რატომ ვერ გაპრეზიდენტდებოდა სალომე ზურაბიშვილი, მდინარაძე კი - ერევანში "თბილისოს" ვერ იმღერებდა?
font-large font-small
რატომ ვერ გაპრეზიდენტდებოდა სალომე ზურაბიშვილი, მდინარაძე კი - ერევანში "თბილისოს" ვერ იმღერებდა?
პროვოკატორის ბლოგი

ცოტა ხნის წინ ვინმე გელამ დიდი ამბით პესიმისტ-ობიექტური მიწოდა. ობიექტური ბრჭყალებში ჩასვა, აქაოდა, ბიძოსტანად ქცეულ საქართველოში "ქოცებს" ფარულად უჭერ მხარსო. სულ ჩემი მხარდაჭერით არიან ორმოცდაერთიანელები, აი! რომ მე არა, ეგენი ვერც 2012 წლის 1 ოქტომბერს დადებდნენ ბეჭებზე მიშას, ვერც სალომეს გააპრეზიდენტებდნენ და მდინარაძე საერთოდ ვერ იმღერებდა ერევანში ახლახან!

"ნეოქოცები" ყველაზე ამაზრზენი ნაწილი რომაა დღევანდელ ხელისუფლებაში, არაერთხელ მითქვამს. სოფო კილაძის წამოყრანტალებული "უფლის ნებაა" და ზარდიაშვილ-წილოსან-მდინარაძის დაყენებული მანერები ისევე სძულს ყველა მოაზროვნე მოქალაქეს, როგორც გიგა ბოკერია. იდენტურობა დამტკიცებულია და თუ გინდათ, გადახედეთ, როგორ კოხტად იყო ძირბუკა სოკოსავით დასკუპებული ბოკერიას საჯარო მიმართვის დროს დარბაზში ვანო ზარდიაშვილი, რომელსაც სხვამ ვერავინ, მხოლოდ ეკა ბესელიამ მოაკეტინა პირდაპირი და ირიბი გაგებით!

ატოცში რუსებისგან უკანონო შემოსაზღვრა, "სვეცკურად" ბორდერიზაცია რომ უწოდეს, ისევ გრძელდება და "შეაჩერე ოკუპაცია" ხალხმა ისევ იშიშვლა მაისურებზე ლოზუნგები, აბა, ქურთებივით იარაღს ხელს არ მოჰკიდებენ და არ დაიცავენ სამშობლოს! დღეს სიტყვის დროა და არა იარაღის. ქაცარავასეული დაცვის წყალობით გვაქვს ჩვენ დღეს შენარჩუნებული საზღვრები, თორემ აფხაზები ხარაგაულის საზღვართან იქნებოდნენ უკვე და ოსები კიდევ - სურამთან! უბრალოდ, ეს მაოცებს, ეს ქაცარავა პროტექტორი 2008 წელს რად არ იცავდა სამშობლოს? არ ეცალა ალბათ, თორემ მაგას წინ ვინ დაუდგებოდა?! სულ მაქვს იმის განცდა, ერთ დღეს ეს კაცი თურქეთს ტაო-კლარჯეთს ტრაბზონამდე წაართმევს, ლორე-ტაშირს სომხებს დაათმობინებს და ჰერეთს - აზერბაიჯანელებს! ცალკე იმის წარმოდგენაც კი სიამოვნების ჟრუანტელს მგვრის, როგორ გადარეკავს რუსებს კავკასიონის გადაღმა, სოჭსა და დვალეთს დედასამშობლოს შემოუერთებს, მერე ცრუქაქუნა მიხეილს იმპერატორად მოიწვევს საქართველოში და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა მსოფლიოში, ვეფხვის ნახტომი - ეკონომიკაში და ლიდერები - განათლება-კულტურაში!

ეკონომიკაზე გამახსენდა, ანაკლიის პორტზე ახლა ლაპარაკობენ, ეგაო, არ იქნება ეკონომიკუარდ მომგებიანიო. ნეტავ რატომ არ უნდა იყოს მომგებიანი? თურქეთს თუ 18 პორტი აქვს შავ ზღვაზე, ჩვენ გვაწყენს?! მილიტარისტულად ანაკლია მიმზიდველია, რადგან ამერიკას უნდაო, ვიღაცა ყბედობდა. ამერიკას უნდოდეს და ამდენ ხანს გაგრძელდეს მისი აშენების წამოწყება? რაღაც ეჭვქვეშ უნდა დავაყენო ეს მოსაზრება ხაზარაძის ბჟუტურთან ერთად.
პატრიარქმა "ლელო" და ანაკლიის პორტი დამილოცაო, რომ აცხადებს მისი ახალგადამრჩენებლობა მამუკა, ეგებ ისიც თქვას, გამატყავებელი კრედიტების პროცენტებიც პატრიარქმა მომცა კურთხევაო!

ვისაც არ ეზარება, ყველა ღმერთისა და კათალიკოსის სახელს რომ ეფარება, ზოგჯერ პატრიოტიზმიც მიაშველონ, ბარემ ყველა ის ნიშანი გამოავლინონ, რაც პოლიტიკურ თაღლითებს ახასიათებთ! თუმცა, პოლიტთაღლითების ხრიკების გამოსაშკარავეებლად სად გვცალია, ჯერ იმას ვიხილავთ, ჯიშკარიანელები უფრო მართლები არიან თუ იმ გოგოს მხარდამჭერები, ძალადობის მსხვერპლად რომ გამოაცხადა თავი! ამ ამბავს კი მიხედავს მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო და თადუმაძის პროკურატურა, მაგრამ კაკო ბობოხიძის წამოცდენამ მაინც სასიკვდილო დარტყმა მომაყენა, ჩვენ რომ გამართული მართლმსაჯულება დაგვეტოვებინა, გახარია პასუხს სამომავლოდ კი არ აგებდა, არამედ ახლავეო! თვალების დათხრის გარდა, კი მოგეხსენებათ, რა ბრალს უყენებს ოპოზიცია გახარიას - ის უსტარი, აწ ხაზარაძისადმი მიწერილი პირველი თუ მეასე, არა მარტო ბიზნესის დატერორებაა, არამედ - ნორჩი პოლიტიკური წარმონაქმნის ჩანასახშივე მოსპობის საწინდარიაო! თანაც, ვიღაც ამბობდა, 120 ანაბეჭდია იმ წერილზეო. სასაცილოა, შს მინისტრს წერილი გაეგზავნა ვინმესთვის და თან ათეულობით კაცის ხელში გაეტარებინა. თუ მართლა გააგზავნა ის წერილი გახარიამ და ეგ დადასტურდა, ხარხარით უნდა შემოვურბინო მთავრობის კანცეელარიასა და მერე თიბისი ბანკის სათავო ოფისს!

პ.ს. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მიშასთან ერთად იმღერეს "საქართველოო ლამაზო". ამ შესანიშნავი სიმღერის მერე ნეოფოლკლორული მარგალიტიც ჩაიღიღინეს: "ზღვაში გემი მიცურავდა, აერია ვექტორი, თადუმაძეს არ ჰყოლია კურსელი და ლექტორი"!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1307 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი