"დედა-დედოფალი" "სანდრა დარკი" და მისი დამამარცხებელი ზუგდიდელი მერი, ანუ რა სცენარებს გვთავაზობენ ბიძინა და მიშა
font-large font-small
"დედა-დედოფალი" "სანდრა დარკი" და მისი დამამარცხებელი ზუგდიდელი მერი, ანუ რა სცენარებს გვთავაზობენ ბიძინა და მიშა
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია. გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია. სულ სამი სცენარი გვექნება: ერთი "ქოცური", ერთი "ნაცური" და მესამე - "უნუგეშური"! პირველი ორი სცენარის ავტორები ბიძინა და მიშა ბრძანდებიან (სავარაუდოდ, რამდენიმე თანაავტორით) და მესამისა - ყველა პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიის ლიდერი!

როგორც მოსალოდნელი იყო, ათასპარტიაგამოვლილი, ცოტა ხნის წინ ორპროცენტნახევრიანი ლადო ექიმი, იგივე ბიძია, იგივე კარგი თამადა, იგივე ბაბუა, მთაწმინდელთა რჩეული გახდა კინაღამ პირველსავე ტურში! აი, "ქოცებო", თქვენ დაგეწვათ შიდა სამზარეულოს გაზქურაზე შემოდგმული აჯაფსანდალი! არ გეგონოთ, ლადოსა და შავგულიძის არჩევას ვდარდობდე! მე იმას ვდარდობ, მთაწმინდელებს ათასჯერ რომ უნდა შეუღოთ კიდევ კარი, ცალ-ცალკე უნდა ამტკიცოთ კახაძე-შავგულიძეებმა, რომ კარგები ხართ და სწორუპოვრები, რომ ააყვავებთ მთაწმინდას და მანდედან დაიწყებთ საქართველოს სინგაპურიზაციას! თუ ხვდებით, ნეტავ, როგორ მოაბეზრეთ თავი ამ არჩევნებით ხალხს? რა გაგიჭირდათ "ქოცებს" ისეთი კანდიდატის მოძებნა, რომ პირველივე ტურით გამხდარიყო მთაწმინდის რჩეული? ახლა ისევ სახელმწიფო ბიუჯეტსა და ამომრჩევლებს უნდა დაატყდეს თქვენი უთავბოლობა! ჯერ პირველ ტურზე არ უნდოდათ მისვლა, ახლა მეორე ტურზე ვინ მოგაწყდებათ სიხარულით?! ბუნებრივია, ლადო ექიმისთვის თავს შეიწუხებთ და ეცდებით ბოლომდე მის გამაჟორიტარებას, მაგრამ პულტზე თითის მიმჭერისთვის გიღირთ ამდენი ჩალიჩი?! ერთი სერიოზული მიზეზი მაინც თქვით, რატომ გამოჩხრიკეთ ლადო ექიმი და გაგვაგებინეთ, რა გააკეთა ამნაირი ამ კაცმა, ორჯერ რომ უხმობთ ამომრჩეველს მაგისი ერთწლიანი დეპუტატობისთვის?

შავგულიძე კიდევ ცალკე თემაა! რამ მოაწონა მთაწმინდელებს ეგ კაცი? სამიოდე წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს, შავგულიძეს პოლიტიკურ ბატალიებში "ნაცებთან" ალიანსში ნახავო, ჯანმრთელობის ცნობას მოვთხოვდი აუცილებლად, მაგრამ რეალობა ასეთია: "ქოცებს" "ნაცები" აცოცხლებენ, "ნაცებს" - "ქოცები". აკრიტიკებენ, აგინებენ ერთმანეთს და ბოლოს ნაგინები და ნაწვალები ჩვენ გამოვდივართ, ამომრჩევლები! მელიას ერთხელ აგინა პრემიერმა კვირიკაშვილმა, ერთხელ თინა ბოკუჩავა გამოაბუნძულეს საარჩევნო უბნიდან, სხვა მხრივ დიდად შევიწროებული "ნაციონალი" მე არ მახსენდება ახლა, მაგრამ "ნაციონალებისგან" შევიწროებულ-"გატრუპულ" საქართველოს რა დამავიწყებს?! მთაწმინდაზე მეტად ზუგდიდის "გაცხელება" უნდოდათ "ნაციონალებს", რადგან მათი "დედა-დედოფალი" იყრიდა იქ კენჭს. "სანდრა დარკმა" კი არა, სანდრა რულოვსმა იკაცა სწორედ ამ არჩევნებზე! ჯერ ამდენი ვითომ დამკვირვებელი "ნაცაქტივი" წაასხა მთელი საქართველოდან ზუგდიდში, რამაც ადგილობრივ ბაზარზე ყავის, სულგუნის, ღომის, ელარჯისა და საცივის ფასების ზრდა გამოიწვია, მერე კინაღამ ბეჭებზე დადო ზუგდიდელი მთავარი "ქოცი"!

აჰა, ბატონო, ზუგდიდს მალე ეყოლება ჰოლანდიელის დამმარცხებელი მერი, მაგრამ რა?! ვითომ ამით ფაროსანა გაწყდება კოლხეთში, ხობს ღვთისმშობლის კვართს დაუბრუნებენ თუ ფოთის პორტი გადაასწრებს ტვირთბრუნვით როტერდამს?! ზოგადად, არჩევნები ხელისუფლების წყაროა, მაგრამ საქართველოში ცოტა სხვანაირად გვაქვს საქმე - ჩვენთან კომედიის უშრეტი წყაროა! სასაცილოა, აბა, რა ჯანდაბაა, 80 წლის კოორდინატორს რომ დასვამენ საარჩევნო უბანთან, ვითომც დაბადების დღეზე მოსაწვევი ხალხის ნუსხას ვადგენო! ცალკე გოგი წულაია გახდა ზესტაფონის თვითგამოცხადებული მერი და ხულოს მერობის ერთ-ერთ კანდიდატს კიდევ პირადობის მოწმობა დარჩენია პიანინოზე შემოდებული! გაზის ან ელექტროენერგიის გადახდის ქვითარი არ ჰქონდა ნეტავ თან? ან კიდევ მართვის მოწმობა?! ეგებ კი დაეშვათ მაგით არჩევნებზე, რას გაუგებ ჩვენს საარჩევნო ადმინისტრაციებს... თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაცია ერთი კაცია სულო, რომელიღაც "ნაცი" ამტკიცებდა გამწარებით და ეგ ადმინისტრაცია გახარიააო! სწორედ ეგ გახარია იყო, ზუგდიდში რომ არ მოგაწყობინათ ცირკები, მიშისტებო, თორემ სოფელ-სოფელ, უბან-უბან, ქალაქ-ქალაქ სიარულის დაანონსება არ მოუწევდა სანდრას...

პ.ს. ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი. კარგი ის არის, რომ "ნაცებმა" წააგეს, ცუდი კი ის არის, "ქოცებმა" რომ მოიგეს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი