მიშისტების საძულველი მინისტრი და პუტინის გაბუნიასეული გინება, ანუ ვინ არის პოლიტიკოსი, რომელიც სამმილიონიან ქვეყანას ვერ გააბედნიერებს
font-large font-small
მიშისტების საძულველი მინისტრი და პუტინის გაბუნიასეული გინება, ანუ ვინ არის პოლიტიკოსი, რომელიც სამმილიონიან ქვეყანას ვერ გააბედნიერებს
პროვოკატორის ბლოგი

ვის შეიძლება პასუხი მოვთხოვოთ, როცა ქვეყანაში ამდენი გაურკვევლობაა? პირველ რიგში, მთავრობის მეთაურს და არავის სხვას! მინდა ვკითხო მამუკა ბახტაძეს: თითქმის წელიწადია, რაც რკინიგზიდან მოხვედი, ამბობენ, იქაც არ იყავ დიდად ფხიანი, მაგრამ რკინიგზას ვინ ჩივის, საქართველო დეპოშია და იქიდან გამოყვანას არც აპირებ! მეგონა, წინამორბედს რაღაც დოზით მაინც მოსთხოვდი პასუხს და ამის ნაცვლად ჭკუას გარიგებს საიდანღაც. მერე სასაცილო ის იყო, ორი სამინისტრო რომ გააერთიანე და ვითომც ბიუჯეტი დაზოგე, ამ დროს უკვე არათეთრ ახალ ჯიპებს ყიდულობთ! კახიშვილი რომ გადამალე სადღაც, ეგ რა ნამუსი იყო? ყველაზე წარმატებულ და ხალხისგან აღირებულ მინისტრს რომ ჩრდილში დააყენებ, გგონია, ამით შენ გაბრწყინდები? ან სერგეენკომ რა დააშავა, ბოლო დროის ყველაზე უკეთესმა ჯანდაცვის მინისტრმა, ვაზს შეყენებული ხარდანივით რომ გამოცვალე? ფინანსთა მინისტრი რომ გყავდა, ვინმე ქობულია, რატომ მოიყვანე, რა გააკეთა ან კიდევ რამ დაღალა, კარგა ხნით რომ იყო შვებულებაში? არაფრის კეთებაში კარგი ხელფასისა და შვებულების მიცემის გამო იყო ბოლოს ეგ, ეთერამყრალებული "რუსთავი 2"-დან რომ მოთქვამდა და წკიპურტებს გესროდა! ძველი მინისტრებიდან წულუკიანს ვერაფერი მოუხერხე მარტო, ნეტავ რატომ? ამდენი კითხვის დასმა არ მინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა! პოლიტიკოსი შენ არ ხარ, პოლიტიკური მენეჯმენტი არ გივარგა, არც ხალხის რჩეული ხარ და ეგებ სხვა სფეროში გადახვიდე, ეგ სკამი კიდევ მიშისტების ყველაზე საძულველ მინისტრ გახარიას დაუთმე!

ჩემთვის ინდიკატორი საჯარო მოხელეების შეფასებისას "ნაციონალური მოძრაობის" სიმპათია და ანტიპათიაა. ვინც ყველაზე მეტად გაახვიეს კრიტიკის ქარცეცხლში, ისაა ხალხისთვის უკეთესი, ერთი უბრალო მიზეზის გამო: "ნაციონალებს" ხალხი, სახელმწიფო და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ადამიანები სძულთ, უყვართ მხოლოდ მიშა და საკუთარი კეთილდღეობა! მოკლედ, დაგვანებე თავი, სადმე სხვაგან მოსინჯე ძალები, დამიჯერე, მთავრობის მეთაურობით ჩვენ ვერაფერს გვარგებ და რაც უფრო მალე გადაულოცავ თანამდებობას სხვას, მით უკეთესი!

თუ ვინმე მკითხავს, რას გადაეკიდე ამ ბახტაძესო, გეტყვით: განა მარგალიტის ღილები დამაჭრა ან ჰონორარის წილში მიზის? უბრალოდ, არაა ეგ ის კაცი, რომელიც სამმილიონიან ქვეყანას გააბედნიერებს. შენელებული კადრივით ცხოვრება მოგვძულდა, არც ლარის გაუპატიურებული მდგომარეობა გვიხარია და არც გაბუნიას ჩიქორთული რუსულით პუტინის გინება ტელეეკრანიდან. ბოლოს და ბოლოს, როდის აკანონებთ კანონს და როდის აჭმევთ პურს სამართალს? ანტირუსული ისტერიის გამო უამრავი პრობლემა რომ გვექმნება, სახელმწიფოებრიობა უფსკრულის პირასაა მიყვანილი და ამ დროს აძლევს ყმაწვილი ბახტაძე მანიპულაციების უფლებას მთავარ ოპოზიციურ ძალად გაფორმებულ "ნაცმოძს", კითხვას ვსვამ: რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩამოლაბორანტებულ კობახიძეს არ მიეწებოს რუსოფილის სტატუსი? ერთხელ და სამუდამოდ არ უნდა დასრულდეს ვითომპატრიოტიზმი და ვითომპოლიტიკოსობა? ვის ასწავლის შტაბკვარწირა ვაშაძეს რუსეთის ოკუპანტობას? ვინ არ იცის რუსული იმპერიალიზმის შესახებ და რატომ აყვირებთ ორ ძალას ქვეყანაში, როგორიც "ნაცები" და პატრიოტები არიან?! ქვეყანას, რომელშიც ერთ საღამოს სამი აქცია იმართება, პასუხი როდის უნდა გაეცეს? ნუთუ ასე ძნელია, თქვათ, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვითომ სტუდენტურ პარლამენტის წინა "ვინეგრეტს" ჩააგდებინოთ ენა? ან ამ ლგბტ თემს რატომ არ მისცემთ გარანტიებს, რომ ფერადი დროშებით გაიარონ სადღაც (კი აჩვენა 8 ივლისმა, რომ მაგათ ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავთ) და კიდევ მეტად იმაზე ვბრაზობ, როგორ ვერ აჩერებთ კოხტაპრუწა რაინდად წოდებულ ჯვარკომბალა ვასაძეს? კარგა ხანია, ეს ქვეყანა "ფსიქიატრიულ რესპუბლიკად" გადააქციეთ, მაგრამ ოდესმე დაგვადგება მაინც საშველი, ხალხი არჩევანსაც ისწავლის, პასუხსაც მოითხოვენ გაძაღლებული ცხოვრების გამო! ამაზრზენად რომ იქცა ბოლო წლები და ცხოვრების ინტერესი დაეკარგა მოსახლეობას, ამაზე ხელს ნუღა გავიშვერთ მიშასკენ, რომლის არმობრუნების სურვილი იმდენად დიდია, რომ "41" ისევ ლიდერი ნომერია საარჩევნო ბიულეტენზე!

პ.ს. სოციალურად დაუცველებს ძალიან გაუხარდათ მთავრობის მიერ ახალი, თეთრი ჯიპების შეძენის პერსპექტივა და ასე ლოცავენ მთავრობას: მართალია, ეგ ჯიპები თეთრია, მაგრამ ღმერთმა სულ შავად მოგახმაროთო!


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი