გახარია, თურნავა შემწირველი და..., ანუ ვისზე უთქვამს ბიძინას, მაგისი ბუნდღა არ დაინახოს ჩემმა თვალმა მთავრობის შემადგენლობაშიო
font-large font-small
გახარია, თურნავა შემწირველი და..., ანუ ვისზე უთქვამს ბიძინას, მაგისი ბუნდღა არ დაინახოს ჩემმა თვალმა მთავრობის შემადგენლობაშიო
პროვოკატორის ბლოგი
აჰა, დაგვიდგა ჟამი სანეტარო და საოცნებო, რადგან ქობულია გაუშვია შინ ყმაწვილ პრემიერს და მის ნაცვლად დაგვისვა თურნავა, რომელსაც ისეთ კრიტიკულ დროს გადაურიცხავს ათასები "ნაციონალური მოძრაობისათვის", თითქმის მთელი საქართველო რომ აღუდგა წინ საქართველოს ახლა უკვე ყოფილ პრეზიდენტსა და მის თანაპარტიელებს. მოკლედ ვიტყვი, ე.ი. თურნავა შემწირველია, ქობულია - შეწირული!

აი, ეს ქობულია, ბიძინამ მოაშთობინა ბახტაძეს, ვინაა ეს არანორმალური, მაგისი ბუნდღა არ დაინახოს ჩემმა თვალმა მთავრობის შემადგენლობაშიო. ან აქამდე რატომ გყავდათ ეგ კაცი
ხელისუფლებაში? მხოლოდ იმიტომ, რომ ეთქვა, ჩვენ არ გვესაჭიროება ის ხალხი, რომლებსაც განვადებით გამოაქვთ ტელევიზორი და მაცივარიო? მართლაც, რად გვინდა ასეთი ადამიანები, ბატონო მთავრობავ? ტელევიზიის ყურება ნერვული სისტემის სიმდგრადეს აცლის ადამიანს, ხოლო მაცივარში შენახული საკვები ვერასდროსაა ისეთი, როგორიც "ფრეშები". ანუ ქვეყანაში ისეთი ხალხი უნდა დარჩეს, ვისაც სულ ახალ-ახლის ყიდვა შეუძლია ან სულაც რესტორნებსა და ლაუნჯ-ბარებში მიირთმევენ საზრდელს ხორცისას, აბა, მაგათ სულიერ საზრდოზე ისევე აქვთ მოთხოვნა, როგორც მე - პოლიტიკოსების სიყვარულზე!

ისევ თურნავაზე ვიტყვი ორ სიტყვას: ეგ ქალი ენერგეტიკის დიდი მცოდნეაო. ყოჩაღ მაგის ცოდნასა და გამოცდილებას, კი ვართ ენერგეტიკულად აყვავებული და დამშვენებული! ვის მადაში შედის ეს ჰესომანია, გამაგებინა ოღონდაც... დევდორაკმა და თერგმა რომ ვერ ასწავლა ჭკუა ვიღაცას, ახლა ენგურ-ნენსკრა-ნაკრამ უნდა წაგვლეკოს მაინცდამაინც? დენი გინდათ და ჰესები არ გინდათო, რომ გაიძახიან "ნაცგამპრავებლები", ეგებ თვალი გადაავლონ იმ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც თელასსა და ენერგოპროს დენის მოცულობაზე კლებადი მოთხოვნა ჰქონია - თითქმის 6 პროცენტი! ცოტა გვაცადეთ, კიდევ უფრო შევმცირდებით ქვეყანაში და დენზე მოთხოვნა კიდევ უფრო შეგვიმცირდება! ისე, მე ისედაც შევამცირე დენის მოხმარება. გასულ წლებთან შედარებით ყოველთვიურად ვამცირებ, ცალკე ჩემს თავს არ ვახარებ ღამის განათების ჩართვით, ცალკე - ენერგომამებს გადასახადების შემცირებით!

როცა უკანასკნელ ძირ ხეს მოვჭრით ან დავტბორავთ მდინარის ხეობებს, მერე მივხდებით, რომ დენი და ფული არ იჭმება, მაგრამ სავალალო შედეგებამდე რომ გაგვეგო ეგ, არ იქნებოდა ცუდი, თორემ აგერ აპრილში დეკემბრის ამინდი გვაქვს, იანვარში ივნისის სიცხეები გვდაგავს და აგვისტოში იქნება მარტის კლიმატი! სეზონების არევას ჩვენი სამეურნეო საქმეების არაგონივრული წარმოება იწვევს და ეგებ კი დადგა დრო, სხვისი შეცდომები გამოვიყენოთ საკუთარის პრევენციისთვის! მსოფლიოს უამრავმა ქვეყანამ თქვა უარი ვეებერთელა კაშხლების შენებაზე, ჩვენ ახლა იმას ვიწყებთ, რაზეც მსოფლიო წუხს! ჩილესა და გერმანიას მაინც გადახედეთ, როგორ უფრთხილდებიან წყალს, თორემ ავად ვწინასწარმეტყველებ: წყალზე მეტი დამანგრეველი ძალა არაფერს აქვს!

ირონიას გვერდი ავუაროთ ახლა და პანკისის ხეობის ამბებზეც უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა: პანკისის მოვლენებმა გვაჩვენა, როგორ არ ვზრუნავთ დღევანდელობასა და მომავალზე! ერთ მხარეს სამართალდამცველები დაიჟეჟნენ, მეორე მხრივ - ქისტები, ცალკე სახელმწიფო ქონება განადგურდა და ვინ დარჩა მოგებული? "მიშავიზია" და "ნაცმოძის" რუპორი ჟურნალისტები აღტაცებით აჩვენებდნენ პანკისის მოვლენებს, აი, რა ცუდი ხელისუფლება გვყავსო! ცუდი ნაკლებად, უფრო - ბრიყვი! ცუდი და ბოროტი "ნაციონალური" ხელისუფლება იყო, მთელი სახელმწიფოს დასაშინებლად "ორ ტრუპს" სახელდახელოდ რომ მოითხოვდნენ და ეს "ტრუპებიც" ისე სწრაფად მოიძებნებოდა, როგორც ქვა პანკისის ხეობაში, პოლიციების მისამართით გასასროლად! შს მინისტრი რომ არ ჩასულიყო პანკისში, ვფიქრობ, უარესი იქნებოდა შედეგი. ასეა, ზოგჯერ ნათელი წერტილიც გამოერევა ხოლმე ჩვენს ხელისუფლებაში, ჰოდა, გახარიას, კახიშვილის მსგავსად, ნუ გადაინახავთ სადღაც ჩრდილში, თორემ "მიშას ნაშენები" ქვეყნიდან აღარაფერი დარჩება!

პ.ს. ერთი ენაკვიმატი ფეისბუკზე აცხადებდა, ვისაც თურნავას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის მერე ზაქარია მხარგრძელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა გაგიკვირდებათ, "ფრენდლისტიდან" ამომშალეთო...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი