მთაწმინდიდან გამოქანებული "ქოცნაცობა", "პუწინისტური კაგოცელი" და მიშა კვლავ საქართველოს გადასარჩენად
font-large font-small
მთაწმინდიდან გამოქანებული "ქოცნაცობა", "პუწინისტური კაგოცელი" და მიშა კვლავ საქართველოს გადასარჩენად
პროვოკატორის ბლოგი

ქვეყანაში იმდენად აირია მონასტერი, რომ აღარ ვიცი, საშველი სოლოლაკის სასახლეში მაინც თუა. ჯერ პარლამენტში დაჭამეს ერთმანეთი ვითომც მხოლოდ მოსამართლეების სიის გამო, ეკლესიაშიც კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მაღალი იერარქები. სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ამბიონიდან მეუფე პეტრეს "უგუნური და ჭკუადაკარგული" უწოდა, რაზეც მეუფე პეტრემ სახარებისეული ალუზიებით უპასუხა, მამხილებელი წერილი ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი მარცვალი იქნება, იმედიაო, დააყოლა "კანტროლკა".

ბუნებრივია, შიგადაშიგ "ქოცობა" "ნაცობას" "ეშპილკავება" და მოუწოდებს მთაწმინდიდან გამოქანებისკენ, მაგრამ ყველაფერზე ხელის შეწმენდა უკვე აღარ გამოსდის
მმართველ ძალას.

გავლენების გაძლიერება-შენარჩუნებისთვისაა ეს ორომტრიალი, თორემ სამმილიონიანი ქვეყნის გაძლიერებას რომ ეძღვნებოდეს ანაფორიანთა და უანაფოროთა დაპირისპირება, ვინ იდარდებდა რამეს? მთავარი სადარდებლის ჩრდილში დაყენება კი ისწავლა ხელისუფლებამ: ხან ღორის გრიპით ვიზაფრებით, ხან წითელათი, მერე დრო გაგვყავს იმაზე მსჯელობაში, იაფი "პუწინისტური კაგოცელი" ჯობს თუ სულ მთლად უფასოდ დარიგებული "ტამიფლუ", ვინაა დამნაშავე მოზარდების გარდაცვალებისას - ბავშვის მშობლები თუ სახელმწიფო, მაია მიმინოშვილი სჯობს თუ ბერიკა შუკაკიძე, "ჯორჯიან მანგანეზის" ადრე დარიგებული საახალწლო საჩუქრები უკეთესი იყო თუ წლევანდელი და ამასობაში გვავიწყდება მთავარი: ქვეყნის სტრატეგიული განვითარება!

რომელ სტრატეგიულ განვითარებაზე უნდა ვილაპარაკოთ, სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ ვერ გადაწყვიტა სკოლებში მასწავლებლების კვალიფიკაციის საკითხი. მათგან სხვა რამის გადაწყვეტას ელოდებით კიდევ? ხან გამოცდები და კრედიტქულების დაგროვებაო, ხან მარტო გამოცდაო, კარიერული წინსვლა და ათასი ტრენინგი, რომლის ეფექტიანობა ისე დარჩა ჩვენს სკოლებში, როგორც შარშანწინ თოვლზე დაწერილი სიტყვები! რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციას კვლევა გამოუქვეყნებია, რომლის მიხედვითაც განათლების ხარისხის მიხედვით, ყველაზე ჩამორჩენილი 25 სახელმწიფოს სათავეში დგას საქართველო! ახლა რომ ვკითხო ვინმეს, ამდენი მილიონი რომ გაიფლანგა მასწავლებლების გადამზადებაში და შედეგი ნულის ტოლია, პასუხს ვინმე აგებს? სახელსა და გვარს არა აქვს მნიშვნელობა, მოვა რომელიღაც მინისტრი და იტყვის დაზეპირებულ ფრაზას: ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ ორიენტირი უნდა გვქონდეს მოსწავლეზეო. თქმაში კი არიან მაგრები, აი, განხორციელებაში სუსტობენ! ბატონ ბატიაშვილს ვკითხავ: რა მექანიზმებით აპირებენ მოსწავლეზე ორიენტირებას? თურმე, გამოცდა უნდა ჩააბაროს მასწავლებელმა, ამით დაადასტუროს თავისი კვალიფიკაცია და კარიერაც გაიუმჯობესოს, მაგრამ მასწავლებლის თავისი სასწავლებელი საგნის ჩაბარებით უნდა დაუდგინო ეფექტიანობა? ბოლოს და ბოლოს, უთხარით მასწავლებლებს, რომ თავად მასწავლებელი არ შეიძლება იყოს სასწავლებელი, მუდამ უნდა ცდილობდეს განვითარებას და გაზარდოს დროის მოთხოვნის მიხედვით მომავალი თაობა, მაგრამ, ეგრე ადვილად ვერ ჰკრავენ ხელს ვერც ერთ დროს პედაგოგებს (უფრო კი ელექტორატულად გარანტირებულ ათიათასობით ხმას), რადგან რესურსული უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება, თანაც, მასწავლებლის პროფესიის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს ათწლეულობით და სად მიაგნებენ ახლა საუკეთესო კადრებს? ისე, რა დააშავეს ჩვენმა მოსწავლეებმა, რატომ არ ეძლევათ ხარისხიანი განათლება, არ თქვას ვინმემ, რომ მშიერ-მწყურვალები არიან, სკოლის შენობები ავარიულიაო! მასწავლებლები და საგანმანათლებლო პოლიტიკაა უვარგისი, თორემ თავის დროზე ვაჟა-ფშაველა თელავის სასწავლებლის ბუხარში იჯდა და მაინც მსოფლიო დონის მოაზროვნე იყო! ვატყობ, განათლების "ქართველი მამები" თავისი წინამორბედების კვალს გაჰყვებიან ამ უაზრო რეფორმების გამო, თუ არ მოეშვნენ კეკლუცობას ტელეკამერებთან, პრობლემებს თვალი არ გაუსწორეს და არ მოძებნეს გზები, რომლებიც უკეთესობამდე მიგვიყვანს...

პ.ს. მიხეილ სააკაშვილმა ისევ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, რომ გადაგვარჩინოს. უბრალოდ, გამახსენდა ძველი ანეკდოტი: სკოლაში თინა მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს: "ბავშვებო, გამოსაშვები სურათი გადაიღეთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება მაშინ, როცა გაიზრდებით! დახედავთ წლების შემდეგ და გაიხსენებთ: ეს იკაკოა, ბავშვობაში რა ცელქი იყო, ახლა კი მინისტრია. ეს მიშიკოა, რაც გიჟიც იყო, ის გიჟი დარჩა".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
533 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი