"ქოცნაცობის" საცირკო ტრიუკები პარლამენტში, ანუ რას "დააჭირა" კვიციანმა
font-large font-small
"ქოცნაცობის" საცირკო ტრიუკები პარლამენტში, ანუ რას "დააჭირა" კვიციანმა
ცოტა ხნის წინ დაიწყეს პოლემიკა ქართული ცირკის მდგომარეობის შესახებ.

უმეტესობა ამბობდა, რომ საცირკო ხელოვნება უპერსპექტივოა და არ ვიცით, რატომო. ახსნა მარტივია: უბრალოდ, გადავხედოთ საქართველოს პარლამენტის ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს და მივხვდებით, რომ არა მარტო ცირკს, არამედ ვოდევილისა და კომედიის ჟანრებსაც სერიოზული კონკურენტი ჰყავს. როცა ტელევიზიები "ქოცნაცობის" ტრიუკებს გადასცემენ, მეტი რაღა სანახაობა უნდა ხალხს? რატომღა ივლიან თეატრებსა და ცირკში? ჰოდა, მთელი ფინანსური პერსპექტივა ჩაკლულია ცირკისთვის მანამ, ვიდრე ზარდიაშვილი, კახიძე, ენძელა, გუგული და მისთანანი გვყავს საკანონმდებლო ორგანოში!

გასულ კვირას ხურვალეთი მოექცა ყურადღების ცენტრში. რუსებმა "ბორდერი" დაგვირღვიესო და გაჩნდა ქაცარავა თავისი დაყენებული ბოევიკური სიფათით, კონფლიქტის ზონაში. ვითომ დაალაგა სიტუაცია და ალბათ მალე თავსაც დაგვამადლის! მე არც ქაცარავასა და ბერულავას ძლევამოსილებისა მწამს, მაგრამ ეს ჩვენი ხელისუფლება რომ აძლევს ამ ვაჟბატონს
პროვოკაციების მოწყობისა და დეზინფორმირების უფლებას, ერთ დღესაც რომ გადმოყაროს რუსეთმა თუნდაც მხოლოდ ნახმარი სამხედრო "ბატინკები" საქართველოში, მერე ოქრუაშვილი გვიშველის?

ბოლო დღეებში "ოცნებისგან" გამიჯნულებმა კვლავ შეგვახსენეს თავი. ბესელია ისევ აუბუნტდა "ქართულ ოცნებას" მოსამართლეების გამო - აქაოდა, მურუსიძე-ჩინჩალაძე რად არ მოიშორეთო. სხვას ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ ბესელიასგან კარგი ახირებაა, ოღონდ დაგვიანებული. უბრალოდ, ის ვერ ავხსენი, ცირკის კი არა, პარლამენტის თავმჯდომარე რად გვეუბნება, ცუდის მოქმედი მოსამართლეები კარგნი გახდნენო? ვერც ის გავიგე, რად უნდოდა ეკასგან მოსამართლეების კრიტიკის დაწყებას "საოცნებო" ექვსი წლის გასვლა? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა პოლიტიკოსი თავის პლაცდარმს იმაგრებს! "ნეოქოცები" სასამართლოს ჩაჯიბვაზე არიან ორიენტირებული, "ნაცმოძი", "პალეოქოცობა" და "ქოცთაგან გამიჯნულნი" კიდევ, პოპულისტურ აზრებს აწვებიან ელექტორატის გულის მოსაგებად. აი, პოპულიზმში ბადალი რომ არ ჰყავს ქართველ პოლიტელიტას, ვაღიაროთ და ოდნავ მაინც მოგვეშვება... რაღაც სხვა რომ გვჭირდება, ვიდრე "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობაა", მაგრამ ეს სხვა ჯერ კიდევ არ ჩანს, მით უფრო, თუ "რაღაცას დააჭირა კვიციანმა"! როგორი უიღბლო ვართ საქართველოს მოქალაქეები, დაირქმევენ ეს პარტიები ლამაზ სახელებს, მოვტყუვდებით ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... თანაც, "იმედი" "ოცნებას" უკმევს გუნდრუკს, "რუსთავი 2" - "ნაციონალებს", "ობიექტივი" - ინაშვილის პარტიას და ამასობაში სასამართლო სასამართლოს აღარ ჰგავს, პარლამენტიც გაგვიცირკდა, მთავრობა კიდევ იმის შიშშია, ერთი ხელის მოსმით არ გაუშვან დიდ "უიქენდზე"...

თურმე ნუ იტყვით და ზემოთ ნახსენები სამი "ტელევიზორიანი" პოლიტიკური ძალებისთვის ადამიანური რესურსების შერჩევა-გადარჩევა და განახლება დღის წესრიგში ისე მწვავედ დგას, თითქოს მაგათ გარეშე ქვეყანა აღარ იარსებებდა. ცალკე კალაძე იწყებს "ოცნებისთვის" სახეების მოძიებას (ღარიბაშვილი რა ხვითოც იქნებოდა, თავიდანვე ვთქვი), ცალკე კვიციანია შესაცვლელი ცხენიანით მაინც და აი, "ნაციონალური მოძრაობის" დიდი ბელადიც "ფეისბუკმიმართვაში" აცხადებს, რომ პარტიის შემადგენლობა შესაცვლელია, თანაც, საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარების ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, უფროსი ვაშაძეა "ნაცმოძის" თავმჯდომარეობისთვის ზედგამოჭრილიო!

პ.ს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1.000 ლარს აჭარბებს. მართალია, ღარიბი მოსახლეობა კომბოსტოს ჭამს, მდიდარი - ხორცს მიირთმევს, მაგრამ საშუალო არითმეტიკულ-სამზარეულო თვალსაზრისით, ჩვენ ვჭამთ ტოლმას!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი