ნეტარი "ნაციონალები", წყალტუბოს საკრებულოს გასკვანჩული თავმჯდომარე და მისი "პადდელნიკი" ვაკის გამგებელი
font-large font-small
ნეტარი "ნაციონალები", წყალტუბოს საკრებულოს გასკვანჩული თავმჯდომარე და მისი "პადდელნიკი" ვაკის გამგებელი
ნეტარი "ნაციონალები", წყალტუბოს საკრებულოს გასკვანჩული თავმჯდომარე და მისი "პადდელნიკი" ვაკის გამგებელი

მახსოვს, სკოლაში გვეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად მოვიდოდა დრო კომუნიზმის და ეს იქნებოდა საყოველთაო სიკეთის ხანა. ეს არც მთქმელებს სჯეროდათ, არც მსმენელებს. გავიდა დრო და კომუნიზმს ჩაენაცვლა "მიჰას ჰამოსვლის" დაპირება. ბუნებრივია, თავად მიხეილ სააკაშვილს არ სჯერა, რომ ზარ-ზეიმით დაბრუნდება, მაგრამ სჯერათ მიშისტ-უტოპისტებს. ვერც იხილავენ მიშას მოსვლას, მაგრამ მხოლოდ ისაა ნეტარი "ნაციონალი", ვისაც არ უხილავს მიშას დაბრუნება, მაგრამ სწამს...

გასულ კვირაში ვნერვიულობდით იმაზე, ნამდვილად გამოაცხადა თუ არა ჯანდაცვის მინისტრმა ბანაობის აკრძალვის შესახებ. წყალმოწოდებაზეც ბევრი მუქარა გამოვაცხვეთ, მოსამართლეთა სამუდამო გამწესებაზეც გამოვთქვით კომპეტენტური თუ დილეტანტური აზრები, მაგრამ ერთი მოხელის ნათქვამი პირდაპირ დააკვდა ჩვენს მდგომარეობას: "გრიპი გადაივლის დათბობასთან ერთად, მომავალ ზამთრამდე ყველა დაივიწყებს. წითელასაც ეშველება, კარგად მიდის აცრები, მაგრამ, ფსიქიკური მდგომარეობა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შემადგენელი, მაწუხებს ძალიან. ბანაობას კრძალავენო, ვაქცინებით კლავენო, ლაბორატორიაში ანალიზებს კი არ აკეთებენ, ვირუსებს უშვებენო. რა გვეშველება?"

არაფერი გვეშველება, თუ თავად არ მოვინდომეთ საშველის მოძებნა. გგონიათ, წყალტუბოს საკრებულოს გასკვანჩული თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი გამოგვიწვდის ხელს და ამოგვიყვანს გაჭირვებიდან? ან მისი "პადდელნიკი" ვაკის გამგებლის მოადგილე? მაგათ თავისი გასაჭირი აქვთ ახლა, კაი ხნით ახეხინებენ ვირის აბანოს, თუ დაუმტკიცდათ დანაშაული. ვფიქრობ, უდანაშაულოები არც უნდა იყვნენ. ნუ შემომედავებით, - პრეზუმფციაო. ადრეც ვწერდი ზუგდიდის მერზე, ბატონ ლაშა გოგიაზე, რომ წმინდა წყლის დამღვრელი არაა, ვიხილავ მაგას სახილველ ადგილას-მეთქი და კი მოგეხსენებათ, სადაც მიაბრძანეს! დამერწმუნეთ, კიდევ ბევრია მატროსოვის ციხის გზას გასაყენებელი, აბა, რატომ არ დაგვადგა საშველი, ამდენი ხანია?
ისე, თუ დააკვირდა ვინმე, წინა ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი რესურსებით გაიყვანა "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები და ვინ წავიდა მსუყე ადგილების დასაკავებლად ბრძოლაში? უმეტესად ჯიბესქელი აქტივი, რომელმაც, სავარაუდოდ, დახარჯა დასახარჯავი და დროს ელოდებიან, რომ წარმატებულად დაიბრუნონ უკან "ადმინისტრაციული თავგანწირვისთვის გაღებული" ზარალი! რაღაც ძალიან მოფოლხვებული მეჩვენება პარტია "ქართული ოცნება", რადგან კარგად ჩანს, სად არის დაპირისპირება მერებსა და საკრებულოებს შორის! აი, მაგალითად, ხარაგაულის საკრებულომ მერის მუშაობა უარყოფითად შეაფასა, მაგრამ ჩატარდა გამოკითხვა და "საზოგადოებრივ-ვირტუალურმა" შედეგმა გამაოგნა! საკრებულომ რაც თქვა, მისი საპირისპირო გამოქვეყნდა გამოკითხვით... დაილოცა ეს "ფეისბუკი" თავისი ფეიკ-ექაუნთებით, გახსნი ანგარიშს სოციალურ ქსელში და მერე გინდა კარგი წერე, გინდ - ცუდი! ცოტაც მოიცადეთ, "ქოცმატყუარებო", პოტიომკინის სოფლებს რომ აშენებთ "ფეისბუკზე", გაგაყოფინებენ თავს მახეში და მერე სისტემის მსხვერპლად აღიარებული მურუსიძეები მოგისჯიან მოსასჯელს სინდისის აუმღვრევლად! აბა, თქვენ გამო მოსამართლის მანტიას ხომ არ დათმობენ? არ დათმობენ, მაგალითი კი გვაქვს: გირგვლიანის საქმეზე არ გაიხადეს და სხვისაზეც არ ელოდოთ!

ვიდრე "პოსტსკრიპტუმს" დავწერ, ერთ კარგ რამეზე უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა: განათლების მინისტრი თავის გვარს ოდნავაც რომ არ ამართლებს, კარგი გადაწყვეტილება მიუღია, კატისა და მერე საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე. აი, ისიც კარგია, უნარების გამოცდაც რომ აღარაა სავალდებულო! რასაც სკოლაში არ ასწავლიან ბავშვებს, იმაში რად უნდა გამოცადონ? ისე, ჩრდილში მყოფი რეპეტიტორები თუ არ გამოცვივდებიან ბატიაშვილის გადაყენების მოთხოვნით, მათთვის უკეთესი იქნება. რადგან შემოსავლებს იღებდნენ, გადასახადებს კი არ იხდიდნენ და ყველა ნორმალური სახელმწიფო კი გადასახადებზე დგას, მოგეხსენებათ...

პ.ს. ვანო ზარდიაშვილის დედა ამერიკაში მიშას აქტივისტიაო, ლაპარაკობდნენ "ფეისბუკზე", ეგრე იმასაც კი ამბობენ, რომ სუბელიანი აშუშუში მოხუცს უვლისო, მაგრამ ამ ორიდან რომელი დავიჯეროთ, უკვე ვეღარ ვხვდები...

პ.პ.ს ჩემი წინასწარმეტყველური ნიჭით ისე ვარ მოხიბლული, რომ გავიზრდები, მკითხავი უნდა გამოვიდე და ყველა კითხვაზე მექნება პასუხი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1565 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი