ დასწრება ქუთაისში ნაკლებია, რადგან ქუთაისში ჩასვლა სხვადასხვა ქალაქიდან რთულია, ეზარებათ და კი აცდენენ სხდომებს (აი, თუ არ გააცდენენ, ნუ იტყვით და ისეთ საკანონმდებლო ბაზას შეგვიქმნიან, საპარლამენტო ისტორიას სულ ოქროს ფურცლებად აქცევენ!). თბილისი სხვა თემაა - იქ ყველას უნდა, თბილისელ დეპუტატებსაც და პროვინციელებს ხომ უნდათ და უნდათ;
ქუთაისში მყოფ პარლამენტარს ნაკლები წვდომა აქვს სახელისუფლებო სხვა შტოებთან, ეს კიდევ კომუნიკაციას ართულებს! არ არის კომუნიკაცია? არ არის ეფექტიანი მართვა! კიდევ ერთი, როცა სადღესასწაულო წირვა იქნება თბილისის სამებაში, კრავის სახიანი პარლამენტარები უფრო ადვილად მოხვდებიან ტელეეთერში, ვიდრე ბაგრატის ტაძრიდან! თუ დაითვლის ვინმე, ქვეყნის ეკონომიკაში საპარლამენტო ხარჯებს უფრო მეტი მოცულობა ექნება, ვიდრე სარგებელი, მაშინ რა საჭიროა მაინცდამაინც ქუთაისში წავაგოთ? წავაგოთ თბილისში! რა ჯანდაბად გვინდა რუსთაველის პროსპექტზე იმხელა შენობა, თუ ჩვენი რჩეულები იქ არ ვანებივრეთ? ქუთაისის პარლამენტის შენობასთან შედარებით თბილისური უფრო მოსახერხებელია, მთქნარებისა და ონლაინთამაშებისთვის, რადგან ამ ყველაფრისთვის საჭიროა ოპტიმალური მიკროკლიმატი, რაც ქუთაისში უფრო ცუდია, ვიდრე დედაქალაქში! თანაც, ქუთაისის პარლამენტის შენობა ისეთ ადგილასაა, სადაც ქარი ხეებს არ აჩერებს და პარლამენტარებს ვინ დაამაგრებს იქა? ეს უკანასკნელი მოსაზრება ქუთაისელებისაა და მე ნუ დამაბრალებთ!

რაც შეეხება არგადატანის მსურველებს, ეგენი ამბობენ, რომ ქუთაისს ფუნქცია ეკარგებაო. გჯერათ ეგ თქვენ? მე არ მჯერა. სხვა თუ არაფერი, ბაღისკიდის ანეკდოტები და ბიკენტიას ქაბაბი უკვდავია! თუ ომარ ნიშნიანიძის იდეაც ფრთებს შეისხამს, პორტს ააშენებენ და მერე ნახეთ თქვენ, ქუთაისი გახდება მეორე როტერდამი ან სინგაპური! აი, ეგ იქნება ფუნქცია, ეკონომიკური აღმავლობა და თუ დამიჯერებთ, სასწაულიც კი! სასწაული მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ზაფხულს რიონში, დიდი გვალვის გამო, ბაყაყები სამყოფ წყალს რომ ვერ შოულობდნენ, ერთმანეთს აფურთხებდნენ, გული რომ არ შეწუხებოდათ უწყლობით...

შემოდგომაზე სალომე ზურაბიშვილი დატოვებს პარლამენტს და გახდება პრეზიდენტი. ცაგარელი იძახის, დედალ თევზს ანუ სალომეს ფორტუნა უღიმისო. არ ვიცოდი, ბიძინა ივანიშვილს ეს XXI საუკუნის ფარსმან სპარსი ფორტუნას თუ ეძახდა! წარმოგიდგენიათ, ერთი პარიზელი პარლამენტარი გვყავდა და ეგეც პრეზიდენტად გადაჰყავს "ოცნებას"! რაღა სალომე, აქვე არ გვყავდა ზაქარია ქუცნაშვილი? ან სულაც არჩილ თალაკვაძე? ან მდინარაძე მამუკას, ვანო ზარდიაშვილს, ირაკლი სესიაშვილს რას უწუნებდით? ოჰ, ეს ბიძინა ვინაა, ვინც არ იცის?! მაინცდამაინც სალომეს გამო უნდა გვაჩხუბოს და გადაგვკიდოს ერთმანეთს ქართველები! რაღა გაქართველებული ფრანგის გამო უნდა ვიჩხუბოთ, "იმენნა" ქართველი ცოტა გვყავს, თუ? ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კანდიდატების გამო ერთმანეთს ვეჩხუბებით, ჩათვალეთ, რომ აზროვნებით ვართ ჯერ კიდევ ადრიანი შუა საუკუნეების დონეზე. ნებისმიერი, ვისაც ამომრჩეველი ხმას მისცემს, პასუხისმგებელი უნდა იყოს პროგრესზე! აბა, ტყუილად ვაჭმევთ პურს (უფრო სწორად თუ ვიტყვით, ბიუჯეტს) ამ არგადასარჩენ ხელისუფლებას? ტყუილად ვისაც ვაჭამეთ, იმასაც ვნანობ და ახლა ვინც მოსასვლელია, მაგათ არ უნდა მივცეთ არამი ლუკმის ღეჭვის უფლება! გაყრიან მინისტრებსა და პრემიერებს, მოისვრიან პრეზიდენტებს (მიშა შორს გატყორცნა ბიძინამ, მარგველაშვილს, მაქსიმუმ, დუშეთს არ გადააცილებს), მაგრამ ეს რა სარგებელია? ისაო, ირაკლი ღარიბაშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგე იყო და გადაჰყვა ქართველობისა და მეობის დაცვასო. კვირიკაშვილი კიდევ პლანის პლანტაციების გაშენების მოწინააღმდეგე ყოფილა! ეს უნიათო "გაპრავება" სად ჯანდაბაში ისწავლეს, ეს გამაგებინა! თუ ამნაირი "კრისტალი" და საქართველოზე მზრუნველი პრემიერები გვყავდა, დასტყობოდა რამე ქვეყანას!

პ.ს. ქუთაისის მერმა ვიღაც "ნაციონალი" ქალბატონი დაისვა მრჩევლადო, აღშფოთდა "საქოცეთი". აღშფოთდნენ "ნაციონალებიც", ეს რა გვიყო ნატალიმ, როგორ შეიცვალა იდეოლოგიური მრწამსიო. მოკლედ, გაატარეს "ხუთნომრა" ქალი "ორმოცდაერთპირა" ქარცეცხლში... არა, ბატონებო, რა ვარიის დადებული კვერცხივით გაგიკვირდათ "ნაცის" "გაქოცება"? ეს ერთი და მეორეც, ქართველების იდეოლოგიური შერიგება დაიწყოს ქუთაისიდან, რაა აქ საკვირველი?

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი