ბაზალეთელი შალვა და ნინოს გზას დამდგარი სალომე, ანუ ვინ არის ბიძინასა და დასავლური გარყვნილების აგენტი
font-large font-small
 ბაზალეთელი შალვა და ნინოს გზას დამდგარი სალომე, ანუ ვინ არის ბიძინასა და დასავლური გარყვნილების აგენტი
პროვოკატორის ბლოგი

ზამთრის მერე გაზაფხული მოდიოდა ადრე. გახსოვთ, მიშა როგორ მოიყვანდა ხოლმე წელიწადის ამ ლამაზ დროს?! მოვიდა ბიძინა და ორთოდოქსი "ნაციონალების" აზრით, დავკარგეთ გაზაფხული და პირდაპირ ზაფხულის პაპანაქებაში გადავეშვით. დავკარგეთ დემოკრატიული და დასავლური იმიჯი, აღმშენებლობის ტემპი, სამართლიანობის განცდა და ყველაფერი ის, რითაც აღმოსავლეთ ევროპაში თავი მოგვწონდა 2012 წლამდე!

ეროვნულობას ამოფარებული მოპოლიტიკოსო ელემენტები გაიძახიან, რომ ფსევდოლიბერალიზმმა წალეკა ქვეყანა, აღარავის უნდა ჯვარი და ხატი, საყდარი და ტაძარი, მღვდელი და ეპისკოპოსიო. არა, ბატონებო, ყველაფერი გვინდა და გვჭირდება, მაგრამ ყველაფრის გაპამპულება დავიწყეთ უსაქმურობისგან თავგაბეზრებულებმა. საქართველოს პრეზიდენტმა, რას ჰქვია, ნინოს გზაზე გაიარა, ხელთ ჯვარი ვაზისა დაიჭირა, ეგ ბიძინასა და დასავლური გარყვნილების აგენტიო! ზოგმა "ნაციონალმა" ისიც დაიძახა, კიდევ პუტინის აგენტიაო...
როგორც მოციქულთა სწორი ნინოს შემობრძანებისას აიღეს ხელთ საწერელნი სალომე უჯარმელმა და პიროჟავრი სივნიელმა, ისე მოიმარჯვა ხელთ მთელმა საქართველომ "ფეისბუკი" და დაიწყო წერა პოსტებისა:

"ვისი თმითაა შეკრული ვაზის ჯვარი, ვითომ კობახიძემ აჩუქა სალომეს კულულის რამდენიმე ღერი?" "ეკალთა შინა ვარდისათა დაშთება სალომე, ვითარცა ნინო? ვინ იქნება მეფე მირიანი და ვინ დედოფალი ნანა?"

"ჯავახეთის მთათა ზედა თოვლი დევს და ქარიშხლები ბღავა ფარავნის ტბასა ზედა?"

ეს ალიტერაციული გამოხდომები კიდევ არაფერი, ბაზალეთელმა შალვა ნათელაშვილმა ბრძანა, ნინოს რომ სცოდნოდა, სალომე მაგ გზას გაივლიდა, საერთოდ არ ჩამოვიდოდა საქართველოშიო. ცალკე ირინა სარიშვილი აყიამყრალდა, რაღა დარჩა ღვთისმშობლის მიძინებამდე, 28 აგვისტოს მიიძინებსო... ეს სიტყვაკაზმულობა პოლიტიკა რომ ჰგონიათ ამ "ჩამოწერილ" პოლიტიკოსებს, თუ აკვირდებიან, ღმერთს რომ გმობენ და სხვის რწმენას არ სცემენ პატივს? მეტი კი არაფერია ფაშიზმი, ბატონო შალვა და ედუარდ შევარდნაძის დროინდელო სახელმწიფო მოხელე სარიშვილო! არსად გაიშვა თქვენი ენამოსწრებულობა... რაო, ნერვები გეშლებათ, ეს პენსიონერი ქალი ამ ასაკშიც რომ ახერხებს რეალიზებას, თქვენ კიდევ ენის ტარტარის მეტი საქმე აღარ დაგრჩათ და ახლა გაბოროტდით? ეგებ, ახლა კი არ გაბოროტებულხართ, ეგეთები იყავით დასაბამითგან?!

შალვასა და ირინას ვიღა უსმენს ახლა სერიოზულად, ეგენი კაი ხნის წინ "ჩამოწერა" ქართველმა ამომრჩეველმა, მაგრამ ნეოლიბერალების მანტიაში გახვეული ხალხი "პარიჟანკას" გაქილიკებას რომ ცდილობდა და სინამდვილეში ქრისტიანობას შეურაცხყოფს, ეგ არაფერი? რომ ამბობენ, მოეძალა ქვეყანას დასავლური სატანიზმი და გარყვნილებაო, აიღო ხელთ სალომემ ჯვარი და ეგეც არ მოგეწონათ, არჩევნებისთვის მანიპულირებს ეგ ქალიო! რაღა დროის არჩევნებია, ჩაიარა მაგ დრომ, არჩეულია უკვე სალომე და ხუთი წელი თავი ქუდში აქვს, ფეხი - ბოტასში! ზოგიერთი ისე გაბოროტდა, სალომეს ასი წლის წინანდელი მდინარეში გადაღებული ფოტო "გააცოცხლეს" უსაქმურებმა:
ბატონებო, მარტო კი არ გაიარა ნინოს გზაზე, "დაჟე" იბანავაო! აი, საფრანგეთის გულში გაზრდილ ქალის ბანაობაზე რომ ღლიცინებს, იმ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი მგონი მხოლოდ აღდგომის წინადღეს ბანაობს, ჭკუისა და სიმაღლის მატებას იწვევსო... ჭკუა რომ ბანაობით იმატებდეს, აკვარიუმის თევზებს შვიდწამიანი მეხსიერება კი არ ექნებოდა, ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის მსგავსად! აღმაშენებელს ნეტავ მალე "გალობანი სინანულის" გამო გელათიდან მოთხრა არ დაუპირონ, თამარ მეფეს იამბიკოების დაწერის გამო თვითპიარს არ დასწამებდნენ და დემეტრეს კიდევ "შენ ხარ ვენახის" დაწერის მოტივად წინასაარჩევნო ციებ-ცხელებას არ განუსაზღვრავდნენ, ვინ ჩივის სალომეს ჯავახურ ვოიაჟს, რომელიც გინდათ, არ გინდათ, მაინც დადებითად აღიარა საქართველოს ნორმალურად მოაზროვნე ნაწილმა!

პ.ს. სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ატყობინებს: პრეზიდენტო, თქვენს ოპონენტებს რაღაც სჭირთ, ამ ბოლო დროს ვეღარც ღამე იძინებენ და ვეღარც დღე, სულ პოსტავენ და პოსტავენ თქვენზე "ფეისბუკში"...
სალომეს პასუხი: ეს ნორმალურია, ძვირფასო ადმინისტრაციავ,
ეშმაკებს არასდროს სძინავთ...

პ.პ.ს. მე მაქვს სათქმელი სალომესთან ასეთი: ქალბატონო პრეზიდენტო, რომ თქვი, ქადჟები მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩებაო, ეგ ქაჯები არსადაც არ წასულან, ისევ ხელისუფლებაში გყავთ ან პოლიტიკურ ბომონდში...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი