ახლა გახდა "პარიჟანკა" პუწინის "რეზიძენწი"? ანუ რით სჯობს სალომე გრიგოლსა და დავითს?!
font-large font-small
ახლა გახდა "პარიჟანკა" პუწინის "რეზიძენწი"? ანუ რით სჯობს სალომე გრიგოლსა და დავითს?!
პროვოკატორის ბლოგი

სულ იმას ვეუბნები ჩემს თავს, პროვოკატორო, არაფერი გაგიკვირდეს-მეთქი, მაგრამ მაინც ვერ ვაჯობე ემოციებს და კიდევ ერთხელ გავოცდი, როცა ახალი სატელეფონო ჩანაწერების კასკადი მოგვასმენინა "რუსთავი 2"-მა. იმან კი არ გამაოცა, ასეთ რამეს რომ კადრულობენ პოლიტიკოსის ნიღბებით სახედამალული ნაძირალები, იმან გამაოცა მხოლოდ, ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი აუდიო და ვიდეოჩამწერი საიდან მოიტანეს? მგონი, "ჰოლივუდსაც" არ ექნება ამდენი ტექნიკური აღჭურვილობა.

გაოცდა მთელი საქართველო ახალი ფარული ჩანაწერებით. ამას რას ვხედვათ, რა გვესმის ჩხარტიშვილის, ოქუაშვილის, სპორტის ყოფილი მინისტრის პირიდანო! ამის მერე მხოლოდ კომენტარები დაახვავეს ცნობილმა თუ ცნობადმა სახეებმა! წესით, ასეთი ბრალდებების მერე პროკურატურა უნდა აქტიურობდეს და ნათელს ჰფენდეს ყველა საკითხს, მაგრამ სადაა მართლის მთქმელ-დამდგენელი პროკურატურა?

პროკურატურა არ ადგენს სიმართლეს, მაგრამ, იქნებ ჩემს კოლეგებს ეთქვათ მართალი სიტყვა? თუმცა, დამოუკიდებელ მედიას (ისიც საკითხავია, რამდენადაა ეს დამოუკიდებლობა სრულფასოვანი) რა უნდა მოვთხოვოთ, როცა ბიუჯეტით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელიც არ წარმოგვიდგენს საჭირო ინფორმაციას... არ დაიწყოთ ახლა "საზმაუს" გაპრავება, კარგი გადაცემები აქვსო! გადაცემები კი არა, საზოგადოებას ესაჭიროება სრულყოფილი მაუწყებელი, რომელიც ზეპარტიულიცაა და მხოლოდ საზოგადოების ინტერესებს იქნება მორგებული და არა - ვიღაცების ხუშტურებს! ხალხი არ უყურებს-მეთქი, რომ ვთქვი, ტელევიზიის მსუქანი ჯიბის მხვრელებმა ისეთი პასუხი მომცეს, ლოგიკა სრულად დაანგრიეს: ეგრე არც ლუვრსა და ვერსალს უყურებს ქართველი ხალხი და დავხუროთო? აი, როგორი ჩამჭრელი პასუხი მივიღე! მართალია, "უმარილო" საზმაუს არ ჰყავს მაყურებელი, მაგრამ "რუსთავი 2"-მა შეიძინა მაყურებელთა დიდი არმია, რომელიც შედგება: 1. მიშისტებისგან, რადგან ეს ტელევიზია მთავარი პროპაგანდისტული საშუალებაა მათთვის; 2. ანტიმიშისტებისგან, რადგან მათი ინტერესის სფეროა, რას ღაღადებს "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" ხელისუფლების საწინააღმდეგოდ; 3. სეირის მოყვარულებისგან, რადგან ან გვარამია დაიწყებს "ხარისხიან" ბილწსიტყვაობას, ან ნიკანორ მელია და მოგეხსენებათ, სანახაობა მუდამ აინტერესებს პუბლიკას! დავამატებდი იმასაც, რომ ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებსაც აინტერესებს მოქალაქეების ფსიქიკური მდგომარეობა, რაც ხელისგულზე დადებულივით მოჩანს ტელეეკრანებიდან...

ვერ გეტყვით, რა დასკვნებს გამოიტანენ ფსიქოლოგები თუნდაც იმ ისტერიაზე, რაც ბიძინას რჩეულ სალომეზე წამოიწყეს პარიჟანკას ოპონენტებმა. რუსეთისკენ ხელის გაშვერა არაა რთული, იმპერიალიზმზე მინიშნებაც ადვილია, მაგრამ სალომეს პუტინის რეზიდენტობისა ვერ გავიგე ვერაფერი! ახლა გახდა სალომე პუწინის "რეზიძენწი"? მიშისტებს ვეკითხები ამას, მაშინ არ იყო პუწინის აგენტი სალომე, საგარეო საქმეთა მინისტრად რომ ჩამოიყვანა მიშამ? თუ არ ვცდები, ყველაზე დიდი ხელფასიც დაანიშნინა მისთვის. მერე, როცა არ იარა მის ჭკუაზე, კი ყარა ტლინკები საქართველოს სწორუპოვარმა პრეზიდენტმა! ასე ადვილად არაფერი გვავიწყდება ჩვენ, ბატონო მიშისტებო! არც ის გვავიწყდება, თქვენგან გადაპორტირებულ ასეულობით კადრს რომ გაუღო კარი "ქართულმა ოცნებამ" ფართოდ! ისიც მინდა გითხრათ, 400-ლარიანი პენსიის დაპირებაში ახლა რომ ხართ ყოჩაღები. 2012 წლამდე ვინმე გიზღუდავდათ პენსიონერების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას? ან კიდევ, ვაშაძეს რა ბერკეტი ექნება, თუნდაც გაპრეზიდენტდეს, რომ 400-ლარიანი პენსია გასცეს? მაგას საპენსიო გადაცემები საპრეზიდენტო დაპირებების გაცემაში არ აერიოს... ან იმაზე რა პასუხი გაქვთ, ჩვენო "მიშმადიდებლებო", ამდენ ნაწილად რომ "გაგირჩევროპელნაციონალდით", ვის უნდა მისცეს ხმა მიხეილ სააკაშვილის ჭეშმარიტმა ფანმა?

პ.ს. კიდევ ერთი პოზიტივი დავინახეთ ივანიშვილის რჩეული სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების პერსპექტივაში. საზღვარგარეთ ვიზიტებისას სახელმწიფოს პირველი ლედისთვის (ან პირველი მისტერისთვის) ხარჯების გაწევა არ მოგვიწევს... ამითაც ხომ სჯობს, სალომე გრიგოლსა და დავითს?

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი