"ქოცფეოდალები" და ცრუვახტანგი, ანუ ნუთუ შეიძლება, ერთი კანდიდატი იყოს ექიმი, თამადა, გაქოცებული ნაბურჭულაძარ-ნალეიბორისტალი?
font-large font-small
"ქოცფეოდალები" და ცრუვახტანგი, ანუ ნუთუ შეიძლება, ერთი კანდიდატი იყოს ექიმი, თამადა, გაქოცებული ნაბურჭულაძარ-ნალეიბორისტალი?
პროვოკატორის ბლოგი
საოცრებათა ქვე­ყანაში მარტო ალისა კი არა, ყველა ჩვენგანი ცხოვრობს. ხილული სასწაულია ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, კობახიძე აცხადებს, 19 მაისს დავითვლით წიწილებსო... კაცო, წიწილებს ადრე შემოდგომობით ითვლიდნენ, თანაც - ნამდვილს და ახლა რაღაც შეცვალა უპირველესმა კანონმდებელმა, შესაძლოა, სულაც კანონმდებლობის დონეზე! რას გაუგებ ამ შიდადაპირისპირებების დროს რას "დააჭერენ" პარლამენტარები... ეგებ შემოდგომა გაზაფხულზე გადმოიტანონ და კანდიდატებად წიწილები შემოგვთავაზონ? ბუნებრივია, ყველაზე ცნობილი "წიწილა" ექიმი ლადო კახაძე იქნება, მაგრამ ამდენი რეგალია ერთად, ცოტა არ იყოს, დამაბნეველია! ნუთუ შეიძლება, ერთი კანდიდატი იყოს ექიმი, წიწილა, ბაბუა, თამადა, გაქოცებული ნაბურჭულაძარ-ნალეიბორისტალი? აქამდე მხოლოდ სამი რეგალიით ვიხსენიებდით დავით გამყრელიძეს (ეს იყო დიდი ხნის წინ), რომელიც მხოლოდ ექიმი, მეწარმე და ლიდერი გახლდათ!

ლადო ექიმს, რომელმაც ორიოდე წლის წინ 3%-მდე ხმა მოაგროვა მთაწმინდაზე, ჩამოვეხსნები არჩევნების დასრულებამდე. სხვა თუ არაფერი, ეგებ ოდესმე რომელიმე სუფრაზე ჩემი სადღეგრძელოც კი დალიოს ომახიანად, განსხვავებული სასმისით!

რეგიონებშია ახლა კომედიური სიტუაცია. ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერზე ზესტაფონი ასოთა ისეთი კომბინაციით დაწერეს, ცოცხალი თავით ვერ ვიმეორებ და თუ მოვკვდი, მით უფრო, რას გავიმეორებ ან ვიტყვი? ჭიათურა რომ აერია თალაკვაძეს ზესტაფონში, ეგ ცალკე სახალისო თემაა, მაგრამ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაცია გაზეთი "ხულოს" სახელით, სცილდება გროტესკის, იუმორისა და ანეკდოტის ჟანრს. ვერ გეტყვით, ეს რა გაზეთია, მაგის გამო ნუ ჩამიყვანთ მაღალმთიან აჭარაში, მაგრამ მაქვს გონივრული ეჭვი, ადგილობრივი ბიუჯეტით იქნება დაფინანსებული და ადგილობრივი პოლიტიკური "ფეისების" ზედხედ-გვერდხედების ბეჭდვით იქნება დაკავებული! უბრალოდ, მაინც შემოგთავაზებთ "ხულოს" ერთ-ერთ "შედევრს" და ეგებ ვინმემ "ზემოთ" მიიღოს ზომები, რადგან ასეთი ვითომგაზეთებით თავს იჭრიან ადგილობრივი მატრაკვეცა "ქოცფეოდალები":

"ხულოს მერობისათვის 15 კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას, მათ შორის ორი ვახტანგ ბერიძეა, ერთი ნამდვილია და ხულოს მოსახლეობაში დამსახურებული სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს, მეორე ცრუვახტანგია, რომელიც კასპში დაბადებულა, თბილისში ცხოვრობს და ხულოელების შეცდომაში შეყვანით ცდილობს ჩვენს პროვოცირებას და გაბიაბრუებას. ამომრჩევლებს ვთხოვთ, საარჩევნო ბიულეტენს რომ მიიღებენ, ყურადღება მიაქციონ კანდიდატის ნომერს. ნამდვილი ვახტანგის ნომერია "41", ცრუვახტანგის ნომერი "1"! შემოხაზეთ 41 ნომერი, მხარი დაუჭირეთ ჩვენი რაიონის მკვიდრს, ჩვენი ჭირისა და ლხინის გამზიარებელს, ჩვენს ძმასა და მეგობარს, ვახტანგ ბერიძეს!!!"

გაბიაბრუება არ ვიცი, მაგრამ ძმა და მეგობარი ვახტანგ ბერიძე ბიულეტენზე ერთად ეწერება თუ ცალ-ცალკე?! ეგებ და მართლაა ჭირისა და ლხინის გამზიარებელი ეგ კაცი და ის მეორე, კასპელი თუ ხაშურელი ვახტანგი კი არა, მაგრამ გაზეთებში ასეთი რამეები თუ დაიბეჭდებოდა, ვერ წარმომედგინა! ასეა, შეუცნობელია უფლის გზები, მაგრამ უფრო შეუცნობელია პოლიტიკოსების გზები, რომლებსაც გაზეთ "ხულომდე" მივყავართ!

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და მიმდებარე ტერიტორიების გამო რომ ვითუხთუხეთ, გემახსოვრებათ; ისიც არ დაგავიწყდებათ, რამდენად გადატვირთული იყო წინასააღდგომოდ გზა თბილისიდან დასავლეთისკენ და იცით, რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ აზერბაიჯანული "სოკარის" საწვავით გაძეძგეს მანქანის ავზები ქართველმა მძღოლებმა და დიასახლისებმა - სომხური სტაფილოთი, რუსული მაიონეზითა და თურქული კარტოფილით მომზადებული ვინეგრეტით - სუფრები! ეს ოკუპანტების ინგრედიენტები მაინც რა უბედურებაა?! ან ყველის, კიტრისა და პამიდვრის ფასი რა კატასტროფა იყო?! ხახვი და კარტოფილი კი არის ისევ ოდნავ იაფი - საპრეზიდენტო არჩევნების დროს რომ მოგვიცუნცულეს სახლებში, ალბათ იმიტომ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი