ბიძინა პინგვინებით, "გამოეკლესიურებული" მიჰა, "კოკაკოლაანთ" ჭყონია, ანუ ზედა "აპოლოელები"
font-large font-small
ბიძინა პინგვინებით, "გამოეკლესიურებული" მიჰა, "კოკაკოლაანთ" ჭყონია, ანუ ზედა "აპოლოელები"
პროვოკატორის ბლოგი

თბილისობაც გადაგორდა. მართალია, ამ დღესასწაულს დიდად, ისევე როგორც "გორაობას" თუ "ხაშურობას" დიდად სასიქადულოდ ვერ მოვიხსენიებ, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ფასადური წარმატებების აფრიალება და რად არ ვაფრიალოთ, თუ არა საკუთარი თავების მოსატყუებლად, რომ ყველაფერი კარგადაა?

რამდენი ხანია, ასე ვიტყუებთ თავს დიდი და პატარა, ბერი და ერი და თვითკმაყოფილებაში ჩაძირულნი ილუზიებში ვცხოვრობთ. თან არავინაა ჩვენ გარშემო, რომ ცივი წყალი შეგვასხას და გამოგვაფხიზლოს ბოლომდე! აი, მაგალითად, მიშამ რომ წამოაყრანტალა ამას წინათ, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის ქუჩებში, თეატრში, რესტორნებში ჩემთან ერთად დადიოდა, რადგან ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირებაო, არ უნდა ეთქვა, ბოკერიას თუ არა, რომან გოცირიძეს მაინც, - ბიჯო, შენ ცოტა ხომ არ აჟუილებო? ან ვინმემ თუ უთხრა კალაძეს, ეს თეთრი ტაქსებისა და "შმაქსების" საკითხი გახდებოდა თითის გაბზეკის მიზეზი? აი, ჩვენმა "გირჩმა" კი ამოსცხო მშვენიერი ჭიტლაყი ხელისუფლებას, მაგრამ ისე მაღლა მოუხდა წიხლის ამოკვრა, თავად ამოყირავდა და ეს ფაქტი მშვენივრად მეტყველებს იმაზე, რამდენად პოპულიზმზეა დაფუძნებული ყველა პოლიტიკური ძალის ქმედება. კალაძის სურვილი, ქალაქში იყოს სუფთა და მოვლილი კიდევ ერთი სატრანსპორტო საშუალება, ძალიანაც კარგია, ოღონდ ეს ხალხის ხელითაც გაკეთდებოდა ასე: მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაღალი შემოსავალი და ის აუცილებლად მაღალი კლასის სერვისს მოითხოვს, ასე გავარდებოდა ბაზრიდან დანჯღრეული მანქანების სეგმენტი, თუმცა ჩვენ სად გვაქვს იმის იღბალი, მაღალი შემოსავლები გვქონდეს თუნდაც უახლოეს წლებში? კალატაქსაობამ მოცლილ ფეისბუკმომხმარებელთა დიიიდი რისხვაც დაიმსახურა, აქაო და ეს ტრიპაჩული ტაქსი გამოვიძახე, ბლომად ფული და ნერვები წაიღოო. მერე ვინ დაგიშალათ, "არათეთრი" ტაქსი დაგექირავებინათ და ძველებურად იაფად გემგზავრათ! აი, როგორ გადმოგვყვა ნიკას დროინდელი "რუსთავი 2"-ის სინდრომი, დაგვაქცია "რუსთავიორულმა" ყალბმა ინფორმაციებმაო! მაშინაც ვურჩევდი ამ მონერვიულე სექტორს, გამორთეთ და არ მოგეშლებათ ჩონგურის სიმებივით აწყობილი ნერვები-მეთქი, მაგრამ უსაქმო კაცი ხან მახათს იყრის, ხანაც ტელევიზიებს აკრიტიკებს, ხანაც "კალასითიტაქსიპარკს"!

კიდევ რა არ გვაქვს უმიზეზოდ სანერვიულო? კინოთეატრ "აპოლოს" მდიდართა და ღარიბთა შესასვლელზე იმ ხალხმა ატეხა ამბავი, ბოლო 30 წელი მაინც იქნება, კინოთეატრში რომ არ ყოფილა! მე კიდევ ამ თემაზე ვიხალისე, მდიდართა შესასვლელში რომ წარმოვიდგინე რიგში ბიძინა პინგვინებით (ანუ ბიძინას სიმპათიით აღზევებული პოლიტბომონდი - ზარდიაშვილი, თალაკვაძე, საგანელიძე და მისთანანი), კეზერაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, მამუკა "ტიბისელი" თავისი 12 მოციქულთა სწორი ექსპერტით თუ რაც დაარქვა, არ მახსოვს წესიერად, თემურ ალასანია და მისი ერთობ "გამოეკლესიურებული" დისშვილი მიჰა, "კოკაკოლაანთ" ჭყონია, რაინდი ვასაძე ჯვარ-კომბლით, "ქათამბარკალა" ფადი, "ავერსა" კურტანიძე და მისთანანი! სამაგიეროდ, მეორე შემოსასვლელში მოკრძალებით დადგებიან ადეიშვილი, რომელსაც ყვარლიდან ჩამოტანილი ტალახის კვალი ისევ ექნება კალოშებზე (მიშა ამბობდა მაგაზე, ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდაო, ასე არ იყო, თუ ვცდები?), მერაბიშვილი კიდევ "კამაზის" სათადარიგო ნაწილებს მეგარდერობეს მიაბარებს და კიდევ იქნებიან რამდენი ღატაკნი და უპოვარნი, ნუღა ჩამომათვლევინებთ! "აპოლოში" მესამე შესასვლელიც უნდა იყოს, ვიღაც საშუალო ფენის ხალხისთვის! ეს ის ხალხი იქნება, რაღაც შუალედური რომ უჭირავს "ზეპურ" და "მდაბიო" ფენებს შორის... და ვინ იქნება ეს შუალედური? მაგალითად, ფიქრია ჩიხრაძე, ირინა სარიშვილი, ენძელა მაჭავარიანი და სხვანი! ეს მესამე შესასვლელი იმას დაადასტურებს, რომ პოლიტიკურ კინოში "შუა მაინც არ გაიკრიფება" და გვეყოლება პოლიტიკური ელიტა, "ბნელიტა" და რაღაც "მეზოლიტაც"! მთლად კასტებად დაყოფაც არ ივარგებს, მე მითქვამს, თორემ ნახავთ, ერთხელ შევლენ მდიდრები მაგ დარბაზში, მერე თავს დეპრესიას გამოუწერენ, სოციალური აპლომბებით თავს გადააქნევენ და საკუთარ ფეისბუკგვერდზე დაწერენ არაპერი სჰეტსვლის ტსიგნს, ატვირთავენ დიდფასიანი წიგნის ფოტოს და დაელოდებიან, რამდენი "ლაიქი" და პოზიტიური კომენტარი დაუგროვდებათ, რათა ამით მერე თავი მოიწონონ უმარილო და უხორცო "ივენთებზე" თავმდაბლურ-დანანებითი ელფერით, მხოლოდ რამდენი ა(თა)სი "ლაიქი" დაიმსახურა "ძოსწოევსკიმ" ჩემს გვერდზე, რა უწიგნური და ფსევდოღირებულებების მატარებელი გავხდით ქართველებიო! თან იმ ვიღაც ჯიშკარიანს დაგმობენ, თბილისის საკრებულოში რომ შეაჯირითეს და ვინ იცის, ეგებ მართლა ქალს მხოლოდ "სამომხმარებლო" თვალსაზრისით უყურებს? ეს "მოხმარება" კიდევ არ სცდება საძინებლიდან სამზარეულომდე ტერიტორიას, დაახლოებით ასეთი ჩვენმა ახალგამომცხვარმა პოლიტიკოსმა და უკვე დასაობებლად გამზადებულმა ბანკირმა ხაზარაძემაც თქვა და კიდევ ერთხელ ღრმად ვრწმუნდები, კაცობრიობის შინაარსში ბევრიც არაფერი შეცვლილა!

პ.ს. ნოდარ დუმბაძეს მეუღლემ თურმე ფული სთხოვა, 12 კაცზე ჩაის სერვიზი უნდა ვიყიდოო. ნოდარს უთქვამს, იმ კაცს რა ვუთხარი, 12 კაცს ჩაის დასალევად რომ დაპატიჟებსო... ნეტავ რაზე ეპატიჟება ხოლმე მამუკა თავის განუმეორებელ თორმეტეულს? ეს გამაგებინა ნეტავ, სხვას აღარც არაფერს დავეძებ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1307 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი