"ქართული პოლიტიკის კობზონი", სამტრედიელი, ნახევარმეგრელი თბილისის მერი და..., ანუ "ქოცური" "იაღლიშები"
font-large font-small
"ქართული პოლიტიკის კობზონი", სამტრედიელი, ნახევარმეგრელი თბილისის მერი და..., ანუ "ქოცური" "იაღლიშები"
პულტების მერე კანონპროექტებიც აერიათ პარლამენტში, ბოლოს თალაკვაძემ "კანტროლკა" დაახალა "საოცნებო" სიბრიყვეების კიდობანს და შუალედური არჩევნების წინ კანდიდატურის წარდგენისას, არჩილ თალაკვაძეს ჭიათურა აერია ზესტაფონში.

ყველაზე მწვავე შუალედური არჩევნები ზუგდიდში იქნება. წესით, სამეგრელოს პოლიტიკურ პულსს ზუგდიდში სინჯავენ ხოლმე და მით უფრო, ჯერ მხოლოდ შუალედური არჩევნებია, წინაა დიდ თავის ტკივილად წოდებული "2020 არჩევნები". გახსოვთ, როგორ წააგო 2012 წელი სამეგრელოში "ოცნებამ"? ვერ უშველა იქაურობას ვერც მიშას აბდლობამ, ვერც ალასანიას ქარიზმატულობამ, ვერც დანარჩენი საქართველოდან ჩასულმა მომიტინგეებმა! ამ მადლიან მხარეში "ნაციონალურ მოძრაობას" კარგი დასაყრდენი აქვს, კარგადაც თამაშობენ "ნაციონალები" ელექტორატის ნება-სურვილზე. აქაოდა, ჩაკლა ბიძინამ სამეგრელოს პერსპექტივა და თავად ხედავთ, რა უფხო-უმარილოდ მიდის ერთ დროს აგუგუნებული სადადიანოს საქმეებიო! როცა ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას ირჩევდნენ, შევძახე, ბიჭო, გოგია, ვინძლო მტერი არ გაახარო-მეთქი, მაგრამ გაიგონა, გგონიათ? ჰოდა, ყვლიპოს ახლა თვალები ციხეში წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მსგავსად და გადახაზოს ხოლმე წითელი ჯვრებით კალენდარზე რიცხვები! N"41"-ის წარდგენისას ზუგდიდშიც მოუვიდა იაღლიში "ოცნებას", სამტრედიელმა თბილისის მერმა თავისი ნახევარმეგრელობა სიამაყით აღნიშნა! თუ მკითხავდით, წარმომავლობასა და კუთხურობას თუ არ გაუსვამენ ხაზს, ბევრად უკეთესი იქნება. მაგას ისევ თავისი მილანელობა და ავტოგოლების გახსენება სჯობდა, მაგრამ პოლიტიკაში გასაზრდელები არიან ეს ოხრები და ჩემს ღრმა სიბერემდე ისწავლიან, აბა, არ ისწავლიან? სამარეში დარდად არ გამატანენ თავიანთ უვიცობას, ფერთა განურჩევლობასა და თბილისის პარლამენტის აუდიოსისტემის გაუმართაობას! ზუგდიდზე ვიტყვი კიდევ ორიოდე სიტყვას და არჩევნების დასრულებამდე ზუგდიდს აღარ ვახსენებ: მოგეხსენებათ, სანდრა წარადგინა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის მერობის კანდიდატად, ჩაეწერა კიდეც რიგითი ზუგდიდელების სიაში დე იურედ, მერე თაკო ჩარკვიანმაც ბრძანა, ზუგდიდს იგებს სანდრაო! ალბათ, ლელა კაკულიამ უთხრა ეგ საიდუმლო იმ დროს, ვიდრე წინასწარმეტყველის ქალიშვილი მისი პარტიიდან გულგატეხილი გამობუნძულდებოდა! გითხრათ, ვინ გაიმარჯვებს ზუგდიდში? გაიმარჯვებს "ოცნების" კანდიდატი, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, არც მაინტერესებს და იმასაც ვიტყვი, რომ მისი არც მოსვლით შეემატება ბევრი ზუგდიდს და არც ბევრი დააკლდება უბრალო მიზეზის გამო - საქართველოში რეალური თვითმმართველობა არ არსებობს და ამიტომ!

უცნაურია საქართველოს პოლიტიკური პიარი. ჯერ მთელი "ნაცობა" და "ქოცობა" (დანარჩენებზე რაღა უნდა ვთქვა!) გახდა ზვიადისტი, მერე "ქრისტიანული იმიჯის" კერვა დაიწყეს და 19 მაისამდე ნეტავ კიდევ რა სიბრიყვეს მოირგებენ ელექტორატის გულის მოსაგებად, ეგ გამაგებინა! მეუფე პეტრეც შემოირიგეს მგონი, თავად "ოცნებამ" ისეთი "ნაციონალები" შეიტკბო და შეისისხლხორცა, ხანდახან მგონია, 2012 წელს ერთი დიდი პოლიტდრამატული სპექტაკლის მონაწილე გაგვხადეს ბიძინამ და მიშამ... პოლიტიკური პიარის ნაწილი გახდა (უფრო - პოლიტიკური რუპორი) ტელევიზიებიც. ცალკე "რუსთავი 2" აწვება "ქოცობის" საწინააღმდეგო აგიტაციას, ცალკე "იმედი" გვეუბნება, რომ ქუთაისის აეროპორტთან, მართალია, ჯერ კვირიკაშვილის დაპირებული რკინიგზის სადგური არ გახსნილა, არც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დერეფნებშია სტუდენტების ჟრიამული, მაგრამ მალე გაიხსნება ელექტრომობილების ქარხანაო... ნეტავ ვიცოდე, სად ხსნიან ამ ქარხანას? ძველი, საყოველთაოდ გაქილიკებული "კაზის" საამქროები აღარ არსებობს, ალბათ ყოფილი პარლამენტის შენობაში დაიწყება მანქანათმშენებლობის ბუმი! ისე, სერიოზულ მანქანათმშენებლობის საწარმოს მაგ პარლამენტის შენობის ხელა მარტო ჭანჭიკების საწყობი უნდა ჰქონდეს!

პ.ს. როგორც ჭიათურაში განაცხადეს, თალაკვაძის მიერ ჭიათურა-ზესტაფონის არევ-დარევამ სულაც არ გამოიწვია მღელვარება, რადგან ზესტაფონთან არაფერი აქვს გასაყოფი და საწინააღმდეგო ჭიათურას, უბრალოდ, სამოქალაქო ომი დაიწყებოდა მაშინ, თუ ზესტაფონის ნაცვლად საჩხერეს ახსენებდა "ქართული პოლიტიკის კობზონი"... და კიდევ, ბადრი წულაიას ხმით წაიკითხეთ ეს ბოლო ხაზი: "ფერებს ესენი ვერ არჩევენ, ყურში ამათ აღარ ეყურებათ და გეოგრაფიის გაკვეთილზეც ვერ იარენ ამ შობელძაღლებმა!"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცოტა ხნის წინ დაიწყეს პოლემიკა ქართული ცირკის მდგომარეობის შესახებ.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მშვენივრად ართმევს თავს ნაკისრ ვალდებულებებს! უბრალოდ იმიტომ, რომ ეს პარიჟანკა, გემახსოვრებათ, დიდი ხანია, ჩემი სიმპათიაა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2443 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი