"კინაღამპრეზიდენტი" ვაშაძე, მისი მეუღლე კრემლში და ძმები ბერძენიშვილები, ანუ ვინ თქვა გახარია "პუწინის" პოლიციელიაო
font-large font-small
"კინაღამპრეზიდენტი" ვაშაძე, მისი მეუღლე კრემლში და ძმები ბერძენიშვილები, ანუ ვინ თქვა გახარია "პუწინის" პოლიციელიაო
პროვოკატორის ბლოგი

პოლიტიკურ-მეტეოროლოგიურად ივლისში ძალიან აგრილდა. ზოგან წვიმს, ზოგან მოთოვა კიდეც და უჩვეულო "კლიმატმა", რომელსაც გიორგი გახარიას სახელით ვიცნობთ, პარლამენტის შტურმით აღების მსურველ დესტაბილიზატორებს ცივი წყალი გადაავლო, მიწაზეც დაუშვა და მიახვედრა, რომ თვალპაჭუნა შს მინისტრი არაა ადვილად გასატეხი კაკალი.

თვალდათხრილი ადამიანების ბედი მეც მაღელვებს, გგონიათ, უგულო ვარ?! მაგრამ თუ ვიკითხავ, რატომ არ აპროტესტებდნენ მიშას დროინდელ ტრავმებს ახლა მოცოცხლებული პოლიტიკოსები, მაინც პროვოკატორი ვიქნები თუ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც უნდა, სახელმწიფო დაემსგავსოს სახელმწიფოს? ან თუ ამ კითხვაზე აქვს ვინმეს პასუხი, რატომ დაშავდნენ რიგითი მოქალაქეები 20 ივნისს და არა - პოლიტიკოსები? იცით, შაგრენის ტყავივით რატომ შემცირდა პარლამენტის წინ მოპროტესტეთა რაოდენობა? ალბათ იმიტომ, რომ პროტესტი სტუდენტურიაო და უცებ გამოტყვრნენ გუბაზი, ხოშტარია, დეკანოიძე, მელია და მისთანანი, მიეტმასნენ ახალგაზრდულ-სტუდენტურ აქციებს. ამ ბატონებსა და
ქალბატონებს, რომლებსაც უფრო ცუდი რეპუტაცია აქვთ, ვიდრე თავად ჰგონიათ, ქართველი ხალხი არ აჰყვება პროტესტში ერთი მიზეზით - აქამდე არაფერი უკეთებიათ სახელმწიფოსთვის სასარგებლო და რაღა ახლა გაუსკდათ პატრიოტიზმისა და სახელმწიფოებრიობის ბუშტი?

ანტირუსული ისტერია, რომლითაც ტრადიციულად, მიშისტები მანიპულირებდნენ მოსახლეობაზე, აღარ ჭრის, რადგან "კინაღამპრეზიდენტი" ვაშაძე ანტირუსულს "აწვება", გახარია პუწინის პოლიციელიაო და ამ დროს მისი მეუღლე კრემლთან რევერანსებსა და პა დე დეებს ასრულებს, ხოლო გახარია ამბობს გარკვევით, გავრილოვის ფეხი აღარ იქნება საქართველოშიო, ამიტომ დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს, ვინ უფროა პუტინის, ვაშაძეები (გვარი პირობითია და "ნაცმოძს" აღნიშნავს) თუ გახარია...

სასაცილო იქნებოდა, სატირლად არ გვქონდეს საქმე იმ დროს, როცა ვიღაც მიშისტი გამოხტება ისტერიული შეძახილით: "რუსეთი ოკუპანტია" და ვითომც მას ეკუთვნოდეს ეს აღმოჩენა! მსოფლიომ იცის რუსული იმპერიალიზმის შესახებ და შე მამაცხონებულო, გგონია, ახალი გვითხარი რამე? ახალი ბიძინამ გვითხრა, ნულოვანი ბარიერით პროპორციულად ჩატარდება 2020-ის არჩევნებიო. ძალიანაც კარგი, ასე რომ იქნება. აღარ დაგვჭირდება მაჟორიტარობის მსურველების მოსმენა და ეგებ პოლიტიკური პლატფორმებით წარდგნენ პარლამენტარობის მსურველები ამომრჩევლების წინაშე. კიდევ ერთი დადებითი მხარე ექნება ამ არჩევნებს: ნულსაც რომ ვერ ასცდება ზოგი პარტია, ეგებ შერცხვეთ და თვითლიკვიდაცია გამოაცხადონ! თუმცა, აქვე გაფრთხილებთ და ვამბობ, რესპუბლიკელები ისევ ვერ შევლენ პარლამენტში და სიკვდილამდე ძმები ბერძენიშვილები ჯიუტად გააგრძელებენ ოპოზიციონერობას! მაგათზე არც ნული მოქმედებს, არც ნულს ქვემოთა რეიტინგი!

წყალს წაუღია ეს არაფრის მაქნისი პარტიები, მე ლარის ბედი უფრო მადარდებს და მოსახლეობის დემოტივაცია. როდის მივხვდებით, რომ ხელისუფლება არ შექმნის კარგ ცხოვრებას, ჩვენ თავად თუ არ მოვკიდეთ ხელი ჩვენი ქვეყნის აშენებას? რუსეთი აგვაყვავებს თუ ევროპა-ამერიკა? ნუთუ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სხვა არავინ დაგლეჯს ნარ-ეკალს ჩვენს ნაცვლად? განათლებასა და შრომაშია ქვეყნის მომავალი, მაგრამ იოლი ცხოვრების სურვილით შეპყრობილებს გვგონია, რომ გავალთ რუსთაველზე, ჯოს, ჯოს ძახილით და გახარიას (ან სხვა რომელიმეს) გადადგომის მოთხოვნით ავყვავდებით!

პ.ს. ვრცელი ალეგორია მაქვს მკითხველისთვის ამჯერად: ყვავი ხის ტოტზე იჯდა. გამოიარა კურდღელმა, დაინახა ყვავი და ასძახა: - რას აკეთებ?

- არაფერს, - ჩამოსძახა ყვავმა. - მეც შევძლებ, რომ არაფერი ვაკეთო და ვიცოცხლო? - ჰკითხა კურდღელმა. - რატომაც არა? - უპასუხა ყვავმა. დაჯდა კურდღელი ხის ქვეშ. ზის და არაფერს აკეთებს... გამოიარა მელამ. დაინახა კურდღელი. მიცუნცულდა და გადასანსლა. მორალი: იმისათვის, რომ იჯდე, არაფერი აკეთო და იცოცხლო, ძალიან მაღლა უნდა იჯდე!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1347 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი