ღილაკზე თითის მიმჭერი ლადო ექიმი და ტყვიაველი ბიჭი, ოქრუაშვილი, ანუ ვისთან ერთად აპირებს გუბაზი ბიძინას შუშის სასახლიდან გამოყვანას
font-large font-small
  ღილაკზე თითის მიმჭერი ლადო ექიმი და ტყვიაველი ბიჭი, ოქრუაშვილი, ანუ ვისთან ერთად აპირებს გუბაზი ბიძინას შუშის სასახლიდან გამოყვანას
პროვოკატორის ბლოგი

ახლახან ისეთი რამე მოვისმინე, ვიცინო თუ ვიტირო, აღარ ვიცი. რომელიღაც სპორტსკოლის დირექტორად დაუნიშნავთ კუნთმაგარი და გონებასუსტი ოყლაყი, რომელიც პირველსავე შესაძლებლობას იყენებს თურმე, დაადასტუროს თავისი უცოდინარობა. მაგალითად, საუბრობენ ჩინეთის დიდ კედელზე და ერთმა თუ თქვა, როგორ ააშენეს ოხერმა ჩინელებმაო, ის დასკვნას ასე აკეთებს: მაგათ რა გაუჭირდებათ, ბულდოზერები მაგათ ხელშია და ამწეებიო!

ჰოდა, არ ვიცი, ამის გამგონემ ისტერიული ხარხარი ავტეხო თუ ცრემლიანი თვალი გავაყოლო უფსკრულის პირას მდგარ ქვეყანას, რომელსაც თვალსა და ხელს
შუა ეკარგება მილიონები! არ გეგონოთ, მე ვიძიებდე ამ მილიონებს... სახელმწიფო აუდიტი გაჰყვირის, არიქა, დაიკარგაო! მილიონები დაიკარგა, ეს როგორ ბატონო ხელისუფლებავ, თივის ზვინში ნემსი ჩავარდა და ვერ იპოვეთ? თუ დროდადრო ზუგდიდის ყოფილი მერისა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მსგავსად, ვიღაც დაბალი რგოლის ჩინოვნიკებს შესწირავთ ხალხის რისხვის გასაქარწყლებლად
სამართლიანობის ქალღმერთს, ქვეყანაც აშენდება?!

სახელმწიფო მოხელეებს ისეთი მადა ჰქონიათ, მიმიქარავს ლუარსაბ თათქარიძე! ილიას გამათრახებული ლუარსაბი თავის ქონებას მაინც ჭამდა, ამათ კიდევ - მთელი სახელმწიფო თავისი ჰგონიათ და ხან ბენზინის ისეთ ხარჯებს ატრიალებენ, თითქოს "დაკრუგეს" მსოფლიო, ხანაც - ისეთ სამივლინებო თანხებს წერენ, თვალები გაოცებისგან შუბლზე რომ აგიცვივდება! იანვარ-მარტში 18 მილიონზე მეტი გაუხარჯავთ წელს, შარშან ამავე დროში 1,6 მილიონით ნაკლები! არიქა, ჭამეთ ნოდარი (ამ გახსენებაზე, ნეტავ რას ჭამს ახლა ნოდარ ხადური?!) და მისთანებო! თანაც, მადაც მოგსვლიათ ჭამაში და გაისად, ტენდენციას არ მოუკლოთ - კიდევ გაზარდეთ ერთი ამდენით ხარჯი! ისე, ალექსანდრე დიუმას აქვს ერთ რომანში დაწერილი, რამდენიც უნდა ჭამო, მაინც ერთხელ გაძღებიო, მაგრამ იმ სპორტსკოლის დირექტორის მსგავს ჩინოვნიკებს არც დიუმას რომანები ექნებათ წაკითხული და არც ეს "პროვოკაცია" მოსწყვეტთ თვალებს! უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი რომ არაფერი იქნება, მერე მაინც თუ დაფიქრდებიან, როგორ წურბელობდნენ და არაფრის მაქნისობდნენ?

რაც "პოზიცია" გვიზის ხელისუფლებაში, ის ოპოზიციაა. ხახვი, კარტოფილი, ძველი ბიჭები და მუქარა თუ უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე თქვენ, "ნაცმოძო" და მათთან გათანაბრებულო პარტიებო (გათანაბრება ცოტა ხმამაღალი განაცხადია, "ნაცმოძის" სატელიტები სჯობს, უფრო, რომ ვთქვათ), რატომ გიკვირთ მერე, რომ ათას პარტიაგამოცვლილი ლადო ექიმი რომ შებრძანდება მწვანე ღილაკზე თითის მიმჭერის ფუნქციით პარლამენტში და არა ბოკერია-ბაქრაძის მხარდაჭერილი შავგულიძ...

აღარც მეგი გოცირიძე ჩანს და ნუთუ მომდევნო არჩევნებამდე არაფერი გვექნება სალაპარაკო, გარდა იმისა, რომ თენგიზ კიტოვანს შვილმა დაბადების დღე მიულოცა, სარალიძეს ნერვები დააგლიჯეს "რუსთავიორელებმა", ქუთაისელი ნორჩი მოჭადრაკე გოგონა ვერ წავიდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე უსახსრობის გამო, სამაგიეროდ, ძვირად ღირებული ბუნებრივი ქვის ნაცვლად ჭიღვარიას სამართავ ქალაქში ბეტონის ფილები დააგეს და კიდევ, ხარაგაულის რომელიღაც სოფელი წყალს წაუღია კინაღამ! ოხ, ღმერთო ჩემო, შენ არ გვტოვებ უნუგეშოდ და აი, გამოჩნდა ბორდელების შტურმით ამღები ტყვიაველი ბიჭი, ოქრუაშვილი, გუბაზ სანიკიძის თანადგომით! ეს ბატონი ჯერ ფორუმის სახე იყო, მერე "ოცნების" მსუყე სახე გახდა, მერე წაიბურჯანაძევა და აი, ახლა გვაქვს კომედია უგმიროდ - ის უკვე ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად აპირებს ბიძინას შუშის სასახლიდან გამოყვანას და პოლიტიკიდან ჩამოცილებას! მიდი, გუბაზ, არ შეჩერდე! ასე უნდა იცვალო ის ორგანიზაციები, რომლის სახეც ხდები ხოლმე. ასე თუ გააგრძელე, არმანისა და გუჩის სახეც შეიძლება გახდე ან ვერსაჩესიც, რას გაუგებ ფორტუნას, ჩემო გუბაზ! უბრალოდ, ამ ფორტუნას ჩვენს სინამდვილეში ბიძინა ჰქვია და ეგ გავიწყდება, სამწუხაროდ!

პ.ს. ამბობენ, გუბაზის გარდა კოტე კემულარიაც გახდება ოქრუაშვილის პარტიული თანამესანგრეო! ოჰო, ეს ის კემულარიაა, 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ნაცმოძის" თავმჯდომარე რომ იყო, მერე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ელჩიც რუსეთში? ეგებ კი ვცდები და სულ სხვაა ეს კემულარია?! თუმცა, ოქრუაშვილს თავისი წარსულიც ჰყოფნის პოლიტიკური ფიასკოსთვის, გუბაზი რომ არ დაემატებინა...


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1345 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი