პუტინის კარზე მივიდნენ "გასპაჟა ბურჟანადზე", მარშანია, დავით თარხან-მოურავი, შეგვხვდეს და დაგველაპარაკოსო!, იმას კი უკითხავს...
font-large font-small
პუტინის კარზე მივიდნენ "გასპაჟა ბურჟანადზე", მარშანია, დავით თარხან-მოურავი, შეგვხვდეს და დაგველაპარაკოსო!, იმას კი უკითხავს...
პროვოკატორის ბლოგი

ბიძინას მიერ დასაკუთრებული შსს, სასამართლო და პროკურატურა დასდევს მომავალ პოლიტიკურ ოპონენტებს დასაჭერად და მთავარი ღლავი - გასკვანჩული ირაკლი ოქრუაშვილი უკვე ამის ნათელი მაგალითი გახლავთო! აი, უზურპატორ ჭორვილელს უნდა, რომ პოლიტიკური ველი გაასუფთაოსო! ამას განა მე ვამბობ, თავად მისმა უმესამეპრეზიდენტესობამ ბრძანა. ალბათ დაავიწყდა მის აღმატებულება მიშას, როგორ მოკაკვეს საბრალო ტყვიაველი ბიჭი მისი ზეობის ჟამს და სპორტულებში გამოწყობილი თემატურ-იდეოლოგიურად ატლიკინეს ტელეეთერში!

ირაკლი ოქრუაშვილი უკვე პოლიტიკური ჰარაკირით განეიტრალებულია და დამერწმუნეთ, მაგ ბატონს აქამდეც უფრო დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე "რესპებს", "ლეიბორისტებსა" და თვით "ჩვენთვითონა" დავითაიას. თავისთავად ცხადია, ქართული პოლიტიკური ზეცის ჩაუქრობელ ვარსკვლავ ბაქრაძეს ვერც შეედრება! რაღაცით ვასაძის რეიტინგთან უფრო ახლოს იყო და იქნება მომავალშიც, ჩვენი ბაჯაღლო ირაკლი, რადგან ყოველ გამოსვლაზე ისეთ კალეიდოსკოპს ისვრიან ხოლმე, რომელიც მხოლოდ მათსავე რეიტინგს უთხრის
ძირს. ახლახან რაინდს უბრძანებია, ჟურნალისტებს მოუჭირეთ ცოტა მორალური ყულფი, თორემ სულ გარეკეს და ეს არა მარტო სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, არამედ - ჩვენს რელიგიურ-მორალურ ღირებულებებსაცო! სხვისი არ ვიცი და ეს ორი პოლიტიკოსი ნამდვილად შეიძლება გავაერთიანოთ დრამატიზმის შეგრძნებით! შეხედავ ამ ბატონების სახეებს და გეგონებათ, რომ არა ესენი, აღარც საქართველო იარსებებდა და არც ქრისტიანობაო!

დამეზარა რუსთაველზე გავლა და მაინტერესებს, ისევ იკრიბებიან იქ "გახარია წადი" ხალხი? ამას წინათ პერფორმანსი რომ მოაწყვეს და ციფრები მიიკრეს სათვალავის თვალსაჩინოდ წარდგენისათვის, ეგებ ისევ მოაწყონ, ოღონდაც ნოდარ დუმბაძის სოსოიასავით სათვალავს ხელოვნურად ნუ გაზრდიან! გახარია რომ არ მიდის, გავიგე, ლარიც რომ მოუსავლეთში წავიდა, ესეც გასაგებია, ოღონდაც ამ საცოდავი ეროვნული ვალუტის კურსის დაჭერა მერჩივნა მე ოქრუაშვილის დაჭერას, ერთი მიზეზით - ჰონორარით მეტ პროდუქტს ვიყიდდი და თან უფასო გართობაც არ მოგვეშლებოდა ტელეეთერებიდან! ისე კი, გახარია მართლა გადასადგომია ერთი მარტივი მიზეზით: მაგის ადგილას რომ ივანე მერაბიშვილ-მაისურაძე ყოფილიყო, რამდენი ხნის წინ ააჭიკჭიკებდა ოქრუაშვილს?! ისე, "საზმაუც" დასაშლელია, რადგან "რუსთავი 2"-დან ვერ დაატრანსფერა, როგორ უნდა დაუჭირო მხარი მოქმედ ხელისუფლებას!

ბიძინა ივანიშვილსაც უნდა მივმართო ორიოდე სიტყვით: გრიგოლიჩ, ამდენს რომ ალაპარაკებ ამ ხალხს, პარლამენტი ბიძოსია, მთავრობა და სასამართლოო, ეგებ გადმოალაგო ფაქტები, როგორი მწარე "ნაცები" იყვნენ ახლანდელი "ქოცპარლამენტართა" მნიშვნელოვანი ნაწილი, ეგებ თურნავას მიერ "ნაციონალთა" ყულაბაში შეწირული თანხაც ამოატივტივო და მურუსიძე-ჩინჩალაძის წარსული ისედაც მოეხსენება მთელ ქვეყანას! 2020-ისთვის არჩევნების ნულოვანი ბარიერის დაწესება რაღა ჭირი იყო? ჯერ ისედაც ვინეგრეტ-აჯაფსანდლური საკანონმდებლო ორგანო გვქონდა და იცოდე, "ნაცმოძი" თავისი ხურდებით, "პატრიოტთა ალიანსი" დიდებული გენეტიკითა და ვასაძე ჯვაროსნებით არ დავინახო პარლამენტში, თორემ ქუდს უკუღმა დავიხურავ, ქვეყნიდან გაპარვის დროს! იმასაც შეგახსენებ, შენ ხარ "ქოცთა" ბატონი, რომ მომავალი წლის არჩევნებზე მართლა ვერ მოიპოვებს "ოცნება" საპარლამენტო უმრავლესობას, ჭრელი პოლიტსპექტრი ერთმანეთს დაჭამს და ამით ეგებ ვიხეიროთ უბრალო ამომრჩევლებმა?! აი, დაჭმა მაშინ ნახე შენ, გუბაზი თუ მოხვდა პარლამენტში! ეგ ჩემს მტერს გადაეყარა მშიერი სტომაქითა და მილიონის მოგროვების სურვილით!

პ.ს. ჩემი ერთი მეგობარი წერდა, პუტინის კარზე მივიდნენ გასპაჟა ბურჟანადზე, მარშანია, დავით თარხან-მოურავი და მისთანანი მოთხოვნით, შეგვხვდეს და დაგველაპარაკოსო! - ვინ მოვიდნენო? უკითხავს პუტინს. ჩამოუთვალეს თუ არა, - აუ, ეგენი რამდენი ყოფილანო, ჩარკვიანის ხმით უყვირია და ვერდიქტი გამოუტანია, დადგნენ და ერთმანეთს ელაპარაკონო!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი