ბიძინას "გადაგდებული" გუბაზი და სანდრა ზუგდიდელი, ანუ ოდეს ყოფილა "ნაციონალებს" შორის უზრდელი, ბოროტი და ენაბრგვილი?
font-large font-small
ბიძინას "გადაგდებული" გუბაზი და სანდრა ზუგდიდელი, ანუ ოდეს ყოფილა "ნაციონალებს" შორის უზრდელი, ბოროტი და ენაბრგვილი?
პროვოკატორის ბლოგი

ბატიაშვილმა რაღაც კარგი საქმეები წამოიწყო და ვნახოთ, როგორ გააგრძელებს. საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაშიო, თქვა ახლახან და კი მაქვს ცოტაოდენი იმედი, რომ სკოლას ცოტა მაინც დაადგება საშველი!

აი, სკოლას უფრო დაადგება საშველი, ვიდრე "შვილმკვდარ" მიშას! ვერაფრით დაგაკლებთ სიამოვნებას და ზუსტად, სიტყვასიტყვით გადმოგცემთ ამ გულდათუთქული პატრიოტისა და სურვილის შემთხვევაში, თვით ტრამპის დამმარცხებელი მიუნჰაუზენას სიტყვებს: "მე მყავს ორი შვილი და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს შვილის სიყვარული. მაგრამ ჩემი შვილები არიან ასევე ქუთაისის პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს; ჩემი შვილი იყო ამერიკული
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც ამ ოროსანმა და ავადმყოფმა გაანადგურა ძალიან შეგნებულად და გააბანძა იდეა; ჩემი შვილი იყო ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გაანადგურეს; ჩემი შვილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურეს; ჩემი შვილი იყო საქართველოს სამხედრო წარმოება, რომელიც მომიკლეს. მე ვარ ნამდვილად შვილმკვდარი მამა. შეიძლება ზოგიერთი გააჩერო, მაგრამ როგორც მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს, ნამდვილად მეც ვერ გამაჩერებენ და ნამდვილად ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე".

ზუგდიდის ერთ სოფელში კუდის ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი აკაკი (აკო) მინაშვილი რაღაც უნიჭო სცენას რომ დგამდნენ, ეგეც უსაშველობის ნიშანია, სხვა არაფერი! მაგნაირები უნდა შესვა იმ ტრაქტორზე, სანდრა რულოვსი და გიგი უგულავა რომ პოზიორობენ ხოლმე და უხელფასოდ ამუშაო იმდენი წელი, რამდენი წელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს იღებდნენ ხელფასებად!

არც გუბაზის საშველი ჩანს! ბიძინამ გადააგდო და არ გახადა მილიონერი, მერე "გასპაჟა ბურჟანაძეს" მიეკედლა (ერთი ამ ფქვილის პრინცესას რად უნდოდა ეს მედროვე პარტიაში?) და ახლა იქიდანაც გამოკუნტრუშებული აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულებლად. "რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დაუძინებელი მტერი ვარ. როგორც პოლიტიკოსის და მმართველის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავასრულო მისი მაფიოზური მმართველობა", - განაცხადა მისმა აღმატებულება გუბაზმა და ამოიხვნეშა იმ კაცის პათოსით, თავად რომ არ სჯერა თავისი ნალაყბევი! მაგ უბადრუკმა არ იცის ალბათ, რომ ბიძინას არაფრად ადარდებს პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილი ის ხალხი, რომლებიც მისი ხელიდან ისე იკვებებოდნენ წლების წინ, როგორც ახლა ჭორვილელი მილიარდერის ცხოველები!

უსაშველოა კიდევ რამდენის მდგომარეობა! ცალკე "თავდემებისა" მედარდება, "რესპები" თავიდანვე წყალწაღებულები იყვნენ და კიდევ სულ რაღაც ორასიოდე პარტია მაგათზე უარეს დღეშია! ეგ ფურცელზე მოარსებე პარტიებია, მაგრამ რეალურად არსებობს თაკო ჩარკვიანის პარტია, რომელიც უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში! დიახ, მოვა! რეალურად თუ არა, პოეტის ასულის ფანტაზიაში მაინც! ჩვენ, ბნელმა ხალხმა არ ვიცით, თორემ მეტაფიზიკურად იმდენი რამეა შესაძლებელი... ასევე, ჩვენ გვგონია, რომ გიგი უგულავა გაუზრდელდა და ვინმე ანა წითლიძეს უხერხულად შეუცვალა გვარი, სინამდვილეში, უბრალო გაურკვევლობა იყო, თორემ ოდეს ყოფილა "ნაციონალებს" შორის უზრდელი, უმეცარი, ბოროტი და ენაბრგვილი? მაგალითად, სანდრა ზუგდიდელი უკეთ არ მეტყველებს, ვიდრე ყმაწვილი ბახტაძე ღაღადებდა მახათას მთაზე? და საერთოდ, რა დროს პოლიტიკაა, როცა ხატია სიჭინავას დედამთილს ხელი მოუტეხია და მთელი მედია მაგ თემას ატრიალებს წაღმა-უკუღმა! სიჭინავას დედამთილიც მოირჩენს ხელს, 19 მაისს არჩევნებს მოვრჩებით (ზოგან კი დაგვჭირდება მეორე ტური, მაგრამ იცოდეთ, მზად ვართო, უთქვამს თალაკვაძე არჩილს!), მაგრამ ამ გასაცოდავებულ მედიას რა უშველის? აქეთ "რუსთავი 2" და მისი მსგავსი "მიშავიზიები" გადავიდნენ ჭკუიდან თუ მედიაზნეობიდან, ცალკე "იმედმა" აგვაყვავა და აგვაღორძინა ბოლო 7 წელში!

პ.ს. გახარიას ბიუსტს ის ქალები მაინც ნუ დასცინებთ, საკუთარი ბიუსტი რომ არ გაგაჩნიათ...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი