სიგუა ეკითხება სააკაშვილს: ბატონო მიხეილ, რომშიც რომ შემოცვივდნენ "ქოცები", რა ვქნათო? - ბოკუჩავა და ღაჭავა მაწვდიან წიწაკის ახალ პარტიას და...
font-large font-small
სიგუა ეკითხება სააკაშვილს: ბატონო მიხეილ, რომშიც რომ შემოცვივდნენ "ქოცები", რა ვქნათო? - ბოკუჩავა და ღაჭავა მაწვდიან წიწაკის ახალ პარტიას და...
პროვოკატორის ბლოგი

მისი აღმატებულება, ჩვენი ნაპრეზიდენტალი მიხეილი ლიეჟის ფიასკოს მერე რომაულ თავყრილობას აანონსებს. ჯერ დასავლეთ ევროპიდან დამსხვრეული თუ არა, დაბზარული ოლიგარქიული სისტემა აჩვენოს მხარდამჭერებს და მერე რომში კი არა, თუნდაც ბურკინა-ფასოში ჩაჰყვებიან "გადამფრენი ნაციონალები".

თუ არ ვცდები, დავით აღმაშენებლის ნათქვამია, ძაღლის კუდი არ გასწორდებაო. ასეა "ნაციონალების" საქმეც, ოღონდაც მიხეილ დევნილი ჰყავდეთ კარგად და ანტიმიშისტებს წიწაკიანი სპრეით აუწვავენ სახეს, დუბინკასაც სიამოვნებით გადასცხებენ წელზე და ორ "ტრუპსაც" წამებში იშოვიან. ერთი წუთით რომ წარმოიდგინოთ ეს
ისტერიული მიშმადიდებლები სრულ ძალაუფლებაში, გგონიათ, კბილით არ დაწიწკნიან მოწინააღმდეგეებს?

ბოლოს და ბოლოს, ამ ხელისუფლებისაც ვერ გამიგია, რომ დაბორიალებს ეს ნაპრეზიდენტალი აღმა-დაღმა უსაკურთხო მკვდარივით, არ შეიძლება კატეგორიულად მოითხოვონ ბრალდებული სააკაშვილის ექსტრადიცია? ის ანაკლიაფესტის სიგუაც რომ დაჰყვება ინდექსივით, ან მაგის სადიდგულო რა გვჭირს ჩვენ? მაკრონთან ვიზიტისას სალომემ
ეგებ დაძრას ორიოდე სიტყვა ჩვენი სახელმწიფოებრივი სირცხვილის სიმბოლო სააკაშვილზე და ნელ-ნელა დაუახლოოს "გამოკეთილშობილებულმა" სასამართლომ მატროსოვის ციხეს არა მარტო მიშა, არამედ მიშას ხელის ბიჭები, სისტემის მსხვერპლად რომ შემოგვასაღეს კოაბიტაციის მამებმა!

სწორედ ამ კოაბიტაციამ გვაჩვენა, რომ დელიკატურად ჭამენ "ქოცები" "ნაცებს", ასევე - "ნაცები" "ქოცებს", ორივე პარტიას (თავისი განშტოებებით) - "პატრიოტთა ალიანსი" და ყველა ერთად - ჩვენს სახელმწიფოებრიობას! "ნაცქოცობა" რა ხილიცაა, ბოლო 15 წელია, არაერთხელ ვიგემეთ, მაგრამ ეს "პატრიოტთა ალიანსი" ძალიან უხდება იმ ცირკს, ქართული პოლიტიკა რომ ჰქვია. განსაკუთრებით კვიციანის ფინანსური რეზერვუარების, დაქორწინებისა და საგანმანათლებლო საკითხების შესახებ გაკეთებული განცხადებებით გვახალისებს! ალბათ ბატონ ემზარზეა ნათქვამი, მის გვერდით წერის დროს თუ ზიხარ, დიდი-დიდი, პირჯვარს თუ გადაიწერ, სხვა ხეირი არაფერიაო. მე თუ მკითხავთ, არც პირჯვრის წერა გვიშველის, დეკანოზი მამალაძისა და მეუფე პეტრეს შემხედვარე! ასე არეული მრევლი და მღვდელი, კარგა ხანია, არავის უნახავს. ჩანს, დაღვინების წინა სტადიაში ვართ და იმედია, მაჭრობიდან პირდაპირ ძმრობაში არ გადავცვივდებით...

წინა კვირაში ბროკოლდეფიციტურ თაობად გამოაცხადა ვინმე დევდარიანმა ქართველი "მოფეისბუკეები", რომლებმაც ბავშვობის დროინდელი ფოტოები ატვირთეს ინტერნეტში. ვიკითხე, ვინაა ეს დევდარიანი-მეთქი და ცნობილი სერიალის სცენარისტი ყოფილა. ჯერ სერიალი, რომელიც უნდა იყოს, რა ღირებულებაა და მერე მისი სცენარისტი რა ანგარიშში ჩასაგდებია? უნდა ბროკოლდეფიციტური გვიწოდოს, უნდა ბროკოლპროფიციტური, ეგ არაფერს ცვლის, ისევე, როგორც ზესტაფონის მერი მახათაძე იქნება თუ ნემსაძე! ისე, ამ ზესტაფონის მერის მოუსვლელად წასვლამ გამახსენა ერთი უსიამოვნო ფაქტი: იცით, ვინ არის ზესტაფონელების რჩეული კანონმდებელი? არც მეტი, არც ნაკლები, ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარის, ბატონ გუბაზ ლევანის ძე სანიკიძის ბიუროს თანამშრომელი! ახლა იმასაც დავამატებ, ჯერ გუბაზი და მერე მისი ბიურო რა ვთქვი, სად მოძებნა "ოცნებამ" ან ერთი, ან - მეორე... ეს ორი ბრწყინვალე პოლიტცხედარი კიდევ ასატანი იქნებოდა, მაგრამ ხელისუფლების რამდენი "რჩეული" შემიძლია ჩამოვთვალო, რომლებსაც სახელმწიფო საქმეს კი არა, ორ ბატს (და არა - ბანკს!) რომ არ ვანდობდი!

პ.ს. სიგუა ეკითხება სააკაშვილს: - ბატონო მიხეილ, რომშიც რომ შემოცვივდნენ შენი მოწინააღმდეგეები, რა ვქნათო? საშიში არაფერია, თინა ბოკუჩავა და ლაურა ღაჭავა მაწვდიან წიწაკის ახალ პარტიას სამეგრელოდან, სპრეის დავამზადებინებ, რომლითაც შაშიაშვილსაც კი ვუტირებ ცრემლსადენ არხებსო, - უპასუხა სააკაშვილმა და ჩაჩაჩული შარვალი ერთობ უხერხულად ამოიწია, თავისი ფანების წინაშე...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი