"ნაცმოძელებს" უთქვამთ, თელავში პარიჟანკას ინაუგურაცია უნდა ჩავუმწაროთო, კარტოფილებითა და ხახვებით ჯერ არნახული პერფორმანსითო
font-large font-small
"ნაცმოძელებს" უთქვამთ, თელავში პარიჟანკას ინაუგურაცია უნდა ჩავუმწაროთო, კარტოფილებითა და ხახვებით ჯერ არნახული პერფორმანსითო
პროვოკატორის ბლოგი

საქართველოში პური გაძვირდა. სარეალიზაციო წერტილებში ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ, მაგრამ ეს არაფერია, მთავარია, გვაქვს სანახაობა, რომელშიც "ქოცნაცობა" თანაბარ წილს იყოფს. ქაცარავა და კიდევ მოპერფორმანსე ნარცისები ადიან ატოცში და ხან "ლაივებით" იწონებენ თავს, ხან უკანალების მოშიშვლებით, ხანაც ვოკალურ-ინსტრუმენტულ შესაძლებლობათა გამოვლინებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობა უახლოეს მომავალში პრეზიდენტის ინაუგურაცია იქნება. მართალია, "ოლდ-ვაშაძე" და "ჯუნიორვაშაძე" არ აღიარებენ სალომეს პრეზიდენტად, ისევე, როგორც მათი მხარდამჭერთა არმია, მაგრამ ჩემზე ადრე უთქვამთ ძაღლების ყეფისა და ქარავანის გადაადგილების შესახებ! თუ ვინმეს ამ ანდაზის სიმძაფრე გულს ეკლად დაგესობათ, მინდა განუგეშოთ: არც ერთ ძაღლს არ დაუშავებია დედამიწაზე იმდენი, რამდენიც პოლიტიკოსებსა და პოლიტიზებულ ელექტორატს! აქვე დავამატებ, თუ ვინმე აგრესიას გამოხატავს ზემოთ ხსენებულზე, ისევ "ნაცმოძის" უპირობო მხარდამჭერი იქნება! თან ის მხარდამჭერი, რომელიც ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილის შეურაცხმყოფელია. არ გეგონოთ, "5"-ის შემოხაზვას ვგულისხმობდე. 5 კილო ხახვითა და კარტოფილით მოსყიდვას რომ აპელირებთ, ბატონო "ნაცმოძელებო", თქვენ ამით ელექტორატის ღირსებას ლახავთ. თურმე, ამდენი ხმა ხელისუფლების რჩეულმა პარიჟანკამ დაახლოებით 7-10 ლარად შეიძინა! არ გრცხვენიათ? თუ ამომრჩეველი ასე იყიდება, თქვენ სინდისი შეგაწუხებდათ და არ იყიდდით "შტაბკვარწირა" ვაშაძისთვის ხმებს, არა?! თანაც, ათასგან გავიკითხე მოკრძალებით, დიპლომატიურად და ვერსად "41"-იანების მიერ საორმოცდარვაოდ მიცემული კარტოფილისა და ხახვის კვალი ვერ ვნახე! ის კი არა, ჩვენს საყვარელ ხაშურში ერთმა სარდაფის კარი ბოლომდე გამოაღო, უზღვავი ხახვ-კარტოფილი მაჩვენა და მითხრა, ნეტავ ეს გამაყიდვინა და რა ჯანდაბად მინდა სხვისი, თუნდაც ფრანგული სუნამოს არომატი ასდიოდეს ხახვსა და კარტოფილსო! არ გეგონოთ, ბატონო "ნაცებო", "ქოცებს" ვაპრავებდე, მე ამით ჩემი თანამემამულეების ღირსებას ვიცავ და მიხარია, არჩევანი თქვენს საწინააღმდეგოდ რომ გააკეთეს (და არ ეგონოთ "ქოცებს", რომ ელექტორატმა ენძელებსა და გუგულებს დაუჭირა მხარი)!

"ნაციონალური მოძრაობის" აგრესიულ ფრთას ნათქვამი ჰქონია, თელავში პარიჟანკას ინაუგურაცია უნდა ჩავუმწაროთო, კარტოფილებითა და ხახვებით ისეთი პერფორმანსი უნდა ვქნათ, ჯერ არნახული და არგაგონილიო. თქვენი პერფორმანსები უკვე მოძველდა და მოძველებული არც არაფერი ვარგა. მოძველებული არ აურიოთ, გენაცვათ, ანტიკვარიატში. გურიაში, კი ნახეთ, ძველი პირადობის მოწმობებით როგორ დაისხიპეთ უთავმოყვარეო თავები, ახლაც მსგავსი არაფერი ქნათ, თორემ მომდევნო არჩევნებზე მხოლოდ "41" დაგვრჩება ბიულეტენზე და მერე დაეწყება "ოცნებას" თავდაჯერებიდან სიბრიყვემდე მისული თვითკმაყოფილება! მაგათი თვითკმაყოფილება აღარ გვინდა ჩვენ, უბრალო ხალხს, ისევე, როგორც არ გვინდა ხოლმე თბილი სახლებიდან სიცივეში გარეთ გამოსვლა მიშას სკაიპ-გამოსვლების დროს!
ნეტავ რა უფრო გვწამლავს ჩვენ, ნარკოტიკი თუ პოლიტიკა? ეგებ ნარკოპოლიტიკა?

"თეთრი ხმაურის მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკს შეწირულთა ახალი შემთხვევები, შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდ ფენტანილითო. თუ მახსოვრობა არ მღალატობს, ეს ორგანიზაცია სხვა რამეებს ამბობდა რამდენიმე თვის წინ, აგრესიული ნარკოპოლიტიკა როგორ შეიძლება, ნარკომანი ავადმყოფია და არა - კრიმინალიო. დაგეთანხმებით, რომ ნარკომანია არის თითქმის უიმედო ავადმყოფობა, რომელიც "სხეული ჩემია, რასაც მინდა იმას ვუზამ" პრინციპით არ იკურნება და ეგებ ვინმემ მიხედოს საკითხს, თორემ გადაგვიშენდება საჯიშე ქალ-ვაჟები და მერე "ქართული მარშის" ურაპატრიოტული ლოზუნგები ვერ გვიშველის! "თეთრხმაურელები" ამბობენ, ფენტალინის მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდგომარეობა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილია ნა-ლოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებააო. თუ განცხადების შინაარსი სწორად გავიგე, გამოდის, რომ ნარკოტიკების შეძენა იოლდება, მიუხედავად ბარიგების ვირის აბანოებში ჩაყუდებისა და ასევე, ნალოქსონიც იმიტომ გამოგველია ალბათ, რომ გამოიყენეს ხოლმე...

პ.ს. ნარკომანიის "გამპრავებლებმა" "კოკა-კოლას" დალევას ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან ქიმია ვნებს ჯანმრთელობას...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
533 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი